როგორია ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანი სიყვარულში და ვისთან რა პრობლემები შეიძლება შეგექმნათ

როგორია ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანი სიყვარულში და ვისთან რა პრობლემები შეიძლება შეგექმნათ

- პრაქტიკულად ყველანაირი, ცხოვრების ყველა ეტაპისთვის. მათ შორის, რა თქმა უნდა, სასიყვარულოა ყველაზე პოპულარული. ჰოდა, ჩვენ შემოგთავაზებთ რჩევებს, როგორ ააწყოთ სასიყვარულო ურთიერთობები თქვენთვის სასურველ ზოდიაქოს ნიშნის პარტნიორთან.

სიყვარული მორიელთან

პრობლემა: მორიელი თვლის, რომ ის არავის უყვარს, ამაზე ფიქრისას გარკვეული დოზით თვითგვემასაც ეძლევა.

პრობლემის გადაჭრა: დაარწმუნეთ, რომ ის ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი და საერთოდ ყველაზე უკეთესია მსოფლიოში. გაუფრთხილდით მის თავმოყვარეობას, არ დაუშვათ მისი მისამართით ნათქვამი მცირე ნეგატივიც კი. როცა მორიელი დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, შეუძლია მთები გადააბრუნოს. ოღონდ თქვენგანაც იმავეს მოითხოვს.

სიყვარული კირჩხიბთან.

პრობლემა: კირჩხიბი ჩუმად აგროვებს თქვენს მიერ დაშვებული შეცდომებით მიღებულ წყენებს, ბოლოს შეიძლება შებრუნდეს და წავიდეს ისე, რომ მიზეზიც არ გითხრათ.

პრობლემის გადაჭრა: კირცხიბებს ძალიან ყურადღებით უნდა მოექცეთ იმდენად, რამდენად თავადაც ასე გექცევათ. კიბორჩხალა ვერ იტანს სულელურ გამოხტომებს, მას ურჩევნია პრობლემას გვერდით ჩაუაროს, ვიდრე პირისპირ დაეჯახოს. შემდგომში ეცადეთ გააანალიზოთ თქვენი საქციელი და ეცადეთ მოიცილოთ ნაკლი, თორემ კირჩხიბი თქვენც გვერდით ჩაგივლით. სასიყვარულო ურთიერთობებში კირჩხიბს უყვარს ექსპერიმენტების ჩატარება, ამისთვის მზად იყავით.

სიყვარული ლომთა

პრობლემა: ლომი ვერ იტანს კრიტიკას!

პრობლემის გადაჭრა: თუ თქვენ ლომისთვის ავტორიტეტი ბრძანდებით, ის აუცილებლად მოგისმენთ და თქვენს აზრს გაითვალისწინებს, თუმცა მანამდე ბევრი მოთმინება მოგიწევთ, თქვენს წინ ხომ ნადირთა მეფე დგას. ამ ურთიერთობებში მთავარია დიპლომატია, რათა არც მის მონად გადაიქცეთ და არც ძალიან გადაამლაშოთ. უნდა აკონტროლოთ ემოციები, ყველაფერი აკეთეთ თავის დროზე და დოზირებულად. როგორც კატისებრთა ოჯახის ყველა წარმომადგენელს, ლომსაც უყვარს ყურებზე ფრთხილი ცაცუნი. მისთვის უბრალოდ აუცილებელია ნაზად მოფერება, ხანდახან მეფეც ხომ უნდა მოდუნდეს. ლომს უყვარს ხმაური სასიყვარულო ურთიერთობებში, მას ჩუმი პარტნიორი არ სჭირდება.

სიყვარული სასწორთან

პრობლემა: სასწორი ცხოვრობს საკუთარი წესებით, რაც ამ ნიშანს ძალიან მოსაწყენს ხდის. ისინი ცდილობენ ყველაფერი იოლად და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მოაგვარონ.

პრობლემის გადაჭრა: მოიქეცით ისე, თითქოს თქვენც საკუთარი წესებით ცხოვრობთ, რომლებიც ყველაზე სწორი წესებია მსოფლიოში, ურომლისოდაც ცხოვრება არ შეგიძლიათ. ეცადეთ ისინიც თქვენი წესებით აცხოვროთ, თუ არაფერი გამოგდით, უთხარით რომ გიყვართ. ეს საკმარისია იმისათვის, რომ სასწორი მთლიანად მოგენდოთ. სასიყვარულო ურთიერთობაში სასწორი ხშირად ავლენს საინტერესო გამომგონებლობას, ოღონდ ქორწინების შემდეგ, მანამდე კი საკმაოდ რუტინული ცხოვრება გელით.

