ავალონის სიბრძნე - "შავი მაგები"

ავალონის სიბრძნე -  "შავი მაგები"

არტური. გარკვეულ ლეგენდებში, ავალონი არის არტურის მისანი დის – ჯადოქარ მორგანას ადგილსამყოფელი და სამფლობელო. ავალონის მკვიდრნი განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ, ისინი ადამიანებს ოცდაოთხ ფსიქო-ტიპად ყოფდნენ და მიაჩნდათ რომ ყოველ მათგანში შემავლ ინდივიდებს, კონკრეტულად მათთვის მინიჭებული მისია გააჩნდათ ამ ქვეყანაზე..

წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:

"შავი მაგები"

29 ნოემბერი 1927 – 31 აგვისტო 1928

5 ოქტომბერი 1935 – 29 ივნისი 1936

9 აგვისტო 1945 – 5 მაისი 1946

14 ივნისი 1954 – 10 მარტი 1955

20 აპრილი 1963 – 13 იანვარი 1964

23 თებერვალი 1972 – 19 ნოემბერი 1972

29 დეკემბერი 1980 – 24 სექტემბერი1981

4 ნოემბერი 1989 – 3 აგვისტო1990

10 სექტემბერი 1998 – 5 ივნისი 1999

შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე რთული და მძიმე ენერგეტიკის მქონე ადამიანების ჯგუფია დანარჩენ ჯგუფებს შორის. თუ თქვენი თავი მაინცდამაინც ამ კატეგორიაში აღმოაჩინეთ, უნდა იცოდეთ, რომ მოუხედავად თანდაყოლილი აგრესიისა და გარშემო მყოფებით მანიპულირების გასაოცარი უნარისა, თქვენ გაქვთ ძალა, საკუთარი შესაძლებლობები ადამიანებისთვის სასიკეთოდაც გამოიყენოთ. კაცობრიობას ყოველთვის როდი სჭირდება გმირის სტატუსის მისანიჭებლად "თეთრი და ფუმფულა" ინდივიდები, ზოგჯერ "შავი სამუშაოს" შესრულებაც უხდებათ გმირებს. ამასთან, გახსოვდეთ, "შავი მაგისთვის" შეცდომების დაშვება აკრძალულია და იგი ძალიან მკაცრად ისჯება სამყაროსგან ამ მხრივ.

შავი მაგისთვის ძალიან რთულია იყოს კეთილი, უანგარო და მიმტევებელი. მას თანდაყოლილი აგრესია და გამჭრიახი ჭკუა გააჩნია, ამიტომ ადამიანებს უნიღბოდ და გამჭოლ ხედავს, შესაბამისად ილუზიებს არასოდეს იქმნის ამა თუ იმ პერსონის შესახებ. მან ზუსტად იცის, რა დოზითაა გარშემო მყოფებში ჩრდილოვანი მხარე და დაფარული მანკიერებები. ამიტომ შავი მაგისგან გულმოწყალებას და სირბილეს ამაოდ არავინ უნდა ელოდოს. თუმცა, თავად ამ ადამიანს მანამ სანამ სასწორის პინაზე, ცხოვრების გზაზე სავალ ორ მიმართულებას დადებს, უნდა ახსოვდეს ის, რომ ბოროტება ყოველთვის უნაყოფოა და მასზე მიყოლა მარტოოდენ სულიერ გამოფიტვას და სიცარიელეს ჰპირდება, ნაცვლად წუთიერი და წარმავალი სიამოვნებისა. ხოლო ის ენერგეტიკა, რომელიც შავ მაგს ადამიანების დახმარებით შეუძლია გამოიმუშაოს, ხანგრძლივი დროით მისცემს მას სასიცოცხლო ძალებს და, რაც მთავარია, უნარს, ტრანსფორმირდეს უფრო მაღალ ინკარნაციულ საფეხურზე, რომელსაც "ზეციური განმანათლებლების" ჯგუფი ეწოდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?