პარანორმალური შესაძლებლობებით გამორჩეული ზოდიაქოს ნიშნები

პარანორმალური შესაძლებლობებით გამორჩეული ზოდიაქოს ნიშნები

მას აქვს ასევე უნარი საკუთარი ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს. რაც არის კიდეც თავად მერწყულის სიმბოლოს ზუსტი იდენტიფიკაცია. იგი ხომ კაცობრიობას "არწყულებს" – ცოდნას უზიარებს.

მერწყულის ნიჭი გაქრება ან შესუსტდება, თუკი იგი ადამიანების გადარჩევას დაიწყებს. მან ცოდნა ყველას უნდა გაუზიაროს!

ეზოთერული ნიჭით მეორე ადგილზე თევზები დგანან. ზოგადად, თევზები უნიკალური ნიშანია, იმიტომ რომ, იგი თავის თავში აერთიანებს ზოდიაქოს დანარჩენი 11 ნიშნის თვისებების მთელ სპექტრს. ამასთან ერთად მას გააჩნია ღრმა სულიერი სამყარო, ძლიერი ფსიქოლოგიური ველი და გარდასახვის ნიჭი. თევზებისგან საუკეთესო მედიუმები და წინასწარმეტყველები დგებიან. თუმცა, მაგიის მიმდევართა შორის მათ იშვიათად ვხვდებით.

მესამე ადგილი მორიელს ერგო. მორიელების უმრავლესობას დაბადებიდან მაგნიტივით იზიდავს ყოველივე ამოუცნობი და იდუმალი. თუმცა, ტიპური მორიელი მარტოოდენ უწყინარი მკითხაობით არასოდეს დაკმაყოფილდება. ამიტომაც ვხვდებით ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შორის უძლიერეს მაგებს და ექსტრასენსებს. მორიელს კარგად ეხერხება ე.წ. "დაცვითი რიტუალების" შესრულება, – სახლის, ოჯახური კერის, ურთიერთობების დაცვა.

მორიელის ნიჭი გაქრება ან შესუსტდება თუ იგი ნეგატიური კუთხით გამოიყენებს მას ადამიანების გასანადგურებლად.

და ბოლოს კიდევ ერთი, ძლიერი ოკულტური და პარანორმალური ნიჭით გამორჩეული ნიშანია კირჩხიბი . კირჩხიბი წყლის სტიქიის წარმომადგენელია, წყალი კი მოგეხსენებათ ერთ-ერთი საუკეთესო "გამტარია" პარაფსიქოლოგიური კავშირისას. თუმცა კირჩხიბებს შორის უმეტესად მკითხავებს ვხდებით. ძალიან ბევრი კიბორჩხალა ტაროს კარტის უბადლო ოსტატია. იშვიათად ინტერესდებიან ისინი, მაგიის სახეობებით.

კირჩხიბის ნიჭი გაქრება ან შესუსტდება, თუკი ამ უკანასკნელის შესაძლებლობებს ცინიკურად აკრიტიკებენ ან აბუჩად იგდებენ მის ცოდნას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?