სექსუალური ჰოროსკოპი - ვერძი

სექსუალური ჰოროსკოპი - ვერძი

თითოეულ მათგანს კონკრეტულად რა სახის მიდრეკილებები ახასიათებს ამ კუთხით და როგორ დავიჭიროთ თავი, რათა ხელში ჩავიგდოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის სასურველი წარმომადგენელი.

ვერძი

ვერძი რომანტიული მოძალადეა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, ქალებიც და მამაკაცებიც აღმერთებენ, როცა ინიციატივა ყოველთვის მათგან მოდის. უარს კი, კატეგორიულად ვერ ეგუებიან. თუმცა, ვერძთან ურთიერთობაზე უარის თქმა არც ისე ადვილია. იმიტომ რომ, ორივე სქესის ვერძები წარმოუდგენლად ტემპერამენტიანები და ცხელსისხლიანები არიან. თუმცა, თუკი პარტნიორი მიუღწევლის სტატუსს მაინც მონდომებით ინარჩუნებს, ვერძი პრინციპულად არ იტყვის ამგვარ უკარებაზე უარს. მანამ სანამ ეს უკანასკნელი საბოლოოდ არ აღმოჩნდება მის საწოლში. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოძალადე ვერძი ქალია, მთელი ღამის მანძილზე სექსუალური ესემესებით აგაფეთქებთ და განთიადზე, გამორიცხული არაა, იგი თქვენი ფანჯრების ქვეშ მომლოდინე აღმოაჩინოთ შემოთავაზებით –  ერთად შეხვდეთ მზის ამოსვლას.

ქეით ჰადსონი – ცეცხლოვანი ვერძი

Astrologia

ვერძის მოქოქვა ძალზე მარტივი საქმეა. უფრო მეტიც, იგი იმაზე ადრე იქოქება ვიდრე თქვენ მოასწრებთ დაფიქრდეთ სად, როგორ და როდის. აქედან გამომდინარე, მზად იყავით იმისთვის რომ თქვენი პარტნიორი ვერძი საკუთარი "მინდას" დაკმაყოფილებას ზოგჯერ ექსტრემალურ პირობებშიც მოგთხოვთ და მას ეს ძალიან გაამხიარულებს. მოტეხილობები, ჭრილობები და სიმაღლიდან ვარდნა მას არ აშინებს. მთავარია, სიამოვნება მიიღოს იმით, რასაც სჩადის. ამიტომ ურიგო არ იქნება თავის დროზე იფიქროთ უსაფრთხოების ნორმებზე, თორემ თქვენი პარტნიორი ვერძი, მერწმუნეთ ამ საკითხზე ფიქრში დროს ნამდვილად არ დაკარგავს. უფრო მეტიც, შესაძლოა მეორე დილით გულწრფელად გაიოცოს საიდან გაჩნდა სილურჯეები თქვენს ლოყაზე ან ნაჭრილობევი შუბლზე.

ჯეიმს ფრანკო – ჰოლივუდის გულთამპყრობელი ასევე ვერძი

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?