სიყვარული მშვილდოსანთან

პრობლემა: მშვილდოსანი ყველა საზრუნავს საკუთარ თავზე იღებს, სურვილიც არა აქვს ვინმე დაიხმაროს.

პრობლემის გადაწყვეტა: შემთხვევით ანიშნეთ მშვილდოსანს, რომ ის ყოჩაღია. ასე მას მიახვედრებთ, რომ აფასებთ მის მონდომებას. რაღაც პერიოდის შემდეგ მშვილდოსანი თქვენთან აწუწუნდება კიდეც თავის სიძნელეებზე, თქვენ უნდა მიაღწიოთ იმას, რომ გენდოთ და თავისი პრობლემები ისევ თქვენ გაგიზიაროთ. სასიყვარულო ურთიერთობებში მშვილდოსანი მშვიდი და რბილია. თქვენც გამოიჩინეთ მის მიმართ სინაზე და სითბო, რასაც მშვილდოსანი აუცილებლად დააფასებს.

სიყვარული კუროსთან

პრობლემა: კურო გარშემო მყოფთაგან უსაზღვრო მოთმინებას ითხოვს.

პრობლემის გადაწყვეტა: ან მაშინვე წადით მისგან, ან აღიჭურვეთ ამ უსაზღვრო მოთმინებით. ეცადეთ მყარად იდგეთ თქვენს პოზიციაზე, თორემ ეს რქიანი არსება ყოველთვის მიიღებს იმას, რაც უნდა. კურო ზარმაცი ნიშანია, ესეც გაითვალისწინეთ.

კურო სასიყვარულო ურთიერთობებშიც ზარმაცია. თუ ძალიან მოინდომებთ, შეიძლება ხანდახან რაღაც გამოგივიდეთ.

სიყვარული თხის რქასთან

პრობლემა: თხის რქა ზედმეტად ჩაკეტილია.

პრობლემის გადაჭრა: გააბით მასთან ზედმეტად სერიოზული ურთიერთობები. ყველაფრისთვის მზად იყავით, თუ ასეთი ურთიერთობა არ გაწყობთ, წადით მისგან. ოცნებობდით ლათინო-ამერიკულ ვნებებზე? მაშინ თხის რქა თქვენი ვარიანტია. თუ თხის რქას უყვარხართ, სრული ბედნიერება გარანტირებული გაქვთ. სასიყვარულო ურთიერთობებში თავშეკავებულია, მაგრამ თუ გენდოთ, მაშინ ამ ნიშანს მთელი თავისი მომხიბვლელობით იხილავთ.

სიყვარული ტყუპთან

პრობლემა: ტყუპი უზომოდ რომანტიკული ნიშანია, ისინი მუდამ უკეთესსა და იდეალურს ეძებენ და სულ ეეჭვებათ, ნახეს კი ის, რაც სჭირდებათ.

პრობლემის გადაჭრა: თქვენი გრძნობების გადასარჩენად შებრუნდით და წადით, ამით ტყუპს დააფიქრებთ თქვენს გრძნობებზე და გააგებინებთ, რომ ზუსტად ის არის, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდით. არ ღირს საკუთარი ეჭვების გამო ასეთი იდეალური ურთიერთობის გადახაზვა. ერთი სიტყვით დაარწმუნეთ იმაში, რომ ზუსტად თქვენ ხართ ის იდეალი, ვინც მას სჭირდება.

სასიყვარულო ურთიერთობებში ტყუპს უყვართ ამაღლებული სიყვარულის და სინაზის ვერბალური გამოვლინება. ამ სიტუაციაშიც ყველაფერი უნდა იყოს იდეალური, მაშინ კი ტყუპი საბოლოოდ მოდუნდება და მთლიანად გამოავლენს თავს.

სიყვარული მერწყულთან

პრობლემა: მერწყულს აწუხებს საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობა. ფიქრობს, რომ ის უყვართ რაღაცის გამო და არა უბრალოდ. ბოლომდე არავის ენდობა. თავადაც იტანჯება და სხვასაც ტანჯავს.

