სექსუალური ჰოროსკოპი - ტყუპი

სექსუალური ჰოროსკოპი  - ტყუპი

თითოეულ მათგანს კონკრეტულად რა სახის მიდრეკილებები ახასიათებს ამ კუთხით და როგორ დავიჭიროთ თავი, რათა ხელში ჩავიგდოთ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის სასურველი წარმომადგენელი.

ტყუპი

ნებისმიერი ტყუპი ქალი იქნება ის თუ მამაკაცი, პარტნიორის აღგზნებაზე პირველ რიგში ენით მუშაობს. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი თაყვანისმცემელი ტყუპი მანამ სანამ თქვენს საწოლში აღმოჩნდება, მრავალფეროვანი სექსუალური ფანტაზიებით დაგახვევთ თავბრუს. თუმცა საქმე-საქმეზე როცა მიდგება, შესაძლოა თქვენზე ადრე მას დაეკარგოს უშუალოდ ურთიერთობის სურვილი. მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად იმ დროს მოუვიდეს თავში რაიმე სახის ორიგინალური იდეა, რომელიც მისი აზრით, სამსახურში წინსვლის კუთხით დაეხმარება. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა თუ სულ მალე საწოლში სამნი აღმოჩნდებით – თქვენ, ის და ლეპტოპი.

ჰაეროვანი და ცხელი – ნატალი პორტმანი

Astrologia

ორივე სქესის ტყუპი ძალზე ხშირად, სექსით ცნობისმოყვარეობის გამო კავდება. ან მეგობრული ურთიერთობები გადაინაცვლებს ხოლმე მათთვის საძინებელში. ამიტომ, ამ ცვალებადი ადამიანებისგან სტაბილურობას ამაოდ ელით. ერთადერთი რაც დაგრჩენიათ, არის ის რომ მომენტი დაუჭიროთ როდის არის "ხასიათზე" და ეს მომენტი ოსტატურად გამოიყენოთ, მანამ სანამ მისი მაძიებელი გონება რაიმე სხვა საკითხზე გადამხტარა. ნუ დაგავიწყდებათ ისიც, რომ ამ ხალხის უმთავრესი ეროგენული ზონა ტვინია – შესაბამისად, საძინებელშიც თუ რაიმე თემაზე გამონახავთ მასთან სასაუბროს, ურიგო არ იქნება.

ყველაზე სექსუალური ბეღურა ბეღურათა შორის – ჯონი დეპი

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?