ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა თხის რქაში

ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა თხის რქაში

მნათობების მიერ მონიჭებულ ამა თუ იმ ნიჭს ან შესაძელბლობას მთლიანად ჩვენივე ძლიერი ნება განაპირობებს. უმაღლესი პლანეტები რუკაში (მზე-ცნობიერი, მთვარე-ქვეცნობიერი, მერკური- აზროვნება და ა.შ) ჩვენში არსებულ სახასიათო შტრიხებზე მეტყველებენ. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი სიყვარულის უნარი და პირად ურთიერთობაში გონივრულად მოქმედების ნიჭია. თუმცა, იმის მიხედვით თუ სად, რომელ ზოდიაქოში და სახლშია განთავსებული პირადი კოსმოგრამის მიხედვით პლანეტა ვენერა შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ ამა თუ იმ ინდივიდის პირადი ცხოვრების პერიპეტიები. მისი მიდრეკილებები, სიმპათიები და გამოხატვის ფორმა ემოციური კუთხით, როცა საქმე სიყვარულს ეხება...

ვენერა თხის რქის ზოდიაქოში

ადამიანი, რომელსაც პირად რუკაში ვენერას მზგავსი კომბინაცია აქვს, შინაგანად ყოველთვის განიცდის გარკვეულ არასრულფასოვნების კომპლექსს საკუთარი შესაძლებლობების (ვიზუალის, განათლების და ა.შ.) გამო. ამიტომ ამგვარ შინაგან დისბალანსს, ვენერა თხის რქა ხშირად სოციალური სტატუსისკენ ან ფინანსური კეთილდღეობისკენ სწრაფვით ინაზღაურებს. ასე ცდილობს იგი ფსიქოლოგიურად გაწონასწორდეს და თავი სასურველ პარტნიორთან გათანაბრებულად მიიჩნიოს.

ასეთი ადამიანები, ერთი შეხედვით გულგრილი, ცივი და უემოციო ინდივიდის შთაბეჭდილებას ტოვებენ გარშემო მყოფებზე. ბევრი მათგანი არჩევს დაქორწინდეს ანგარებით, ან ისეთ პარტნიორზე რომელთან კავშირიც მას სტატუსსა და მატერიალურ სტაბილურობას მოუტანს. თუმცა ისეც ხდება რომ პირიქით, თავად ვენერა თხის რქა სთავაზობს პარტნიორობის სანაცვლოდ მეწყვილეს სტაბილურ და ყველაფრით უზრუნველყოფილ მომავალს. ეს კი არაფერია სხვა, თუ არა ამ ადამიანების შინაგანი შიში, ერთ დღესაც ვინმემ არ მიატოვოს, უფრო უკეთესზე არ გაცვალოს ან უბრალოდ არ მოსწყინდეს ვინმეს მასთან ერთად ყოფნა.

ვენერა თხის რქაში მძიმე სატურნული ხუნდებითაა შებოჭილი, ამიტომაც გააჩნია ნებისმიერ მათგანს გარკვეული მელანქოლიისა და პესიმიზმისკენ მიდრეკილება, როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება. ეს ადამიანები არცთუ იშვიათად საერთოდაც თრგუნავენ საკუთარ გრძნობებს და ემოციებს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმემ მათში სისუსტე არ აღმოაჩინოს. ამ დროს კი ვენერა თხის რქა საკმაოდ ემოციური და სექსუალურად აქტიური ნატურაა და თუკი ამ ადამიანს შესაფერისი სიტუაცია შეექმნა (რასაც პარტნიორის მოთმინება და გულისხმიერებაც უდავოდ უნდა უწყობდეს ხელს), იგი ნელ-ნელა სწავლობს სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას. თუმცა დაძალების, ულიტიმატუმების ან უხეშობის შემთხვევაში ასეთი ადამიანი ხანგრძლივი დროით იკეტება საკუთარ თავში და ხშირად სრულიად ასკეტურადაც კი ცხოვრობს, ყოველგვარი ფლირტის ან გართობის გარეშე, იმის შიშით, რომ კიდევ არ შეეშალოს პარტნიორის არჩევანში.

ასტროლოგები ადამიანებს, ვისაც ვენერას მზგავსი კომბინაცია აღენიშნება, ურჩევენ ცხოვრება გაცილებით უფროს და გამოცდილ პარტნიორს დაუკავშიროს, რაც ხშირ შემთხვევაში ასეც ხდება. ასაკობრივი სხვაობა, რომელიც ამ ადამიანსა და მეწყვილეს შორისაა, გარკვეულ განმმუხტველ საშუალებად იქცევა ვენერა თხის რქის მფლობელისთვის იმ შემთხვევაში, როცა მასზე უფროს ან უმცროს მეწყვილეზე აჩერებს არჩევანს. ასეთი კავშირი ვენერა თხის რქას, აძლევს იმის საშუალებას, რომ მან მოწაფის ან მასწავლებლის როლი მოირგოს, რაც ყოველთვის ეხმარება ამ ადამიანებს ფსიქოლოგიური ბორკილების მოხსნაში (თხის რქის ზოდიაქოს მთავარი მახასიათებელი ხომ პასუხისმგებლობების მოთხოვნილებაა, როცა პარტნიორი ასაკით დიდი ან პატარაა, იქ აუცილებლად იჩენს თავს პასუხისმგებლობის აღების აუცილებლობა, რაც სატურნის გავლენას შეესაბამება).

სამაგიეროდ, ადამიანები, ვისაც ვენერას ამგვარი კომბინაცია გააჩნია, ძალიან ერთგული და მზურნველი მეორე ნახევრები არიან. მართალია მათ გარკვეული დრო, ხელისშემწყობი ფაქტორები და პარტნიორის მხრიდან მაქსიმალური ემოციური მხარდაჭერა ესაჭიროებათ, სანამ რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ თუ მათ დაოჯახება გადაწყვიტეს, სამომავლოდ ყოველმხრივ ცდილობენ იმას, რომ პარტნიორი ყველაფრით უზრუნველყოფილი ჰყავდეთ, ასევე ხშირად უწყობენ ისინი ხელს მეორე ნახევარს იმაში, რომ ამ უკანასკნელმა პროფესიულ სარბიელზეც მიაღწიოს წარმატებას. ეს იმიტომ, რომ ბუნებით ამბიციური ვენერა თხის რქა მეუღლის წარმატებითაც ისევე იამაყებს, როგორც საკუთარი წინსვლით პროფესიულ ასპარეზზე.

ვენერას დაზიანების შემთხვევაში ადამიანს გადამეტებული სიცივე და ემოციების გამოხატვიის უუნარობა ახასიათებს ურთიერთობისას, ის შეიძლება იყოს ფრიგიდულიც ან პირიქით, სექსუალური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობამ (რაც ისევ და ისევ საკუთარი სურვილების გამოხატვის შიშის გამო ხდება) ინდივიდი შესაძლოა გაუკუღმართებული კავშირების დამყარების მცდელობამდე მიიყვანოს. უარეს შემთხვევაში კი მისი ეს ნაკლი, ფსიქოლოგიურ პრობლემებშიც გამოვლინდეს (შიზოფრენია, ფსიქოზური სინდრომი და ა.შ).

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"