ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა ქალწულში

ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა ქალწულში

მნათობების მიერ მონიჭებულ ამა თუ იმ ნიჭს ან შესაძელბლობას მთლიანად ჩვენივე ძლიერი ნება განაპირობებს. უმაღლესი პლანეტები რუკაში (მზე-ცნობიერი, მთვარე-ქვეცნობიერი, მერკური- აზროვნება და ა.შ) ჩვენში არსებულ სახასიათო შტრიხებზე მეტყველებენ. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი სიყვარულის უნარი და პირად ურთიერთობაში გონივრულად მოქმედების ნიჭია. თუმცაღა იმის მიხედვით თუ სად, რომელ ზოდიაქოში და სახლშია განთავსებული პირადი კოსმოგრამის მიხედვით პლანეტა ვენერა შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ ამა თუ იმ ინდივიდის პირადი ცხოვრების პერიპეტიები. მისი მიდრეკილებები, სიმპათიები და გამოხავტვის ფორმა ემოციური კუთხით როცა საქმე სიყვარულს ეხება..

ვენერა ქალწულში (დაცემული ვენერა)

ადამიანი, რომელსაც პირად კოსმოგრამაში ვენერას მზგავსი კომბინაცია აღენიშნება ძალიან ფრთხილი, წინდახედული და დაკვრივებულია, როცა საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. ასეთ ადამიანს ახასიათებს თითქმის პედანტიზმამდე მისული აკურატულობა, არა მარტო სასიყვარულო კუთხით არამედ ჩაცმა-დახურვის და ჰიგიენის საკითხშიც.

ვენერით ქალწულს ანალიტიკური აზროვნების უნარი მაშინაც არ ღალატობს, როცა მისი გონება ამურის ისრებისგანაა დატყვევებული. ამ ადამიანში გაღიზიანებას იწვევს ნებისმიერი სახის სპონტანურობა და ქაოსი. ამიტომ იგი ე.წ. "შეყვარებულობის სტადიასაც" ისევე აკონტროლებს და რაციონალურად გეგმავს, როგორც სხვა დანარჩენ მოვლენებს ცხოვრებაში. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მას გარკვეულწილად ეშინია კიდეც სიყვარულის ამ სიტყვის პირდაპირი და ჭეშმარიტი გაგებით, ამიტომ პარტნიორს ყოველთვის გონების კარნახით ირჩევს და არა გულის. თუ მაინც ისე მოხდა, რომ ემოციებმა გადასჯაბნა საღ აზრს, რაც კოსმოგრამაში სხვა დანარჩენი პლანეტების წყლის ან ცეცხლის სტიქიაში განლაგებისას ხდება, ვენერით ქალწული ხანგრძლივად განიცდის სულიერ დისკომფორტს "დაშვებული შეცდომის" გამო, ამიტომ ასეთი ვენერას მქონე ადამიანებში ხშირია ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახების დანგრევის პრეცენდენტი.

თუმცა გაცილებით უფრო ხშირად ვენერას მსგავსი კომბინაციით მაინც ისეთი ხალხი გვხვდება, ვინც საკმაოდ გვიან ასაკში ქორწინებდა ან საერთოდ ამჯობინებს ოჯახური უღელისგან თავის შორს დაჭერას. სამაგიეროდ, მეგობრულ-თანამშრომლურ ურთიერთობებში ვენერით ქალწული შესანიშნავი პარტნიორია. ამ ადამიანებს გააჩნიათ ძალიან კარგი თვისება, ისინი ერთგულებას და სიყვარულს ენის მოჩლექით წარმოთქმული სიტყვებით კი არა საქმით ამტკიცებენ ყოველთვის.

ვენერა ქალწულში თანამგრძნობ, მეგობრულ და მზრუნველ მეგობარს ნიშნავს. მას შეუძლია იყოს შესანიშნავი მოსაუბრე და მრჩეველი. კარგი ექიმი ან მენეჯერი. მედიცინაში პროფესიულად რომ ვერც ერკვეოდეს ამ ადამიანს, მაინც გააჩნია თანდაყოლილი ალღო ჯანმრთელობის საკითხში ლავირების კუთხით (ქალწული ხომ ასტროლოგიურად ჯანმრთელობის ხაზს მართავს) ამიტომ მისი რჩევები ამ მხრივ აუცილებლად გაითვალისწინეთ. თუკი ვენერას დაზიანებები აღენიშნება, ამგვარი ვენერის პატრონი შესაძლოა მოკრძალებული თაყვანისმცემლიდან, სექსუალურ მანიაკად იქცეს, რომელიც უთავბოლო კავშირების მეშვეობით ცდილობს საკუთარი ემოციური შიმშილის დაკმაყოფილებას. ხოლო შრომისმოყვარეობის ნაცვლად გამოუსწორებელი სიზარმაცე და მუქთახორობა დაახასიათებს.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"