როგორ ავღზარდოთ პატარა ტყუპი?

როგორ ავღზარდოთ პატარა  ტყუპი?

ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას სხვადასხვა ფსიქო-ტიპის მქონე ინდივიდებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ. თითოეულ მათგანს კი განსაკუთრებული მიდგომა და კომუნიკაციის ფორმა ესაჭიროება მშობლის მხრიდან.

დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელის აღზრდა-განვითარების საკითხზე ვიმსჯელებთ დეტალურად.

როგორ ავღზარდოთ პატარა ტყუპი

თქვენი შვილი ჰაერის სტიქიის გავლენით დაიბადა, თანაც გაორებული ნიშნის წარმომადგენელია, ასე რომ ჩვილობიდან უნდა მიეჩვიოთ მისი ხასიათის ცვალებადობას. მას შემდეგ რაც ლაპარაკს დაიწყებს ( არ დაგავიწყდეთ ტყუპი „მოლაპარაკე“ ნიშანია!) ყოველთვის გარემოცული იქნება თანატოლებით და საკუთარ ორატორულ შესაძლებლობებს სიამოვნებით „დატესტავს“ და-ძმებზე ან უახლოეს ნათესავებზე.

ტყუპი ბავშვები უზომოდ კომუნიკაბელურები არიან, მაგრამ სხვების მოსმენა ხშირად  უჭირთ, შესაბამისად მას ეს თვისება პატარა ასაკიდანვე უნდა გამოუმუშაოთ. თქვენი შვილი მარტივად მეორგება ნებისმიერ ახალ გარემოს, ამიტომ სტუმრად წასვლა და სახლში სტუმრიანობა მისთვის დღესასწაული იქნება. პატარა ტყუპს ფოტოგრაფიული მეხსიერება და საოცრად მოქნილი ხელები გააჩნია.  მასში ხატვის, ძერწვის ან მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის ნიჭი აუცილებლად გადაამოწმეთ.

იგი ძალიან ცნობისმოყვარე და კრეატიულია, თუმცა მეცადინეობას საყოველთაოდ აპრობირებულ-მიღებული მეთოდებით გულს ვერ უდებს. ამიტომაცაა სკოლაში სწავლის დროს არცთუ მაღალი ნიშნებით რომ ახარებს მშობლებს. თუ გსურთ პატარა ტყუპს რაიმე ასწავლოთ, სწავლის პროცესი თამაშად აქციეთ და ასე იგი, ნებისმიერი სირთულის მასალას წამის მეასედში აითვისებს. მას საოცარი იუმორის გრძნობა და გამჭრიახი გონება გააჩნია, ამიტომ თუ თქვენ მასში მოთმინების უნარს და პრინციპულობას განავითარებთ, სამომავლოდ მისგან საკუთარი საქმის უბადლო პროფესიონალი დადგება.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"