სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა თევზები?

სექსუალური ჰოროსკოპი - ვის ეწყობა თევზები?

მსოფლმხედველობა, არამედ სექსუალური მიდრეკილებებიც. მოდით, ნიშნების მიხედვით განვიხილოთ ის თუ თითოეული მათგანი, როგორ ეწყობა სექსუალური კუთხით, ზოდიაქოს დანარჩენ თერთმეტ წარმომადგენელს.

თევზების სექსუალური თავსებადობა სხვა ნიშნებთან

თევზები ვერძი – საწყის ეტაპზე ვერძი შეიძლება ძალიან დააინტერესოს თევზების იდუმალებით მოცულმა საქციელმა, რაც ძირითადად ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი სიმორცხვის ბრალია. თუმცა ვერძს შეუძლია ბოლომდე გახსნას თევზები სექსუალური კუთხით, თუ ეს უკანასკნელი ვერძის მხრიდან გამოვლენილ ინტენსიურ ცეცხლს არ შეუშინდება.

თევზები კურო – მეტ-ნაკლებად თავსებადი წყვილია. თევზების ემოციური, ცვალებადი ბუნება ხშირად გაუგებარი შეიძლება იყოს კუროსთვის, რომელიც რეალისტურად უყურებს ამქვეყნად ყველაფერს. მათ შორის სექსუალურ ურთიერთობებსაც. თუკი თევზები შეძლებს კუროს თავგზა ზედმეტად არ აუბნიოს, საკუთარი ემოციური ხუშტურებით კუროს სახით იგი ერთგულ, მოსიყვარულე და სტაბილურ მეწყვილეს შეიძენს.

თევზები ტყუპი – როგორც წესი, თევზებს უზომოდ დიდი ფანტაზიის უანრი გააჩნიათ, მათ შორის სექსშიც. თუმცა საიმისოდ, რომ მან საკუთარ ფანტაზიებს მორცხვი და მორიდებული ბუნების გამო გასაქანი ბოლომდე მისცეს, ტყუპისთვის ფეხის აწყობა მოეთხოვება. გარდა ამისა, თევზები ზედმეტად ემოციურია ზედაპირული ტყუპის თვალში, რომელიც მხოლოდ აწმყოთი ცოცხლობს და ნაკლებად დარდობს ხვალინდელ დღეზე. მით უმეტეს, არასოდეს მისტირის წარსულს, რაც ბევრი თევზისთვის გახლავთ დამახასიათებელი.

თევზები კირჩხიბი – საკმაოდ კარგი წყვილია, როგორც სექსუალური, ისე ემოციური თავსებადობის კუთხით. ორივე მზრუნველი, მოსიყვარულე და გამგები პარტნიორია. თუმცა ურთიერთობაში, როგორც წესი, ყოველთვის კირჩხიბი ლიდერობს. პრობლემა შესაძლოა, ხანდახან თევზების ექსცენტრიკულობამ და გარკვეულმა ზედაპირულმა მიდგომამ შექმნას ყოველდღიური პრობლემების მოგვარებისას. სხვამხრივ იდეალური წყვილია.

თევზები ლომი – იმ შემთხვევაში თუ ერთიც და მეორეც საკუთარი ნიშნის ტიპური წარმომადგენელია, შესაძლოა, საკმაოდ გართულდეს ურთიერთობა. ტემპერამენტიან, აქტიურ ლომს ნაკლებად აინტერესებს ბუნებით მორცხვი და ემოციურ თევზების საქციელში ფარული მოტივების ძიება. ამიტომ იშვიათად ხვდება პარტნიორის მოთხოვნილებებს ბოლომდე, მით უმეტეს არ ცდილობს დააკმაყოფილოს იგი. ამასთან ერთად, ლომს არ სჭირდება თევზივით ემოციური კომფორტი, რათა სექსუალური კუთხით გაიხსნას. საკმაოდ რთული და არაპერსპექტიული კავშირია.

