სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა კირჩხიბი?

სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა კირჩხიბი?

კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი მსოფლმხედველობა, არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის თუ თითოეული მათგანი, როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით, ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.

კირჩხიბის სექსუალური თავსებადობა სხვა ნიშნებთან

კირჩხიბი-ვერძი – ემოციური, ფრთხილი და მესაკუთრე კირჩხიბის ნერვებზე ძალიან მოქმედებს ვერძისთვის დამახასიათებელი, თავგადასავლების სიყვარული. მათ შორის სექსუალურ ურთიერთობაშიც. კირჩხიბი ბუნებით უფრო კონსერვატორულია ვიდრე ვერძი. მართალია, ამ ორს შორის ხშირად ჩნდება ძლიერი მიზიდულობა, მაგრამ ხასიათების სხვადასხვაობის გამო შეიძლება კარგმა სექსმა, მაინც ვერ შეძლოს ურთიერთობის გადარჩენა.

კირჩხიბი-კურო – საკმაოდ კარგი კავშირია. კირჩხიბი და კურო ბევრ რამეში ჰგვანან ერთმანეთს ემოციური კუთხით, ამიტომ მათ შორის სავსებით შესაძლებელია ჰარმონიული ურთიერთობა საწოლში. კურო მზრუნველი, ნაზი და მოსიყვარულე პარტნიორია, რაც ასე ძალიან ესაჭიროება სექსუალურად შებოჭილ კირჩხიბს. პარტნიორი კუროს სახით იგი შესანიშნავ ფსიქოლოგიურ მოტივატორს იპოვნის ამ მხრივ.

კირჩხიბი-ტყუპი – კირჩხიბების დიდი ნაწილი გადამეტებული თვითკრიტიკულობით გამოირჩევა საკუთარი სექსუალური შესაძლებლობების მიმართ, რომელსაც ეს ხალხი მონდომებით მალავს. სანამ მათ ცხოვრებაში არ გამოჩნდება პარტნიორი ტყუპი. ცვალებადი, ექსპერიმენტების მოყვარული და ზედმეტად ღია ტყუპი, კირჩხიბის კომპლექსებს კიდევ უფრო გააძლიერებს, რის ხარჯზეც საეჭვოა, ამ ორს შორის ჰარმონიული კავშირი ხანგრძლივი ვადით გაგრძელდეს ან საერთოდ გამოვიდეს აქედან რამე.

კირჩხიბი-კირჩხიბი – ისინი ზედმეტად ერთნაირები არიან საიმისოდ, რომ ერთად თავი კარგად იგრძნონ. ერთიც და მეორეც გადამეტებული ემოციურობით იტანჯება, რის გამოც შესაძლოა, რომელიმე მათგანი ნერვულ აშლილობამდეც კი მივიდეს. პრობლემა იმაშია, რომ ორივე კირჩხიბს სურს დომინანტის როლის დაკავება საწოლში, რაც ხშირად იწვევს კრიტიკას და კამათს. რომლის გამოც ორივე მათგანის ფსიქიკა ახალ-ახალი კომპლექსებით დაიხუნძლება.

კირჩხიბი-ლომი – საკმაოდ კარგი კავშირია. ლომს აქვს უნარი, კირჩხიბის მელანქოლიური განწყობის სტიმულირება მოახდინოს უცებ. იგი გულუხვი, მზრუნველი და ძალიან თბილი პარტნიორია. მისი საქციელი კი კირჩხიბში დაცულობის შეგრძნებას აძლიერებს, რაც თავისთავად უწყობს ხელს ამ უკანასკნელს პარტნიორთან ბოლომე გაიხსნას სექსუალური კუთხით.

