ბედის რიცხვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ქალწული

ბედის რიცხვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ქალწული

ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანი, კონკრეტული ბედის რიცხვით არის დაჯილდოვებული. მოდით, სათითაოდ გავეცნოთ ამ რიცხვებს და მათ ენერგეტიკას...

ქალწული

ქალწულის ბედის რიცხვი არის 14. ანუ 2 х 7 = 14 სატურნის გაორმაგებული ძალა. ეს რიცხვი განასახიერებს მოვალეობას, პასუხისმგებლობის გათავისების უნარს. არცთუ მარტივი ენერგეტიკის მქონე რიცხვია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ რიცხვს ერთი ძველი ხალხური გამონათქვამი შეესაბამება: "ვინც არ მუშაობს, ის არც ჭამს". იგი გზამკვლევია მათთვის ვინც ნულიდან იწყებს და საკუთარი გარჯით ყოველგვარ მატერიალურ კეთილდღეობას აღწევს. რაც სრულიად შეესაბამება ქალწულის ბუნებას. ამასთან ერთად, ეს რიცხვი ქალწულს უძლიერებს უნარს ცხოვრებაში ყველაფერს მარტივად მიუჩინოს საკუთარი ადგილი, როგორც საქმეებს, ისე ადამიანებს. ერთადერთი, რასაც რიცხვი 14 კრძალავს ეს არის სულსწრაფობა და დაუოკებელი სურვილი მაღალი თანამდებობის დასაკავებლად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?