რა შეგიძლიათ ისწავლოთ თქვენი „მტრისგან“ ანუ ოპოზიციის ხიბლი

რა შეგიძლიათ ისწავლოთ თქვენი „მტრისგან“ ანუ ოპოზიციის ხიბლი

12 ნიშანი, თავის მხრივ 6 ოპოზიციურ წყვილად იყოფა. არსებობს მოსაზრება, თითქოს ეს ოპოზიციური ნიშნები თავის დროზე ერთ მთლიანობას ქმნიდნენ და მათი დაცალკევება იმ მიზნით მოხდა, რომ ისევ მონახონ ერთმანეთი "გასამთლიანებლად". თუმცა, სამყარო ხომ კომპრომისის კანონებს ეფუძნება. მათ შორის ოპოზიციაც თავის თავში აერთიანებს იდეას, – წყვილი რომ გამთლიანდეს, აუცილებელია კონკრეტული დათმობები და კომპრომისი. მოკლედ როგორც ამბობენ, სიყვარული ერთმანეთის მიმართულებით ყურება კი არა, ერთი და იმავე მიზნისკენ ცქერააო...

ვერძი - სასწორი

ამ წყვილის საერთო მიზანი კომუნიკაციაა გარშემო მყოფებთან და მათი საკუთარი პერსონის მიმართ დადებითად განწყობა. ვერძი ამას შეუპოვრობით, პირდაპირობით ცდილობს (რის გამოც ხშირად იძენს მტრებს), მაშინ როცა სასწორი ყველაფერს დიპლომატიურობის გასაღებს არგებს და ღიმილით არეგულირებს ურთიერთობებს. თუმცა, მას პრინციპულობა აკლია ხასიათში, რის გამოც ხშირად შესაფერის მომენტს უშვებს ხელიდან.

სასწორმა ვერძისგან პრინციპულობა უნდა ისწავლოს.

ვერძმა სასწორისგან – დიპლომატია და ლოიალური მიდგომა.

კურო - მორიელი

ამ წყვილის საერთო მიზანი ქონების დაგროვება, მოპოვება და დაცვაა. კურო მატერიალურ რესურსს ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიური შრომის შედეგად აგროვებს. თუმცა, ეშინია რისკის, რის გამოც მიზნამდე მისაღწევად ბევრი დრო და ჯაფა უწევს. მორიელი პირიქით, რისკისა და ექსტრიმის მოყვარულია. მას არ აშინებს დიდი ფსონის დადება და ხშირად სასწორზე უდევს ყველაფერი, რაც კი ცხოვრებაში გააჩნია.

კურომ მორიელისგან ზომიერი რისკის გაწევის ხელოვნება უნდა აითვისოს.

მორიელმა კუროსგან გეგმა "ბე-ს" შექმნის უნარი უნდა ისწავლოს. მან ყოველთვის უნდა მოიტოვოს გზა უკან დასახევად.

ტყუპი - მშვილდოსანი

ამ წყვილში "ხერხემალი" ინფორმაციის მიღება-გაცემის მოთხოვნილებას ეფუძნება. თუმცა, ტყუპი რომელიც ძირითადად ინფორმაციის გამცემია, წვრილმანებზე ფიქსირდება და ვერ ამჩნევს საკითხის გლობალურ არსს. მაშინ როცა მშვილდოსანი პირიქით, გლობალიზაციის მომხრეა. იგი მასშტაბურად აზროვნებს და მზადაა საკუთარი ცოდნა მასებს გაუზიაროს. თუმცა, თვისება ვერ შეამჩნიოს პატარ-პატარა ხარვეზები ხშირად აზიანებს მის რეპუტაციას.

ტყუპმა მშვილდოსნისგან საკითხის მასშტაბური ხედვა უნდა ისწავლოს.

მშვილდოსანმა კი ტყუპისგან წვრილმანებზე დაკვირვების უნარი გამოიმუშაოს.