კირჩხიბი-ქალწული – ჰარმონიული კავშირია. ქალწული ბუნებით მზრუნველი და ყურადღებიანია. რასაც ნებისმიერი კირჩხიბი აფასებს ურთიერთობაში. ქალწულს კი თავის მხრივ, კირჩხიბის ემოციური ფონი ეხმარება იმაში, რომ გაცილებით უფრო აშკარად გამოხატოს გრძნობები. მათ შორის ხანგრძლივი ვადით შეიძლება ჩამოყალიბდეს, თბილი და ძალიან კარგი ურთიერთობა, რომელსაც შესანიშნავი სექსუალური თავსებადობა შეუწყობს ხელს.

კირჩხიბი-სასწორი – ბუნებით ჰაეროვან, ოპტიმისტ სასწორს ძალიან უჭირს კირჩხიბის ცვალებადი და ოდნავ დეპრესიული ხასიათის გაგება/ატანა. თავის მხრივ, კირჩხიბიც არ გრძნობს თავს დაცულად ცვალებად სასწორთან, რომელიც ღიადაა მიდრეკილი ფლირტისკენ. მათ შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა ემოციური კუთხით, რის გამოც შესაძლოა სექსუალური დისბალანსი წარმოიქმნას. ნაკლებად პერსპექტიული კავშირია.

კირჩხიბი-მორიელი – მორიელის ემოციური ბუნება და მოთხოვნილება იყოს დომინანტი ნებისმიერ ურთიერთობაში, ეს სწორედ ისაა რაც კირჩხიბს ჰაერივით ესაჭიროება. ამიტომ მორიელთან მას შესანიშნავი თავსებადობა აქვს, როგორც ემოციური ისე სექსუალური კუთხით. მართალია, მორიელს გაცილებით უფრო დიდი მოთხოვნილებები გააჩნია სექსში, ვიდრე კირჩხიბს მაგრამ კირჩხიბის მონდომება ასიამოვნოს პარტნიორს, ხშირად ფარავს ამ მცირე ლაფსუსს.

კირჩხიბი-მშვილდოსანი – მათ შორის ხშირად არის ძლიერი სექსუალური მიზიდულობა, მაგრამ ამ ყველაფერს აფუჭებს სხვაობა ხასიათში. მშვილდოსანი მოხეტიალე და თავისუფლებისმოყვარეა, კირჩხიბი შინაყუდა და მესაკუთრე. ამიტომ მათი ხანგრძლივი ვადით ერთად ყოფნა საკმაოდ სათუო საკითხია.

კირჩხიბი-თხის რქა – მათ შორის ძალიან ძლიერი მიზიდულობაა სექსუალური კუთხით და ხშირად საკმაოდ ჰარმონიული კავშირიც დგება, იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბი ზედმეტად ბევრ ემოციას არ მოითხოვს ბუნებით ცივი და თავშეკავებული თხის რქისგან. სხვა შემთხვევაში  პასუხისმგებლობის მოყვარული თხის რქა აბსოლუტურად ცივი და უემოციო გახდება მის მიმართ.

კირჩხიბი-მერწყული – თავქარიანი, არაპროგნოზირებადი მერწყული, კირჩხიბის ფსიქიკას და ისედაც რყევაშეპარულ თვითშეფასების კოეფიციენტს, საერთოდ თავდაყირა დააყენებს. მერწყულის მოთხოვნილებას არასოდეს შეიზღუდოს თავი ვალდებულებებით, კირჩხიბის დანერვოზება შეუძლია, ამიტომ ამ ორს შორის სექსუალური კავშირიც კრახის მომტანი შეიძლება იყოს.

კირჩხიბი-თევზები – საკმაოდ კარგი წყვილია, როგორც სექსუალური, ისე ემოციური თავსებადობის კუთხით. ორივე მზრუნველი, მოსიყვარულე და გამგები პარტნიორია. თუმცა ურთიერთობაში, როგორც წესი ყოველთვის კირჩხიბი ლიდერობს. პრობლემა შესაძლოა ხანდახან თევზების ექსცენტრიკულობამ და გარკვეულმა ზედაპირულმა მიდგომამ შექმნას ყოველდღიური პრობლემების მოგვარებისას. სხვამხრივ იდეალური წყვილია.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?