როგორ აღვზარდოთ პატარა ლომი?

როგორ აღვზარდოთ პატარა ლომი?

ევლინებიან ქვეყანას სხვადასხვა ფსიქო-ტიპის მქონე ინდივიდებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ. თითოეულ მათგანს კი განსაკუთრებული მიდგომა და კომუნიკაციის ფორმა ესაჭიროება მშობლის მხრიდან.

დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელის აღზრდა-განვითარების საკითხზე ვიმსჯელებთ დეტალურად.

როგორ აღვზარდოთ პატარა ლომი?

ლომი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია. ამიტომ, მისი აღზრდა მარტივი საქმე ნამდვილად არ გახლავთ. პატარა ბოკვერებს ფიცხი, იმპულსური და ფეთქებადი ხასიათი აქვთ. მისი ხასიათის უმთავრესი თვისება ამბიციურობა და გამოკვეთილი სიამაყეა. ამიტომ, თქვენი შვილი მცირე ასაკიდანვე გამოჩენს თავს თანატოლებში თუ ნიჭით არა, ხმის ტემბრითა და შთამბეჭდავი ღრიალით მაინც.

თქვენი შვილი მკვეთრი ინდივიდუალისტია. იგი ჩვილობიდან დაჯილდოებულია დიდი სასიცოცხლო პოტენციალით. რაც იმაში ვლინდება, რომ მუდმივად აქვს მოთხოვნილება ფიზიკურ აქტივობაში იყოს. "დაასაქმეთ" იგი ვარჯიშით ან ცურვით. ამ ბავშვებთან სითბოს და სიმკაცრის ზუსტი პროპორციით გამოხატვა მოგეთხოვებათ. ზედმეტი დიქტატურით მისგან დესტრუქციულ, გულჩახვეულ ტიპაჟს ჩამოაყალიბებთ, ხოლო გადამეტებული თავზე ხელის გადასმა სამომავლოდ "შინაურ ტირანად" აქცევს თქვენს მომხიბვლელ ბოკვერს.

უმჯობესია, მისი მაძიებელი ბუნება და მხურვალე ტემპერამენტი რაიმე კონკრეტული მიზნისკენ მიმართოთ. პატარა ლომი გულუხვი, დიდსულოვანი და აქტიურია. მას არაჩვეულებრივი ორგანიზატორული თვისებები გააჩნია, დაავალეთ რაიმე ღონისძიების დაგეგმვა-მოწყობა. საამისოდ სასკოლო ზეიმი ან სპორტული შეჯიბრებაც გამოდგება. იგი დიდი სიამოვნებით გაართმევს თავს საქმეს. იმიტომ რომ ასეთი ტიპის საქმიანობაში კარგად ვლინდება მისი მეფური ბუნება – უხელმძღვანელოს და იყოს ლიდერი.

ბოკვერი ოპტიმისტი, ნიჭიერი და მუსიკალურია. მართალია, აქვს პერიოდულად მიდრეკილება გარკვეული სიზარმაცისკენ, მაგრამ ასეთ დროს სახალხოდ გააკეთეთ აქცენტი მისი ხასიათის ამ თვისებაზე (თუნდაც ხუმრობით) და იგი მთელ ქვეყანას დაუმტკიცებს საპირისპიროს. თავმოყვარეობა მისი აქილევსის ქუსლია. თუმცაღა მის ამ სისუსტეს ბოროტად ნურასოდეს გამოიყენებთ. იყავით მასთან სამართლიანი და ასწავლეთ თავადაც როგორ უნდა მოექცეს სხვებს სამართლიანად. თუკი მასში დიპლომატიას, მოთმინების უნარს და სხვებისთვის ანგარიშის გაწევის სურვილს განავითარებთ, მისგან სამომავლოდ საყოველთაოდ პატივსაცემი და დადებითი პიროვნება გაიზრდება.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"