კარმული კვანძები სახლებში - მეშვიდე/პირველი სახლი

კარმული კვანძები სახლებში - მეშვიდე/პირველი სახლი

. რახუ და კეტუ კარმულ მისიებს წარმოადგენენ, რომელიც ამა თუ იმ ინდივიდის რუკაში მის ამქვეყნიურ მისიაზე და განვლილ ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებაზე მიუთითებს. თუმცა კეტუ (იგივე დაღმავალი კვანძი) წინა ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, იმის მიმანიშნებელიც არის თუ კონრეტულად რა სახის შეცდომები დავუშვით გასული ინკარნაციისას და რისი გამოსწორება გვმართებს ამ ცხოვრებაში. კარმული კვანძები, როგორც წესი, ურთიერთსაპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებშია განთავსებული, ისინი კი თავის მხრივ ერთმანეთის ოპოზიციურ სახლებში არიან განლაგებული. ამიტომ თუ აღმავალი კვანძი ანუ რახუ პირველ სახლში გაქვთ, განვლილი ცხოვრების პერიპეტიები მეშვიდე სახლის არეალში უნდა ვეძებოთ. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს მთვარის კვანძების განლაგებაზე უკვე სახლების მიხედვით. თუკი ზოდიაქოს ნიშანი რომელშიც კარმული კვანძია გალაგებული ადამიანის ამა თუ იმ სფეროსკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, სახლი მისი განვითარების არეალს განაპირობებს. ამიტომ სასურველია გულდასმით გადაავლოთ თვალი თქვენი კარმული კანძების მდებარეობას; შემდეგ კი, მათ შესაბამისი სახლი "მოარგოთ". ასე გაცილებით უფრო მარტივი გახდება თქვენთვის იმის გააზრება თუ სად, როგორ ან რა ფორმით შეგიძლიათ იპოვნოთ საკუთარი ადგილი მზის ქვეშ, ისე რომ წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი ცოდვების "დამუშავებაც" მოახერხოთ ამის პარალელურად.

რახუ მეშვიდე სახლში, კეტუ პირველ სახლში

ადამიანი, რომელიც კვანძების ამგვარი მდებარეობით იბადება, დგას უმთავრესი ამოცანის წინაშე გათავისუფლდეს ეგოიზმისგან. მასში გასული ინკარნაციის გავლენით ზომაზე მეტადაა ფესვგადმული ინდივიდუალიზმი და დამოუკიდებლობის მოთხოვნილება. გარდა ამისა, იგი იშვიათად უწევს სხვებს ანგარიშს, არ უყვარს დათმობა და კომპრომისზე წასვლა. არადა, სწორედ ამის სწავლა ესაჭიროება ამ ცხოვრებაში. მისთვის აუცილებელია გარშემო მყოფთა აზრის გათვალისწინება ისწავლოს. ზოგადად ისწავლოს სხვების მოსმენა და მათ მიერ მიცემული რჩევების ანალიზი. დაეუფლოს კომპრომისის ხელოვნებას. უფრო მოქნილი და დამთმობი გახდეს გარშემო მყოფების მიმართ. თუმცა, დაღმავალი კვანძის მიხედვით გამოყოლილი გამოცდილებაც არ უნდა დაივიწყოს, სხვების მაამებლობის მიზნით, საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა ნამდვილად არ მოეთხოვება. თუმცა მისთვის აუცილებელია იპოვნოს მეორე ნახევარი, გახდეს კარგი პარტნიორი და ისწავლოს ცხოვრება თანამშრომლობის ნიადაგზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კვანძების უკუფაზის პერიოდში, მის ცხოვრებაში დადგება შემოქმედებითი კრიზისის პერიოდი, იგი გაირიყება სოციუმისგან და შესაძლოა, სულაც პიროვნული დეგრადაციის გზაზე დადგეს ყოველივე ამის შედეგად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით