ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

და ეს ფაქტია! თუმცა, თავად ჩვენ პოტენციურ თუ უკვე არსებულ მშობლებს გაგვაჩნია ხელთ იმის ბერკეტები, რომ ჩვენი შვილები სამომავლოდ არამხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილი და განათლებული, არამედ ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული, კეთილი, მოსიყვარულე და წარმატებული ინდივიდები გაიზარდონ. ასტროლოგები თვლიან, რომ დედისა და მამის როლი, თანაც არამხოლოდ მათი ბავშვთან დამოკიდებულება არამედ თავად მშობლების ურთიერთკომუნიკაცია და ამ კომუნიკაციის ხარისხი დიდწილად ახდენს გავლენას ინდივიდის ჩამოყალიბებაზე. ნებისმიერი კარგი ასტროლოგი, პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე დაგიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ მათი კერძო კლიენტების 98% ფსიქოლოგიური პრობლემები, პრობლემები საპირისპირო სქესთან და დაულაგებელი პირადი ცხოვრება ზუსტადაც რომ წარსულში, შორეულ ბავშვობაში დედისა და მამის ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობების ან თავად, რომელიმე მშობლის ბავშვისადმი ზედმეტად მკაცრი ან პირიქით ინდეფერენტული დამოკიდებულების ნაყოფია. დღეს ზოგადი კონცეფცია მინდა შემოგთავაზოთ იმის შესახებ, თუ როგორები არიან ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანები როგორც მშობლები და რა თვისებების გამომუშავება მოეთხოვებათ მათ საკუთარ შვილებთან ჰარმონიული კავშირის დასამყარებლად.

მშობლის ტვირთის საკუთარ თავზე აღება ყველაზე მეტად უჭირთ - მერწყულებს, ტყუპსა და სასწორებს . თუმცა, მათ შორისაც არის დიფერენცირება. მაგალითად, ტყუპის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები, მშობლის მოვალეობას უბრალოდ ზედაპირულად ეკიდებიან და შვილებს ფაქტობრივად "თამაშ-თამაშით" ზრდიან. სასწორი კარგი მშობელია, თუკი დიდი ყოყმანის და სჯა-ბაასის მერე საერთოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ხოლო მერწყულებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდებიან ე.წ. "გუგულის სინდრომის" მქონე დედები და მამები. რომელთაც ბავშვების ყოლას და გაზრდას, სხვა საქმიანობით (პროფესიული განვითარება, კარიერა, სწავლა-განათლება) დაკავება ურჩევნიათ.

არცთუ თანმიმდევრული, მაგრამ ავტორიტეტის მქონე მშობლები არიან ცეცხლის ნიშნები - ლომებს, ვერძებსა და მშვილდოსნებს იმ მშობელთა კატეგორიას აკუთვნებენ ასტროლოგები, ვინც პატარებს მთელი სიცოცხლე მისაბაძად მიაჩნიათ საკუთარი აქტიური ცხოვრების წესის, სოციალურობისა და სიმამაცის გამო. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ცეცხლის ნიშნები ერთობ ფიცხები არიან და დიქტატურისკენ მიდრეკილებასაც ხშირად ამჟღავნებენ საკუთარი ნაშიერების მიმართ, რაც მაგალითად წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებული ბავშვის შემთხვევაში არათუ გაუმართლებელი, დამღუპველიც კია.

რაც შეეხებათ მიწის სტიქიის ნიშნებს - კუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს . მათ შორის დისციპლინირებულ, თანმიმდევრულ, უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე და ზომიერად მზრუნველ მშობლებს ვხვდებით. ასეთ ადამიანებს ერთადერთ ნაკლად შვილებთან მიმართებაში შეიძლება მომთხოვნელობა და სიმკაცრე ჩავუთვალოთ საკუთარი შვილების მიმართ, რომელსაც ისინი ისევ და ისევ მათივე სასიკეთოდ ჩადენილად ამართლებენ.

დაბოლოს, ყველაზე მოსიყვარულე, მზრუნველი და შვილებზე თავგადამკვდარი მშობლები ასტროლოგთა აზრით, წყლის სტიქიის ნიშნებს შორის გვხვდებიან. წყლის სტიქიის ტრიადას შორის (კირჩხიბი, თევზები, მორიელი) ჩემპიონობას არავის უთმობენ კირჩხიბები. ამ ადამიანებს შორის ფაქტობრივად არ მოიძებნება ცუდი მშობელი. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ბავშვების პიროვნულ განვითარებას საგრძნობლად ზღუდავს და აფერხებს საკუთარი გადამეტებული მზრუნველობის გამო. რაც შეეხება მორიელს, იგი მზრუნველი, მაგრამ ზომიერი და საკმაოდ მკაცრი მშობელია, რომელიც მზადაა ნებისმიერი სირთულის წინაშეც კი არ დაიხიოს უკან თუკი ეს მის ნაშიერს ეხება. ხოლო თევზების სახით ბავშვებს საუკეთესო სულიერი მეგობარი და მრჩეველი ჰყავთ მშობელთან ერთად, რაც მათ სულიერ და მენტალურ განვითარებაზე შესანიშნავად მოქმედებს.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"