იქორწინეთ თამამად - ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული მამაკაცი, რომელსაც გამდირების რეალური შანსი აქვს
იქორწინეთ თამამად - ზოდიაქოს სამი ნიშნით დაბადებული მამაკაცი, რომელსაც გამდირების რეალური შანსი აქვს
ამქვეყად ნებისმიერი ჩვენგანი კონკრეტული მონაცემებით იბადება. სხვადასხვა ნიჭს შორის კი ფინანსური ალღო და ზოგადად , ფულის შოვნის ნიჭი ყველას როდი ახასიათებს. ამგვარი უნარი დამეთანხმებით, ყველაზე საჭიროა ძლიერი სქესის წარმომადგენელისთვის, საიმისოდ რომ მან თავი მანდილოსნის წინაშე დაკომპლექსებულად არ იგრძნოს. ფული უდრის ძალაუფლებას. მამაკაცები კი ვისაც ფინანსური ალღო გააჩნიათ, ყოველთვის მიილტვიან ძალაუფლებისკენ. ქალსაც შესაბამისად ძლიერი და ძალაუფლების მქონე მამრი იზიდავს. ასტროლოგების აზრით, თორმეტ ნიშანს შორის იკვეთება სამი განსაკუთრებულად ნიჭიერი ამ მხრივ. მოდით, გადავხედოთ სტატისტიკას:

მორიელი

ამ კაცს ძალაუფლების სიყვარული სისხლში აქვს გამჯდარი. თუმცა, მორიელი ზოდიაქოს მერვე სახლის მმართველია და შესაბამისად, ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები, ძალზე ხშირად აგროვებენ ქონებას სარისკო მაქინაციებისა და ბიზნესგარიგებების მეშვეობით. მორიელი სოციუმის (სხვისი ფულის) მართვის დიდოსტატია. იგი ასევე შესანიშნავად პოულობს ფინანსურ გამორჩენას სალომბარდო საქმიანობითა და აზარტული თამაშებით. ამგვარი მამაკაცი დიქტატორული თვისებებით, სიამაყით და ნებისყოფის გასაოცარი სიმტკიცითაა დაჯილდოებული.
ქალში ყველაზე მეტად ერთგულების უნარს და სულის სიძლიერეს აფასებს. მის გვერდით შესაძლოა თავი ზოგჯერ დედოფლად, ზოგჯერ კი უუფლებო მონად იგრძნოთ. მორიელს უყვარს ფლობა და მართვა. შესაბამისად, საყვარელ ადამიანებს ზოგჯერ გამიზნულადაც აყენებს ტკივილს, მარტოოდენ იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ უკანასკნელის გრძნობა მის მიმართ გულწრფელია. გარეგნული თავდაჯერებულობის მიღმა იგი ხშირად მალავს ღალატის ან წარუმატებლობის შიშს, რასაც ფუფუნების საგნებით, ძვირფასი მანქანებით, სასმელითა და ნარკოტიკით ინაზღაურებს.

ლომი

მოთხოვნილება ყოველთვის გამოიყურებოდეს როგორც მეფე, არ ჰგავდეს მასას და იყოს ლიდერი ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს უბიძგებს კაპიტალის დაგროვებისკენ. ლომი ბუნებით ზარმაცია; შესაბამისად, არასოდეს მოჰკიდებს ხელს რიგითი ადამიანისთვის განკუთვნილ სამუშაოს. მას აქვს ნიჭი მოსაწყენი და მომაბეზრებელი საქმეები სხვებს ოსტატურად გადააბაროს. თავად კი ყოველთვის ძვირად ღირებული პროექტებითა და უშუალოდ სხვების საქმიანობის ორგანიზება-კონტროლით კავდება. თუკი იგი საკუთარ თავში სიზარმაცისადმი მიდრეკილებას არეგულირებს, მისგან არაჩვეულებრივი ბიზნესმენი დგება. ლომი ჭკვიანი და ფრთხილი საქმოსანია. იგი კარგად ახერხებს ფულის შოვნას შოუ-ბიზნესისა და გასართობი ინდუსტრიის კუთხით. მისთვის არც საბანკო სფეროა ძნელად ასათვისებელი.
ქალი, რომელსაც ლომის მოხიბვლა აქვს გადაწყვეტილი, მის მეფურ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა იყოს დედოფლური, ღირსეული და ამასთანავე უშუალო. ლომი გულით იმართება; შესაბამისად, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ კაცის ყველაზე დიდი სისუსტეა ემოციები. ამიტომ მიუხედვად თავდაჯერებული იმიჯისა, შეყვარებული ლომი მორჩილ ფისოს ემსგავსება საყვარელი ქალის ფერხთით.

ქალწული

წინდახედული, ცივი, ანგრიშიანი გონების მქონე კაცია. ფულის შოვნა უფრო უყვარს, ვიდრე მისი ხარჯვა. ქალწული სიამოვნებას, როგორც წესი მატერიალური რესურსების გამომუშავება-დაგროვებაში ხედავს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რატომ იბადება ყველაზე მეტი მილიონერი ამ ნიშნის მმართველობით. ქალწულ მამაკაცს ხელგაშლილის, მფლანგველსა და ფუფუნების მოყვარულს ვერ ვუწოდებთ. იგი ურთიერთობაშიც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მინიმალიზმისა და სისადავის მომხრეა. ქალწული აფასებს ხარისხს და კომფორტს. დიდ ყურადღებას აქცევს თავის მოვლის, ჰიგიენისა და კვების საკითხებს. ფინანსურ სფეროში წარმატებას ნებისმიერ საქმიანობაში აღწევს, სადაც უშუალოდ ფულთან შეხება ევალება. დამგროვებელი და ხელმომჭირნეა, ზოგჯერ ცოტა ძუნწიც. ამასთან ერთად, კრიტიკული და მეწვირლმანეც.
ქალი, რომელიც მის გვერდით ყოფნას აპირებს, რკინის ნერვებით უნდა იყოს აღჭურვილი. იმიტომ რომ, მამაკაცი ქალწული გამუდმებით მისცემს მას შენიშვნებს ათასგვარი კუთხით. სამაგიეროდ, მასთან კომფორტი, სიმყუდროვე და ზრუნვა არ მოგაკლდებათ. ამასთან ერთად, მამაკაცი ქალწულები იშვიათი ერთგულებით გამორჩეული მამრების რიცხვს განეკუთვნებიან. შესაბამისად, რა სიდიდის ქონების პატრონიც არ უნდა გახდეს, იგი სხვაზე არასოდეს გაცვლის ქალს, რომელთანაც თავს კარგად გრძნობს და აფასებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ქართულ რეალობაში სულ ახალი დამკვიდრებული
სხვა სიახლეები
ზოდიაქოს სამი ყველაზე  ჰუმანური და  ბედნიერი ნიშანი
ასტროლოგები თვლიან, რომ ზოდიაქოს ნიშანი
ასევე დაგაინტერესებთ