ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა სასწორში

ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა სასწორში

მნათობების მიერ მონიჭებულ ამა თუ იმ ნიჭს ან შესაძელბლობას მთლიანად ჩვენივე ძლიერი ნება განაპირობებს. უმაღლესი პლანეტები რუკაში (მზე-ცნობიერი, მთვარე-ქვეცნობიერი, მერკური- აზროვნება და ა.შ) ჩვენში არსებულ სახასიათო შტრიხებზე მეტყველებენ. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი სიყვარულის უნარი და პირად ურთიერთობაში გონივრულად მოქმედების ნიჭია. თუმცაღა იმის მიხედვით თუ სად, რომელ ზოდიაქოში და სახლშია განთავსებული პირადი კოსმოგრამის მიხედვით პლანეტა ვენერა შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ ამა თუ იმ ინდივიდის პირადი ცხოვრების პერიპეტიები. მისი მიდრეკილებები, სიმპათიები და გამოხავტვის ფორმა ემოციური კუთხით როცა საქმე სიყვარულს ეხება..

ვენერა სასწორში (სამეფო ვენერა)

ადამიანი, რომელსაც პირად კოსმოგრამაში, ვენერას მსგავსი მდებარეობა აღენიშნება ბუნებით სილამაზის, სიმშვიდისა და ჰარმონიის მოყვარულია. მის ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს პარტნიორობის თემა, როგორც პირადი ცხოვრების, ისე მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების კუთხით. ვენერით სასწორი პრაქტიკული და დიპლომატიური ჭკუითაა დაჯილდოებული. მას უყვარს ხალხთან ურთიერთობა და იცის როგორ ასიამოვნოს სხვებს. იგი ვერ იტანს ვერანაირი ფორმის უხეშობას და ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს თავი აარიდოს კონფლიქტურ სიტუაციებს.

ვენერით სასწორს გააჩნია სილამაზის შესანიშნავი აღქმა და კარგი გემოვნება. იგი ინტელექტუალური და ცნობისმოყვარე ტიპაჟია. არის კარგი მოსაუბრე, შეუძლია გაგართოთ და ხასიათი გამოგიკეთოთ, როცა თავს დათრგუნულად გრძნობთ ან არ ცხოვრებაში გიმართლებთ. ვენერას ამგვარი მდებარეობის მქონე ადამიანი ყოველთვის ხედავს ნებისმიერ მოვლენაში დადებით მხარეს და მისი გაზიარება სხვებისთვისაც შესანიშნავად შეუძლია.

ვენერით სასწორი ვერ იტანს ხმაურს, აყალმაყალს და ზედმეტად ქაოსურ სიტუაციას. იგი წყობიდან გამოჰყავს დაულაგებელ სახლს, არეულ-დარეულ ნივთებს კარადაში ან ზედმეტად ხმამაღლა მომუშავე ტელევიზორს. მართალია ამ ადამიანისთვის მატერიალისტის იარლიყის მიკერება არ იქნებოდა მთლად კანონზომიერი, მაგრამ იგი თავად ფულს კი არა ფულის მეშვეობით შექმნილ კომფორტს, ძალიან აფასებს ცხოვრებაში. ამიტომ ნივთების მიმართ "მიჯაჭვულობა" ნებისმიერი "ვენერიული სასწორის" სისუსტეა.

როგორც წესი, ვენერას ამ მდებარეობით ბევრი ხელოვანი იბადება. თუმცა მაინცდამაინც მიქელანჯელო თუ არ დადგა მისგან, ვენერით სასწორს აუცილებლად ექნება კარგი სმენა, მელოდიური ხმის ტემბრი, დახვეწილი გემოვნება ჩაცმა-დახურვის საკითხში და სხვა შემოქმედებითი მონაცემები.

ადამიანები, ვისაც ბედმა ვენერას ამ მდებარეობით დაბადება არგუნა წილად, უმეტესად ძალიან მომხიბვლელები არიან საპირისპირო სქესის თვალში. თუმცა არც თავად ზიან ხოლმე გულხელდაკრეფილი და აქტიურად ფლირტაობენ როცა შესაბამისი სიტუაცია ჩამოუვარდებათ. ზოგადად ვენერით სასწორი თავად სიყვარულზეა შეყვარებული და არა კონკრეტულ ადამიანზე. თუკი ვენერას პირად კოსმოგრამაში დაზიანება აღენიშნება, ასეთი ვენერას პატრონი შესაძლოა იყოს ზედაპირული და უპასუხისმგებლო  ურთიერთობაში, იგი ხშირად შეიცვლის ინტერესის ობიექტს ცხოვრებაში, რასაც თავისთვად მოჰყვება ორზე მეტი ქორწინების ალბათობა.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"