კირჩხიბი - თხის რქა

ამ წყვილის მიზანი ტრადიციების დამკვიდრება, ოჯახური კერის მოწყობა და ამ ატმოსფეროში ავტორიტეტის როლის მოპოვებაა. თუმცა, კირჩხიბი ზრუნვით, სიყვარულითა და მოთმინებით ცდილობს ამას, მაგრამ ზედმეტი ლოიალურობის გამო იგი ხშირად კარგავს გარშემო მყოფების პატივისცემას. მაშინ როცა თხის რქას სიმკაცრის, იერარქიულობისა და "ძლიერი ყოველთვის მართალიას" პრინციპის იმედი აქვს, მაგრამ ემოციური სიცივე ხშირად უშლის ხელს იმაში, რომ ოჯახის წევრებს შორის გულწრფელი სიყვარული მოიპოვოს.

კირჩხიბმა თხის რქისგან ზომიერი სიმკაცრე და დისტანციურობა უნდა ისწავლოს.

თხის რქამ კირჩხიბისგან სითბოს გამოხატვა, თანაგრძნობა და ლოიალურობა.

ლომი - მერწყული

ამ წყვილში მთავარი მიზანი ძალაუფლება და მისი მოპოვების ხერხებია. ლომი ამას საკუთარი იმიჯის, რეპუტაციის, პროფესიული უნარ-ჩვევების, თანამდებობრივი მიღწევების დემონსტრირებით ცდილობს. თუმცა, მას ეშლება იმ საკითხში, როცა პირდაპირ და ღიად ითხოვს, რომ პუბლიკა დაემორჩილოს და ეთაყვანოს მას. მერწყული გაცილებით უფრო მოქნილი და კრეატიულია ამ მხრივ. ლიდერობისადმი მოთხოვნილებას გარშემო მყოფებს შორის მეგობრული დამოკიდებულების დამყარებით, ლოიალურობით, სოციალური დაყოფის უგულებელყოფითა და ადამიანებთან გულწრფელი დამოკიდებულების ხარჯზე იკმაყოფილებს. იგი ყველას მეგობარია და სწორედ ეს ფაქტი აქცევს ლიდერად. თუმცა, მისი იმიჯის უბრალოება ხშირად იწვევს გარკვეულ უპატივცემულობას ხელქვეითებში.

ლომმა მერწყულისგან მეტი თავმდაბლობა, სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლების მიმართ მეგობრული დამოკიდებულება და ლოიალური მიდგომა უნდა ისწავლოს.

მერწყულმა ლომისგან – ზღვარის დაცვა უბრალოებასა და ავტორიტარულობას შორის. მეტი სოლიდურობა უნდა მიანიჭოს საკუთარ იმიჯს.

ქალწული - თევზები

ამ წყვილის უმთავრესი მიზანი და კრედო არის ზრუნვა გარშემო მყოფებზე. თუმცა, ქალწული ამას რეალური მსახურებით, დახმარებით, ზოგჯერ ობიექტური (მაგრამ მკაცრი) კრიტიკით გამოხატავს. სამაგიეროდ, მისი დახმარება ყოველთვის რეალურ ქმედებებზეა დაფუძნეული. მაშინ როცა თევზები მზადაა ემოციური ან სულიერი თანადგომა გაუწიოს სხვებს. იგი ნაკლებად აკრიტიკებს ადამიანებს, მაგრამ როცა საქმე რეალურ ზრუნვაზე მიდგება, ხშირად არ ჰყოფნის დრო და სულიერი სიმტკიცე თავი გადადოს სხვისთვის.

ქალწულმა თევზებისგან მეტი სულიერება, გულმოწყალება, სითბოსა და სიყვარულის აშკარად გამოხატვის უნარი უნდა ისწავლოს.

თევზებმა ქალწულისგან – ორგანიზებულობა, ადამიანებისთვის დახმარების რეალურად გაწევის ნიჭი და სტაბილური ზრუნვა.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?