თევზები ქალწული – საკმაოდ რთული და პრობლემატური კავშირია. ისინი განსხვავდებიან როგორც მენტალურად, ისე ფიზიკური მოთხოვნილებების დონეზე. ქალწულისთვის ურთიერთობა ზრუნვა და რეალური, ინტელექტუალური კავშირია. მაშინ როცა თევზები განწყობის ადამიანია, იგი სიყვარულსა და სექსს გაცილებით უფრო აბსტრაქტულად აღიქვამს. ამიტომ კავშირი ერთობ არასახარბიელო შედეგებით შეიძლება დასრულდეს.

თევზები სასწორი – საკმაოდ რთული და პრობლემური კავშირია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სასწორის ჰაეროვანი ზედაპირული ბუნება, ვერაფრით ითავისებს თევზების დრამატიზმსა და ემოციურ სიღრმეს. თევზს გამუდმებით მოეჩვენება, რომ პარტნიორი მასთან მოწყენილია, სასწორი კი გადამეტებულ ემოციურობასა და მესაკუთრეობაში დაადანაშაულებს თევზებს.

თევზები მორიელი – საკმაოდ კარგი წყვილია, უმთავრესად არა სექსუალური არამედ ემოციური კუთხით. თევზები შესანიშნავად ახერხებს მორიელს მისცეს ის ემოციური საკვები, რაც ამ უკანასკნელს, ზოგჯერ სექსზე მეტად ესაჭიროება ურთიერთობაში. იგი არ ზღუდავს და არ ეწყინააღმდეგება მორიელის მოთხოვნილებას იყოს ლიდერი და სიტუაციის ბატონ–პატრონი. მორიელი კი თავის მხრივ თევზებს აძლევს ემოციურ სიმყარეს და სიმშვიდის შეგრძნებას. რაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს ძალიან აკლია.

თევზები მშვილდოსანი – საკმაოდ რთული და ხშირად ნაკლებად პერსპექტიული კავშირია. საქმე იმაშია, რომ ისინი ერთმანეთს ვერ აძლევენ მთავარს – სიმყარის, სიმშვიდის შეგრძნებას. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად მათი ვნება მძაფრად აალდება ხოლმე, ხანგრძლივი დროით ამ ორ ადამიანს ერთად გაძლება მაინც უჭირს.

თევზები თხის რქა – შესანიშნავი კავშირია. თევზები მარტივად ახერხებენ თხის რქის ამბიციები დააკმაყოფილონ. მათთვის ადვილია ურთიერთობაში თხის რქის დომინანტურ ფიგურად აღიარება. ამასთან ერთად, თევზი წაახალისებს კიდეც თხის რქას, რაც მას თავდაჯერებას შესძენს საიმისოდ, რომ კიდევ უფრო გაიხსნას სექსუალური კუთხით.

თევზები მერწყული – ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთული და პრობლემატური კავშირია. მათ შორის დიდი სექსუალური მიზიდულობაა, რომელიც ხასიათების აბსოლუტური სხვაობის გამო შესაძლოა მძაფრსიუჟეტიან მელოდრამაში გადაიზარდოს. სენსიტიური თევზები, ზედმეტად დამოკიდებული ხდება ემოციურად თავისუფლებისმოყვარე და ზედაპირულ მერწყულზე. რომელიც აუცილებლად შეეცდება თავი გაითავისუფლოს ზედმეტი პასუხისმგებლობისგან.

თევზები თევზები – მათი კავშირი ხშირად არის ჰარმონიული, მყარი და ხანგრძლივი. ორ თევზს კარგად ესმის ერთმანეთის ემოციური მოთხოვინილებები და ისინი უსიტყვოდ უგებენ სექსშიც. თუმცაღა იმ შემთხვევაში როცა ერთი მათგანი მაინც არ ხასიათდება ატიპიურობით, შესაძლოა ამ ორის კავშირი ყოფითმა პრობლემებმა გაანადგუროს. გამომდინარე იქედან, რომ თევზების სექსუალური ლიბიდო ძირითად შემთხვევაში ამ უკანასკნელის ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?