კარმული კვანძები სახლებში -მეთორმეტე/მეექვსე სახლი

კარმული კვანძები სახლებში -მეთორმეტე/მეექვსე სახლი

.რახუ და კეტუ კარმულ მისიებს წარმოადგენენ, რომელიც ამა თუ იმ ინდივიდის რუკაში მის ამქვეყნიურ მისიაზე და განვლილ ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებაზე მიუთითებს. თუმცა კეტუ (იგივე დაღმავალი კვანძი) წინა ცხოვრებაში დაგროვილ გამოცდილებასთან ერთად, იმის მიმანიშნებელიც არის თუ კონრეტულად რა სახის შეცდომები დავუშვით გასული ინკარნაციისას და რისი გამოსწორება გვმართებს ამ ცხოვრებაში. კარმული კვანძები, როგორც წესი, ურთიერთსაპირისპირო ზოდიაქოს ნიშნებშია განთავსებული, ისინი კი თავის მხრივ ერთმანეთის ოპოზიციურ სახლებში არიან განლაგებული. ამიტომ თუ აღმავალი კვანძი ანუ რახუ პირველ სახლში გაქვთ, განვლილი ცხოვრების პერიპეტიები მეშვიდე სახლის არეალში უნდა ვეძებოთ. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს მთვარის კვანძების განლაგებაზე უკვე სახლების მიხედვით. თუკი ზოდიაქოს ნიშანი რომელშიც კარმული კვანძია გალაგებული ადამიანის ამა თუ იმ სფეროსკენ მიდრეკილებაზე მიუთითებს, სახლი მისი განვითარების არეალს განაპირობებს. ამიტომ სასურველია გულდასმით გადაავლოთ თვალი თქვენი კარმული კანძების მდებარეობას; შემდეგ კი, მათ შესაბამისი სახლი "მოარგოთ". ასე გაცილებით უფრო მარტივი გახდება თქვენთვის იმის გააზრება თუ სად, როგორ ან რა ფორმით შეგიძლიათ იპოვნოთ საკუთარი ადგილი მზის ქვეშ, ისე რომ წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი ცოდვების "დამუშავებაც" მოახერხოთ ამის პარალელურად.

რახუ მეთორმეტე სახლში, კეტუ მეექვსე სახლში

კვანძების ამგვარი მდებარეობა პირად რუკაში, ინდივიდს ავალდებულებს არასოდეს იყოს შემსრულებელი, სხვაზე დაქვემდებარებული და რაც მთავარია, "ქრონიკული ვორკოჰოლიკი". თუმცაღა მოთხოვნილება მუდმივად იშრომოს, დაიცვას რეჟიმი და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეს კორპორატიული ოფიციოზის მიერ დადგენილ კანონებს ამ ადამიანში საკმაოდ დიდი იქნება. გარდა ამისა, მას ასევე მოეთხოვება მოერიდოს აქტიურ სოციალურ ცხოვრებას, ზედმეტად არ გაასაჯაროოს საკუთარი პერსონა და პირადი ცხოვრების დეტალები. მეექვსე სახლისთვის დამახასიათებელი განვლილი ინკარნაციული პროგრამის გამო, ეს ადამიანი იშვიათად აღწევს კარიერულ წინსვლას თუ იგი ცდილობს იერარქიული პრინციპებით მოიპოვოს თანამდებობა. ამ შემთხვევაში მის გზაზე დაბრკოლების სახით დგება ფარული ინტრიგების და პროფესიული მტრების საკითხი, რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში მის ცხოვრებაში ესოდენ ნალოლიავები და სასურველი სამუშაოს დაკარგვა, ჯანმრთელობის პრობლემების გააქტიურება (მეექვსე სახლის სფერო) და ფსიქიკური პრობლემებიც კი გამოიწვიოს. ასეთი ადამიანისთვის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საუკეთესო გზაა დახურული ტიპის ორგანიზაციებში მუშაობა; მაგალითად, საავადმყოფო, სასჯელაღსრულების ან საგამოძიებო სისტემა, კრიმინალისტიკა და ა.შ. მას კარგად გამოუვა ასევე სხვადასხვა სახის ეზოთერული ცოდნის ათვისება – მედიტაცია, ასტროლოგია, მაგია. მისი კარმული მისია ძირითადად ითვალისწინებს იმას, რომ ინდივიდმა საკუთარ თავში მეტი სულიერება გამოიმუშაოს. გააძლიეროს ბუნებასთან კონტაქტი და დაეუფლოს კოსმიური ვიბრაციის სწორად აღქმის ხელოვნებას. თუკი ის ამას შესძლებს იგი პიროვნულად ავტორიტეტულ, საყოველთაოდ დაფასებულ და ანგარიშგასაწევ პერსონად იქცევა გარშემო მყოფთა თვალში. მას ხშირად მიმართავენ რჩევის საკითხავად და იგი თავადაც გაიზრდება პიროვნულად, რაც მეტ ადამიანს დაეხმარება.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით