ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა მერწყულში

ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა მერწყულში

მნათობების მიერ მონიჭებულ ამა თუ იმ ნიჭს ან შესაძელბლობას მთლიანად ჩვენივე ძლიერი ნება განაპირობებს. უმაღლესი პლანეტები რუკაში (მზე-ცნობიერი, მთვარე-ქვეცნობიერი, მერკური- აზროვნება და ა.შ) ჩვენში არსებულ სახასიათო შტრიხებზე მეტყველებენ. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი სიყვარულის უნარი და პირად ურთიერთობაში გონივრულად მოქმედების ნიჭია. თუმცა, იმის მიხედვით თუ სად, რომელ ზოდიაქოში და სახლშია განთავსებული პირადი კოსმოგრამის მიხედვით პლანეტა ვენერა შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ ამა თუ იმ ინდივიდის პირადი ცხოვრების პერიპეტიები. მისი მიდრეკილებები, სიმპათიები და გამოხატვის ფორმა ემოციური კუთხით, როცა საქმე სიყვარულს ეხება...

ვენერა მერწყულის ზოდიაქოში

ადამიანი, რომელიც ვენერას ამგვარი მდებარეობით იბადება პირად რუკაში, პარტნიორის სახით პირველ რიგში კარგ მეგობარსა და თანამოაზრეს ეძებს. მხოლოდ შემდეგ მოდის მასთან სექსუალური ლტოლვა და თავად სიყვარული როგორც ასეთი.

ვენერა მერწყულში მოკლებულია ეგოიზმის დონეს ხასიათში, ასეთ ადამიანს გააჩნია დიდი სამეგობრო წრე, ბევრი კარგი ნაცნობი და ზოგადად, კონტაქტების დიდი ბაზა, რომელსაც იგი შესანიშნავად იყენებს კარიერული პერსპექტივის კუთხით. მერწყულის ურანული ბუნებიდან გამომდინარე, ასეთ ხალხს უჭირს ერთი პარტნიორის ხანგრძლივი ერთგულება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ვენერა მერწყულს ზოგადად ადამიანები უყვარს და აინტერესებს. შესაბამისად, მის მაძიებელ ბუნებას (განსაკუთრებით ადრეულ ასაკში) არ შეუძლია დაკავდეს მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების შესწავლით.

ამ ხალხს, საკუთარი და მხოლოდ მისთვის გასაგები ცხოვრების წესი გააჩნია. ამასთან ერთად, ნაკლებად აინტერესებთ ის, თუ რას ფიქრობენ მათზე სხვები. ზოგადად საზოგადოებრივი აზრის  გათვალისწინება ვენერა მერწყულის მქონე ადამიანისთვის ნაკლებადაა დამახასიათებელი. ეს ხალხი ცხოვრობს ისე, როგორც  მოეხუშტურება. პარტნიორსაც ანალოგიური პრინციპით ირჩევს და იშვიათად ადარდებს ის, თუ რას იტყვიან მისი პირადი ცხოვრების შესახებ სხვები.

ვენერა მერწყული ინტელექტუალური, კონტაქტური და ერუდიციის მოყვარული პარტნიორებით იხიბლება. ამასთან ერთად, ადამიანს, რომელიც მას მოეწონება, აუცილებლად უნდა გააჩნდეს კრეატიული აზროვნება და რაღაცით გამორჩეული, სხვების არამსგავსი პიროვნება უნდა იყოს იგი. საყვარელ ადამიანში ვენერა მერწყული მოიაზრებს მეგობარს, რომელიც მის მიერ წამოწყებულ ნებისმიერ ავანტურასა და ექსპერიმენტს სიამოვნებით აჰყვება და გაიზიარებს. მათ შორის სექსუალურ ექსპერიმენტებზეცაა საუბარი. ვენერა მერწყული გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მხურვალე რომანის დროს. ეს იმიტომ, რომ მისი ურანული ბუნება ვერ იტანს პირადი სივრცის შეზღუდვა-შევიწროვების უმცირეს მცდელობასაც კი. აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანი თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა, თუკი პარტნიორი მის მიმართ მესაკუთრული გრძნობების გამომჟღავნებას და ეჭვიანობას დაიწყებს.

თავის მხრივ იგი არასოდეს შეზღუდავს მეორე ნახევრის თავისუფლებას მოიქცეს ისე, როგორც მას თავად მიაჩნია საჭიროდ. ვენერა მერწყულს ძალზე განვითარებული ინტუიცია გააჩნია. იგი კარგად მუშაობს ჯგუფში, გარკვეულ პროფესიულ კოლექტივში სადაც საერთო მიზნებისკენ სწრაფვაა აუცილებელი გუნდური შრომის ხარჯზე. ამ ადამიანს ხიბლავს ნებისმიერი სახის სიახლე და ნოვაცია, იქნება ეს უახლესი მიმდინარეობა ხელოვნებაში, ნანო-ტექნოლოგიები თუ სხვა. თუკი ვენერას მძიმე ასპექტები აღენიშნება, ადამიანი ზედმეტად ჯიუტი, აბსურდულობამდე პრინციპული და ემოციურად ცივი იქნება. მას ასევე შეიძლება გააჩნდეს უცნაური სურვილები და ფანტაზიები სექსუალური კუთხით.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"