მამები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

 მამები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დღესასწაული "მამების დღე" საზოგადოებამ ხალისით აიტაცა. არც ჩვენი საიტი ჩამორჩება ამ მხრივ საყოველთაო აჟიოტაჟს და აქტიურად განვიხილავთ ერთობ საჭირბოროტო თემას - მაინც როგორ ხვდებიან მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ცნობას მოსალოდნელი მამობის შესახებ და ზოგადად, ვინ როგორი მამა შეიძლება იყოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით...

ვერძი – მამაკაცი ვერძი ბუნებით თავადაც უზომოდ ბავშვური და ინფანტილურია. ამიტომ შვილის შეძენა მისთვის ყოველთვის საამაყო და სასიამოვნო მოვლენაა. რა ასაკშიც არ უნდა იყოს და მერამდენეჯერაც არ უნდა გახდეს მამა, ვერძი კაცი ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ეგებება ახალი ადამიანის შემოსვლას მის ცხოვრებაში. სამომავლოდ კი ცდილობს შვილისთვის მეგობარი უფრო იყოს ვიდრე ტიპური მამა, მენტორული ტონითა და ჭკუის დარიგებებით.

კურო – კუროების დიდი ნაწილი, როგორც წესი, ძალიან ნეგატიურად ხვდება საკუთარ ცხოვრებაში ნებისმიერი სახის დაუგეგმავ ამბავს და სიახლეს. მით უმეტეს, თუკი საქმე შვილის დაბადებას ეხება, კურო მომავალი პატარას სახით პირველ რიგში, სოლიდურ თანხას წარმოიდგენს, რომელიც მის შვილს კოლეჯის, უნივერსიტეტის და დოქტორანტურის დასამთავრებლად დასჭირდება. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ კუროს მემკვიდრის დაბადება არ ახარებს, უბრალოდ, მას ურჩევნია, როგორც ყველაფერს ცხოვრებაში, ამ მნიშვნელოვან ფაქტსაც შესაბამისად მომზადებული შეხვდეს, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფინანსურად.

ტყუპი – ტყუპი კაცების უმრავლესობა, შვილის დაბადების საკითხს ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ცხოვრებისეულ მოვლენას, გარკვეული სიმსუბუქითა და ოპტიმიზმით ხვდება. ტყუპისთვის შვილი, მორიგი საინტერესო თავგადასავალია ცხოვრებაში. რომელიც მას ახლებური შემეცნების გზის გავლას ჰპირდება. თუმცაღა, როცა საქმე პასუხისმგებლობას ეხება ბავშვთან მიმართებაში (მაგ., მისი მოვლა-პატრონობა, კვება, სეირნობა და ა.შ.) მამა ტყუპი საქმეების მომიზეზებას არჩევს და დიდსულოვნად უთმობს ასპარეზს ბავშვის დედას.

კირჩხიბი – კირჩხიბი მამაკაცები, ბუნებით მზრუნველი და მეოჯახე ტიპაჟები არიან. კირჩხიბისთვის ოჯახის ფენომენი ამქვეყნად წმინდათა წმინდა რამაა. ამიტომ მშობლის სტატუსი, მისთვის ერთბაშად სასიხარულო და უზომოდ საპასუხისმგებლო მოვალეობაა. იგი არაჩვეულებრივი, მზრუნველი და ყურადღებიანი მამაა, რომელიც მზად არის პატარას დედის მაგივრობაც კი გაუწიოს საჭიროების შემთხვევაში.

ლომი – მამაკაცი ლომების დიდ ნაწილს, ძალიან უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა. ლომი ზოდიაქოს მეხუთე სახლის მმართველია, რომელიც თავის მხრივ შვილების ყოლაზე, ზოგადად შვილიერებაზე აგებს პასუხს, ამიტომ ლომს ცნობა იმის შესახებ, რომ მალე მამა უნდა გახდეს, სიამაყითა და სასიამოვნო მოლოდინით ავსებს. მომავალში იგი შეეცდება შვილისთვის ავტორიტეტად ჩამოაყალიბოს საკუთარი პერსონა. მართალია, პატარას ზედმეტი მოფერებით და მოვლა-პატრონობით არ გაანებივრებს, მაგრამ შვილებს იგი მაინც ძალიან ეყვარებათ.

ქალწული – მამაკაცი ქალწული, ცხოვრებაში ყველაფერს რაციონალურად და პრაქტიკულად უდგება. ამიტომ მისთვის დაუგეგმავი სიურპრიზები, არცთუ სასიამოვნო რამაა. მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვის დაბადებას ეხება, ყველაფერი წინასწარ უნდა შეათანხმოთ ქალწულთან. სხვა შემთხვევაში მან შეიძლება "დეენემის" ანალიზის ჩატარებაც კი მოითხოვოს ახალშობილის მამობაში მისი უშუალო კავშირის დასადგენად. თუმცაღა თუ მან საკუთარ თავზე მამობის ტვირთი აიღო, მისგან შესანიშნავი და მზრუნველი მშობელი დგება, რომელიც მაქსიმალურად იზრუნებს ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე და სამომავლოდ არც მის განათლებაში დაენანება სოლიდური თანხის გადახდა.

