ავალონის სიბრძნე - "ქაოსის მსახურები"

ავალონის სიბრძნე - "ქაოსის მსახურები"

არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის – ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე...

წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:

"ქაოსის მსახურები"

5 მარტი 1927 – 28 ნოემბერი 1927

8 იანვარი 1936 – 4 ოქტომბერი 1936

14 ნოემბერი 1944 – 8 აგვისტო 1945

18 სექტემბერი 1953 – 14 ივნისი 1954

16 ივლისი 1962 – 19 აპრილი 1963

30 მაისი 1971 – 23 თებერვალი 1972

5 აპრილი 1980 – 29 დეკემბერი 1980

8 თებერვალი 1989 – 3 ნოემბერი1989

14 დეკემბერი 1997 – 9 სექტემბერი 1998

ადამიანებს, რომლებიც ამგვარი მისიით იბადებიან, ნეგატიური კარმა მოჰყვებათ თან წინა ცხოვრებიდან. გასულ ინკარნაციაში მათ მოღალატეობის, ფიცის გამტეხების ცოდვა დაიდეს კისერზე. ამიტომ ამ ცხოვრებაში ამ ხალხის დიდ ნაწილს უყვარს გარშემო მყოფების გაკრიტიკება, განკითხვა და ჭორაობა ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაზე. ამასთან ერთად, მათ გულწრფელად სჯერათ იმის, რომ გააჩნიათ მორალური უფლება სხვების ცხოვრებაში ქექვით ან ვინმესთვის მითითებების მიცემით გაირთონ თავი. ამ ადამიანებს მოქნილი, სხარტი აზროვნების უნარი და კარგი ადაპტაციის ნიჭი გააჩნიათ. ისინი მარტივად ახერხებენ სიტუაციაში გარკვევას და საკუთარი აზრის მორგებას საზოგადოებრივ აზრზე. თუმცა, ამ თვისებებს ეს ხალხი ხშირად ერთობ ნეგატიური საქციელის გასამართლებლად ან მისაჩქმალად იყენებს. გზა მათთვის ნეგატიური კარმის მოსაშორებლად, სხვების განსჯისგან თავის შეკავების უნარზე გადის. იმიტომ რომ, რაც უფრო მეტად განიკითხავენ ისინი გარშემო მყოფებს, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ მომავალში თავადვე გახდნენ ჭორებისა და ავანტიურის მსხვერპლნი. იმ შემთხვევაში კი თუ ისინი შეძლებენ საკუთარი ანალიტიკური აზროვნების უნარი და დედუქციური ხედვა, სხვების დასახმარებლად გამოიყენონ (საუკეთესო გზა ამ მხრივ ადვოკატის პროფესიაა) მათ საშუალება მიეცემათ, გადაინაცვლონ გაცილებით უფრო პოზიტიურ ჯგუფში, რომელსაც "თეთრი მაგების" ჯგუფი ეწოდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?