პრობლემის გადაჭრა: მკვეთრად გამოხატეთ უკმაყოფილება მისი საქციელის გამო.მიახვედრეთ, რომ თქვენ კანიდან ძვრებით თქვენი სიყვარულის დასამტკიცებლად, ის კი ისევ ყოყმანობს და ცხოვრებას გირთულებთ. შეგიძლიათ ისიც აჩვენოთ რა ცუდად ხართ მის გამო, შეიძლება ოდნავ დამნაშავედაც კი იგრძნოს თავი, მაგრამ თავის სკეპტიციზმს მაინც არ მოიშლის. მხოლოდ ხასიათის სიმტკიცე თუ გიშველით.

სასიყვარულო ურთიერთობებშიც მთლიანად შეზღუდულებაა, თუ ჩათვალა, რომ რაღაც ზედმეტი მოუვიდა, სკეპტიციზმით დაიტანჯება. მოგიწევთ დაარწმუნოთ, რომ ყველაფერი შესანიშნავად იყო, მაშინ კი მართლა მეშვიდე ცაზე იქნება.

სიყვარული ვერძთან

პრობლემა: უყვარს თვითდაჯერებულობა სხვის ხარჯზე, თავს თვლის ყველაზე ჭკვიანად და ძლიერად.

პრობლემის გადაჭრა: მოთმინებით დაელოდეთ როდის დაარწმუნებს ცხოვრება იმაში, რომ მთლად მართალი არ არის, დაიჭირეთ ეს მომენტი და შესთავაზეთ თქვენი მოსაზრება, თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, ეს წყვილჩლიქიანი თქვენს დაჯერებას დაიწყებს და თანდათან (100 წელში ერთხელ) შეიძლება თქვენი რჩევაც კი გაითვალისწინოს. იგნორირება გაუკეთეთ მის მომხიბვლელობას, თორემ იგი თქვენ მიმართ ინტერესს დაკარგავს. ძალიანაც რომ გიყვარდეთ, უმტკიცეთ საპირისპირო.

სასიყვარულო ურთიერთობებში ვერძი მუდამ იმას იღებს, რაც სურს. ეს მისთვის მხოლოდ ფიზიოლოგიური საკითხია და არამც და არამც სულიერი მოთხოვნილება. თქვენ ან მისი ყველა სურვილი უნდა შეასრულოთ, ან მოძებნეთ სხვა პარტნიორი.

სიყვარული ქალწულთან

პრობლემა: ქალწული ავადმყოფურად სისუფთავის მოყვარეა.

პრობლემის გადაჭრა: დაიცავით სისუფთავე და წესრიგი ყველაფერში. მასაც იგივე მოთხოვნა წაუყენეთ. შეაქეთ, ოღონდ ზომიერად. აჩვენეთ, რომ გინდათ გახდეს უკეთესი, დააჯილდოვეთ ხშირად.

სასიყვარულო ურთიერთობებში ის ძალიან მკაცრი და მოზომილია. მისი პროვოცირება, გააკეთოს რამე ზედმეტი, ნელ-ნელა უნდა მოახერხოთ. სწორი მანიპულაციით შეგიძლიათ ქალწული სათქვენოდ ამოქმედოთ.

სიყვარული თევზებთან

პრობლემა: თევზებთან ურთიერთობის დასაწყისში ეცადეთ დამალოთ თქვენი არაკულტურული მხარეები, ან რწმენა არაამქვეყნიური ძალებისა (თუკი ასეთი გაგაჩნიათ)...

პრობლემის გადაჭრა: მოგიწევთ ნელ-ნელა და თანდათან მოიპოვოთ თევზების ნდობა, აფიქრებინეთ, რომ თქვენ ხართ მისთვის საჭირო ადამიანი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო. თევზებს უყვართ "ოქროს შუალედის" დაცვა ყველაფერში. ასე რომ თქვენც მოგიწევთ ამის გათვალისწინება. თქვენი ურთიერთობები უნდა იყოს ჰარმონიული. მაშინ ყველაფერი კარგად განვითარდება. სასიყვარულო ურთიერთობებში თევზებს უყვართ შექება და იმის ხშირად შეხსენება, რომ გიჟდებით მასზე. არავითარი მაიმუნობა, ყველაფერს ძალზე სერიოზულად მიუდექით. არ აგრძნობინოთ, რომ ფიზიკური კონტაქტისკენ ილტვით. ამით დაუმტკიცეთ თევზებს, რომ მისი საბედო არ ხართ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?