ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ბავშვები არიან ყველაზე მეტად მიდრეკილი აგრესიისკენ

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ბავშვები არიან ყველაზე მეტად მიდრეკილი აგრესიისკენ

ფსიქოლოგიური მახასიათებლებით ევლინებიან ქვეყანას. ზოგი თუ ჩუმი და უპრეტენზიოა, სხვას ლიდერული თვისებები და დაუმორჩილებლობა გამოარჩევს თანატოლებისგან. ამიტომ აუცილებელიც კია, მშობლებმა ჩანასახშივე დაიჭირონ თადარიგი საკუთარი ნაშიერის სწორად გასაზრდელად. ამაში კი ყველაზე კარგად ასტროლოგია და თქვენი შვილის ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ფარული შტრიხების ცოდნა დაგეხმარებათ. დღეს გვინდა გესაუბროთ ბავშვებზე, რომელთაც ზოგჯერ უმართავი აგრესია და დაუმორჩილებლობა ახასიათებთ.

ვერძი - ასტროლოგები თვლიან, რომ ვერძის გაზრდა ნებისმიერი ოჯახისთვის შეიძლება იყოს მსუბუქი ან დიდი "თავის ტკივილი", გააჩნიათ თავად მშობლებს. ვერძის ზოდიაქოს პლანეტა მარსი მართავს - ომის, ნგრევისა და აგრესიის პლანეტა. ამიტომ პატარა ვერძებში ლიდერული თვისებები და მათი შეზღუდვის პრეცენდენტი ხშირად იწვევს აგრესიის გამოვლინებას. ასეთი ბავშვის მშობელი თუ ხართ, აუცილებელია გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილს მცირე ასაკიდან ჩაუნერგოთ სხვების მიმართ პატივისცემის გრძნობა, მოთმინება და დიპლომატია. თუ არ გინდათ, რომ სამომავლოდ გადაულახავ პრობლემებს გადააწყდეთ მათი აგრესიული ხასიათიდან გამომდინარე. ვერძთან კარგად ჭრის მეგობრობა, მშობელი მისთვის პირველ რიგში კარგი მეგობარი უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ დედა ან მამა.

ლომი - თანდაყოლილი სიამაყით გამოირჩევა. მზის მფარველობაში მყოფი პატარები ადრეული ასაკიდანვე ითხოვენ განსაკუთრებულ მიდგომას საკუთარი პერსონის მიმართ, ამიტომ თუ მის ამ სახასიათო შტრიხებს ოჯახში წახალისებით შეუწყობთ ხელს და ბავშვის ყველა ხუშტურს ულაპარაკოდ შეასრულებთ, ცოტა უფრო გვიან უკვე სკოლის ასაკში პრობლემა იქნება პატარა ლომის აგრესიასთან გამკლავება, იმიტომ რომ თანატოლებისგანაც მოითხოვს იგი იმავეს, რასაც ოჯახის წევრებისგან იღებს - ულაპარაკო მორჩილებას და მაამებლურ დამოკიდებულებას.

მორიელი - ერთ-ერთ ყველაზე რთულად აღსაზრდელ ბავშვთა კატეგორიას აკუთვნებენ ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნით გაჩენილ პატარებს. გამომდინარე იქედან, რომ მორიელს ერთბაშად ორი მძიმე პლანეტა მარსი და პლუტონი მართავს პატარა მორიელებში საკმაოდ დიდი დოზითაა დამანგრეველი ენერგეტიკა და ამბიციები, რომელსაც მშობელმა სწორად უნდა მოუნახოს რეალიზაციის გზები. მორიელი ბავშვი მიდრეკილია სისასტიკისკენ, ამიტომ მასთან ძალისმიერი მეთოდებით რაიმეს იძულებას კატეგორიულად უნდა ერიდოთ. მორიელი ადამიანებში მხოლოდ გულწრფელ დამოკიდებეულებას აფასებს. ამიტომ თუკი მასთან მშვიდი, გულწრფელი და კეთილმოსურნე იქნებით, თქვენი შვილი ნაკლებად გამოავლენს აგრესიას როგორც თქვენი, ისე გარშემო მყოფების მიმართ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"