დამოუკიდებელი ბავშვების TOP სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დამოუკიდებელი ბავშვების TOP სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მშობელი დამეთანხმება იმაში, რომ მხოლოდ აღზრდა ვერ უშველის საქმე, თუკი პატარა თანდაყოლილი აქტიური ხასიათით, ბრძოლისუნარიანობითა და ახალ გარემოში სწრაფი ადაპტაციის ნიჭით არ მოევლინა ქვეყანას. განსხვავება კი უკვე ბაღის ასაკიდან ვლინდება, მაშინ როცა ერთნი გაბმულად მთელი კვირების მანძილზე ტირილით იკლებენ ყველაფერს და დედ-მამას მისტირიან, სხვები ყოჩაღად იკავებენ თავს და ცდილობენ ახალ გარემოს მაქსიმალურად სწრაფად მოერგონ. ბავშვები, ისევე როგორც ჩვენ დიდები საკუთარი სახასიათო შტრიხების მფლობელები არიან. ამიტომ არ ღირს ასოციალური ტიპის პატარას დააძალოთ აქტივობა, ხოლო მას, რომელიც თანდაყოლილი ლიდერული თვისებებით გამოირჩევა უნდა დაეხმაროთ იმაში, რომ მისი ეს თვისებები ბავშვური გულუბრყვილობით თანატოლებზე დიქტატურაში არ გადავიდეს. დღეს ზუსტად ასეთი ყოჩაღი და დამოუკიდებელი ბავშვების სამეულზე ვსაუბრობთ:

ვერძი - ფიცხი, თავისნათქვამა და შარიანია. თანატოლებს შორის უცებ ირგებს ლიდერის როლს,იმის მიუხედავად, ბიჭია თუ გოგონა. თუკი გოგონაა აუცილებლად შეეცდება ბიჭებთან მეგობრობას, ქალთა სქესს კი შესაძლოა დიდ ასაკში დამცველად და მფარველად მოვლიონოს კარგი "რაინდივით". ეგ არაფერი უფრო დიდ ასაკში საერთოდ თუ ქალთა უფლებების ან გენდერის საკითხებზე მომუშავედ არ მოგვევლინა საბოლოოდ. პატარა ვერძი დამოუკიდებლობას ესწრაფვის ყველაფერში. ამიტომ ხელს ნუ შეუშლით მის ლიდერობას. ერთადერთი, რაც უნდა ასწავლოთ და განუვითაროთ მეტი დიპლომატია და მოთმინების უნარია, რაც ვერძებს სამწუხაროდ ძალიან აკლიათ ხასიათში.

ლომი - საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას ჩვილობიდან შეეცდება ყურისწამღები ღრიალით. ცოტა რომ წამოიზრდება "საშინაო ტირანად" გადაიქცევა, რომელიც ბებია-ბაბუების ექსპლუატაციით ირთობს თავს. ბაღის ასაკი და ზოგადად ბაღი მისთვის მისწრებაა, იმიტომ რომ აქ უკვე თავს სრულუფლებიან იმპერატორად იგრძნობს. მთავარია, საკუთარი აქტიური ხასიათით, ნიჭიერებითა და ამბიციურობით სხვა გაცილებით უფრო მორიდებული თანატოლების მშობლები არ გადაიმტეროს. პატარა ბოკვერს გულუხვობაში ვერავინ გაეჯიბრება, მაგრამ გაბრაზებაც ერთობ ხმაურიანი იცის. ასწავლეთ მას სუსტების მფარველობა და ის, რომ მოთმინებით მოეკიდოს გაცილებით მორიდებულ ადამიანებს.

მშვილდოსანი - ანცი, ხმაურიანი და ღიმილიანი ბავშვია. თუმცა მუდმივად თან სდევს ფათერაკები. კიდევ კარგი, რომ მმართველმა იუპიტერმა თქვენი შვილი გასაოცარი ქუდბედით დააჯილდოვა და ყოველ ჯერზე ხიფათს სასწაულებრივად უძვრება ხელიდან. მშვილდოსანი დაუკვირვებელი და იმპულსურია, ამიტომ შეიძლება მწარე რეპლიკებითა ან ცინიზმით გარშემო მყოფები გაანაწყენოს ან დააბნიოს. მასთან ერთად საოჯახო საიდუმლოებებს ნუ გადმოალაგებთ, ნურც მეუღლესთან ურთიერთობას განიხილავთ თორემ შესაძლოა, მომდევნო დილით მთელმა ბაღმა იცოდეს თქვენი და თქვენი მეორე ნახევრის ურთიერთობის დეტალები. პატარა მშვილდოსანს დაკვირვებულობა, თანმიმდევრულობა და დისციპლინა უნდა ასწავლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისგან დამოუკიდებელი, მაგრამ ქაოსური და უპასუხისმგებლო პიროვება გაიზრდება, რომელიც ყველას გააღიზიანებს.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"