მამაკაცი მშვილდოსანი & მერწყული ქალი

მამაკაცი მშვილდოსანი & მერწყული ქალი

მამრს თქვენაც განუზომლად გიყვართ სიმართლე და სამართლიანობა ზოგადად (ყოველ შემთხვევაში დაუღალავად ამტკიცებთ ხოლმე ამას ყველგან და ყოველთვის), საინტერესოა, როგორ მოიქცევით, როცა ბედი ქალი მერწყულის მიმართ გრძნობებს გამოგიგზავნით ზემოხსენებული უნარების "დასატესტად".

მერწყული ქალი, მმართველი პლანეტა ურანის გავლენით საკმაოდ ექსცენტრიკული და ხშირად უსაშველოდ დაბნეული შეიძლება მოეჩვენოს მშვილდოსანს. მაგრამ, როცა ეს საოცრად მომხიბვლელი და ნაზი "პეპელა" მეგობრებთან გატარებული საღამოს დროს ვერა და ვერ გაიხსენებს ელემენტარულ რამეს - თქვენს სახელს, აღარაფერს ვამბობ უკვე პროფესიაზე. მშვილოდსანი კი რომელიც ცეცხლის სტიქიის ნიშნებს განეკუთვნება და დიახაც, რომ საკმაოდ მხურვალე ტემპერამენტის პატრონია აუცილებლად იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად ამ დროს. საყვარელმა ქალმა, რომელიც მან მეგობრებს ლამის საცოლედ წარუდგინა ცოტა ხნის წინ ელემენტარულად - მისი სახელიც არ იცის?

თუმცა, მოდით, ნეგატივთან ერთად პოზიტივზეც ვისაუბროთ. პოზიტიური მხარეები კი ამ წყვილის ურთიერთობას უდავოდ გააჩნია თანაც საკმაოდ ბევრი.

ისინი ერთნაირები არიან, კარგად თავსებადი ინტელექტუალურად. მშვილდოსანი იდეალისტია, მერწყულიც სხვათა შორის. მშვილდოსანს უყვარს სიმართლე, არანაკლებ უყვარს საპირისპირო სქესის წარმომადგენლები. მართალია, ის მათთან ძირითად შემთხვევაში მხოლოდ მეგობრობს, მაგრამ ხშირად საკმაოდ ადვილად ერთვება ამ ე.წ. "მეგობრებთან" გაუაზრებელ ფლირტშიც . მართალია, ამ ყველაფერს მოგვიანებით თავად მოუყვება საყვარელ ქალს თანაც დეტალების სიზუსტით (მშვილდოსნებს გულისგანმგმირავი პირდაპირობა ახასიათებთ!), თუმცა მერწყული ქალი თუ ის წყლის სტიქიის ინტენსივობას არ უჩივის პირად რუკაში სავსებით შესაძლებელია, მის ამგვარ "გამოხდომებს" აბსოლუტურად გაგებით და ლოიალურობით მოეკიდება.

მშვილდოსნებს მერწყულის მსგავსად უყვართ სიახლეები და სიურპრიზები. ამიტომ თუკი ქმარი მშვილდოსანი აბსოლუტურად დაუგეგმავად მიემგზავრება რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში და იქედან ურეკავს ცოლს, რომ ამ უკანასკნელმა იქნებ მეორე დილით ჩააკითხოს (თან გაიყოლოს მისი შორტები და ბეისბოლის ჯოხი, რომელიც სიჩქარეში სახლში დარჩა) ქალი მერწყული სავსებით მშვიდად და ისტერიკების გარეშე ჩაალაგებს საკუთარ ბარგთან ერთად მითითებულ ნივთებს და სიამოვნებით შეუერთდება ქმარს დაუგეგმავ მოგზაურობაში .

სექსუალური თავსებადობის მხრივ ცეცხლი და ჰერი, საოცარ კომბინაციას ქმნის. ეს არასოდეს იქნება მოსაწყენი კავშირი. ამასთან ერთად, მრავლფეროვნების გარდა ამ წყვილს შორის, გასაოცარი გულისხმიერება არსებობს სექსში - ისინი ყოველთვის ითვალისწინებენ პარტნიორის მოთხოვნილებებს და სურვილებს. უსმენენ ერთმანეთს ამ მხრივ. რაც დამეთანხმებით იდეალური ოჯახური წყვილისთვის, ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.

ვერც მშვილდოსანს, ვერც მერწყულს ვერ მივაკუთვნებთ განსაკუთრებით ეჭვიანთა რიგებს. თუმცა, ერთიც და მეორეც დიდი დოზითაა მესაკუთრე. მათ შეუძლიათ მისცენ პარტნიორს თავისუფლება. თუმცა, არასოდეს თმობენ იმას, რაც მათია, არასოდეს სჭირდებათ ვინმესთან გასაყოფი სიყვარული.

რაღა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ წყვილს, ამ ორსაც შესაძლოა ჰქონდეს პერიოდული "ჩავარდნები" და პრობლემები

.

მაგალითად მერწყული ქალი ვერ აიტანს ქმარს, რომ მისი მრავალრიცხოვანი სამეგობრო არ მოსწონდეს. ასეთ დროს ისინი მხურვალე კამათს გამართავენ, მშვილდოსანი შეეცდება საკუთარი მოსაზრების დემაგოგიური გზით მტკიცებას. მერწყული კი მოგეხსენებათ, ფიქსირებული ნიშანია და ერთი ნაბიჯითაც არასოდეს დაიხევს უკან, თუკი მას ამა თუ იმ ადამიანზე კონკრეტული მოსაზრება გააჩნია და იგი მის სამეგობრო წრეს განეკუთვნება. ასეთ დროს მშვილდოსანს ისღა დარჩენია ან უკან დაიხიოს, ან "ნერვები გაანიავოს" მორიგი მოგზაურობით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ წვილის კონფლიქტები ძალზე მოკლე ვადით გრძელდება, ეს იმიტომ, რომ არც ერთს არ ახასიათებს ხანგძლივად გულში ბოღმის ჩადება.

მერწყული ქალი, მიუხედავად საოცარი ქალური მომხიბვლელობისა და სათუთი იმიჯისა (ხშირად ისინი, გამხდარი კი არა სიფრიფანებიც კი არიან) მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტის მართვაშია, ამიტომ გარეგნობის მიუხედავად, საოცრად ჯიუტი შეიძლება იყოს პერიოდულად. თუმცა, მშვილდოსანს, რომელიც ასევე მამაკაცური ენერგეტიკის მატარებელია, გარკვეული აგრესიულობა გააჩნია, როგორც ცეცხლის ნიშანს, რასაც ვერ ვიტყვით მერწყულზე. ურანის შვილების ფსიქოლოგიაში აგრესია, ან ღია ბრძოლა საკუთარი პრინციპების გამო არასოდეს შედის.

ამიტომ ქალი მერწყული, ყოველთვის მოახერხებს ტაქტიკურად მოიგოს ნებისმიერი კონფლიქტი მშვილდოსანთან მშვიდი სიჯიუტით. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს კარგიც კია, იმიტომ რომ გააფთრებული კენტავრი ყოველ ჯერზე უკან დაბრუნდება მასთან, როგორც საუკეთესო მეგობართან და მეწყვილესთან. თუნდაც ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, რომელსაც იგი როგორც წესი დაგროვილი ნეგატივისა და პრობლემების გადასაგორებლად გეგმავს ხოლმე.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?