ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა თევზებში

ვენერა ზოდიაქოს ნიშნებში - ვენერა თევზებში

მნათობების მიერ მონიჭებულ ამა თუ იმ ნიჭს ან შესაძელბლობას მთლიანად ჩვენივე ძლიერი ნება განაპირობებს. უმაღლესი პლანეტები რუკაში (მზე-ცნობიერი, მთვარე-ქვეცნობიერი, მერკური- აზროვნება და ა.შ) ჩვენში არსებულ სახასიათო შტრიხებზე მეტყველებენ. მათგან ერთ-ერთი უმთავრესი სიყვარულის უნარი და პირად ურთიერთობაში გონივრულად მოქმედების ნიჭია. თუმცა, იმის მიხედვით თუ სად, რომელ ზოდიაქოში და სახლშია განთავსებული პირადი კოსმოგრამის მიხედვით პლანეტა ვენერა შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ ამა თუ იმ ინდივიდის პირადი ცხოვრების პერიპეტიები. მისი მიდრეკილებები, სიმპათიები და გამოხატვის ფორმა ემოციური კუთხით, როცა საქმე სიყვარულს ეხება...

ვენერა თევზებში (ეგზალტაციის ზონა

)

ადამიანი, რომელსაც პირად რუკაში ვენერას მსგავსი კომბინაცია გააჩნია, ბუნებით მოსიყვარულე, თანამგრძნობი, პარტნიორების მიმართ საოცრად ლოიალური და ძალზე ემოციური ნატურაა. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი შესანიშნავი ინტუიციის გრძნობა გააჩნიათ და ადვილად ესმით გარშემო მყოფთა წუხილი ან გასაჭირი. თუმცა სურვილი ემოციური თანადგომა გაუწიონ სხვებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავად მათ ეს თანადგომა ნაკლებად ესაჭიროებათ. ვენერა თევზებში გამუდმებით განიცდის სითბოს ნაკლებობის მოთხოვნილებას.

სიყვარულისა და პარტნიორის გარეშე ასეთი ადამიანი თავს დაკარგულად და არაფუნქციურად გრძნობს. თუმცა ასეთ შემთხვევაში ზოგიერთი მათგანი, ურთიერთობების დეფიციტს ხელოვნების, მუსიკის, თეატრის და პოეზიის სიყვარულით იკმაყოფილებს. ზოგადად ამ ხალხს გამოკვეთილი ნიჭი და გემოვნება გააჩნია შემოქმედებითი კუთხით და მათგან ხშირად გამოდიან ცნობილი სახელოვნებო მოღვაწეები – თეატრალები, მხატვრები, მწერლები, მომღერლები და ა.შ.

ვენერას თევზებში ასევე განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებს ფლორისა და ფაუნის მიმართ. ამ ხალხის დიდ ნაწილს სახლში ხშირად აქვს გაშენებული ორანჟერეა ან სიამოვნებით უვლის ოთხფეხა მეგობრებს.

ვენერას ამგვარი მდებარეობის გამო, პიროვნება შეიძლება ზემგრძნობადობითა და განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩეოდეს, როცა საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. თუმცაღა კიდევ ერთი წყლის სტიქიის ვენერისგან – ვენერა მორიელისგან განსხვავებით, ვენერა თევზებში სხვების ტანჯვით არ იკმაყოფილებს ეგოისტურ ამბიციებს, იგი ხშირად ჩუმად და ყველასთვის შეუმჩნევლად იტანჯება, როცა პირად ურთიერთობაში პარტნიორის გამო სირთულეების გადალახვა უწევს.

ვენერა თევზებში ყველაზე დიდი და უანგარო სიყვარულის შესაძლებლობებს ნიშნავს. ასეთი ადამიანები მთელი გულითა და არსებით უძღვნიან საკუთარ თავს პარტნიორს, რომელიც ხშირად სრულებითაც არ არის მათგან ამხელა მსხვერპლის ღირსი. მაგრამ თევზების და ზოგადად ნეპტუნის ილუზორული ბუნებიდან გამომდინარე, ადამიანი ვენერას ამ მდებარეობით ხშირადაა მიდრეკილი გააიდეალოს პარტნიორი და ისეთი თვისებები მიაწეროს მას, რაც რეალობაში ამ უკანასკნელს აბსოლუტურად არ გააჩნია. აქედან მოდის შემდგომში დიდი იმედგაცრუება, რომლის გამოც ადამიანი ვენერით თევზებში ხანგრძლივი დროის მანძილზე იტანჯება გამოუხატავი ემოციებით. თუკი ვენერას დაძაბული ასპექტაცია გააჩნია ადამიანი ზედმეტად დამოკიდებული ხდება პარტნიორზე ემოციურად და ხშირად იგი ფსიქიკური პრობლემების საფრთხის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს ამის გამო. ასევე შესაძლებელია პიროვნება გახდეს ალკოჰოლ/ნარკოტიკდამოკიდებული პირად ურთიერთობაში წარუმატებლობის მიზეზით.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"