სასწორი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები, მამობისკენ მიდრეკილებას განსაკუთრებულად არასოდეს ამჟღავნებენ. სასწორს სიმყუდროვე და კომფორტი უყვარს, ჩვილის შეძენასთან ერთად კი ამ ორ რამეს დიდი ხნით უნდა გამოემშვიდობოს კაცი. ამიტომ ცნობას იმის შესახებ, რომ მალე მამა გახდება, მამაკაცი სასწორი შიშნარევი მოლოდინით ხვდება. შეიძლება უახლოეს მაღაზიაში კარგი ფირმის ყურსაცვამებიც კი შეიძინოს სათადარიგოდ, ვაიდა პატარა ძალიან ჭირვეული ხასიათის გამოდგეს.

მორიელი – მამაკაცი მორიელი, ბუნებით მზრუნველი და მესაკუთრე ტიპაჟია. მისთვის ოჯახის წევრები, მით უმეტეს შვილები უდიდეს ფასეულობას წარმოადგენს. ამიტომ იგი ამ უკანასკნელთ მაქსიმალურად იცავს და პატრონობს. ცნობას, იმის შესახებ, რომ მამა უნდა გახდეს, მორიელი მშვიდად მაგრამ სიამაყის შეგრძნებით ეგებება და ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში იწყებს პირმშოს მომავალზე ზრუნვას.

მშვილდოსანი – იგი აბსოლუტურ შოკში ვარდება, როცა იგებს, რომ შესაძლოა, მალე მამა გახდეს. ხშირ შემთხვევაში კი, როცა უკვე ხდება მამა მხოლოდ მაშინ იგებს ამ ფაქტის შესახებ და მაინც საოცრად დაბნეულია. ეს ის მამაკაცია, რომელიც მამობის კანდიდატად ყველაზე ნაკლებად გამოდგება, მას არც სურვილი და არც ძალა არ შესწევს მოუაროს და იზრუნოს ჩვილზე. შვილთან მეგობრობას იგი მხოლოდ ამ უკანასკნელის წამოზრდის შემდეგ იწყებს და უფრო ძმაკაცური დამოკიდებულება აქვს, ვიდრე მამა-შვილური.

თხის რქა – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს, ხასიათის საუკეთესო თვისებად თამამად შეიძლება პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობა ჩავუთვალოთ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თხის რქის სახით საუკეთესო მამა იპოვნეთ თქვენი პოტენციური შვილისთვის. თხის რქა, დაგეგმვა-გაანალიზების გარეშე მნიშვნელოვან ნაბიჯებს იშვიათად დგამს. ამიტომ, თუ მას აცნობებთ, რომ მალე მამა გახდება, პასუხისმგებლობას თავს ნამდვილად არ აარიდებს. თუმცა თავად ამ მოვლენამდე, მასთან არამხოლოდ მოკლევადიანი ფლირტი, სერიოზული ურთიერთობაც უნდა გაკავშირებდეთ. სხვა შემთხვევაში, იგი არც თქვენ, არც თქვენს შვილს არ გაღიარებთ.

მერწყული – კიდევ ერთი "ანტი-მამა", ზოდიაქოს ნიშნებს შორის. მერწყული მამაკაცი ბუნებით თავისუფლებისმოყვარე და არაპროგნოზირებადი ტიპაჟია. იგი კატეგორიულად ვერ იტანს ვერანაირი სახის შეზღუდვას, ამიტომ ყოველთვის ცდილობს მოიქცეს ისე, როგორც თავად გაუხარდება. თუმცაღა იმავეს გაკეთების უფლებას არც სხვებს უზღუდავს. თუ თქვენ მერწყულს აცნობებთ, რომ მალე მამა უნდა გახდეს, იგი სავარაუდოდ, ძალიან დაიბნევა. თუმცაღა მომავალი ბავშვის დედის სასწრაფოდ ქორწინების სახლში გაქანებას ნამდვილად არ იჩქარებს. მისთვის თავისუფალი ურთიერთობები გაცილებით უფრო მისაღებია. სამაგიეროდ, მომავალი შვილისთვის იგი ძალიან კარგი, ხალისიანი და მეგობრული მამა იქნება. რომელთან ყოფნაც ბავშვს ყოველთვის ეყვარება.

თევზები – თევზი მამაკაცი, ბუნებით ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველი ნატურაა. მას, რა თქმა უნდა, აქვს სურვილი იზრუნოს ქალზე, რომელიც მისი შვილის მომავალი დედა უნდა გახდეს. თუმცაღა, ის უფრო გაუხარდება, თუ ეს უკანასკნელი თავად მოაგვარებს ნებისმიერ საყოფაცხოვრებო ნიუანსს, მათ შორის ბავშვის მოვლა-პატრონობისა და კვების საქმეს. სამაგიეროდ, თავად თევზი, უარს არასოდეს იტყვის შვილს ზღაპრები წაუკითხოს ან ზეპირადაც მოუყვეს. საამისოდ მას საკმარისზე მეტი ფანტაზიის უნარი გააჩნია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?