ტყუპი ქალი & ტყუპი მამაკაცი

ტყუპი ქალი & ტყუპი მამაკაცი

სიტყვა "წყვილის" დეფინიცია, თუმცა თავს დავდებ, ტყუპების წყვილის შემთხვევაში ამგვარი დეფინიცია მცდარი აღმოჩნება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წყვილში ორი ადამიანი ერთიანდება - აქ კი მთელ ჯგუფზე გვაქვს საქმე.

თავად განსაჯერთ, ტყუპი ხომ თავისი არსით გაორებული ნიშანია, მას კიდევ ერთი თავისნაირიც რომ დავუმატოთ მთელ დაჯგუფებას მივიღებთ, ორსა და ოთხს შორის ხომ განსხვავება დიდია. ყოველ შემთხვევაში წყვილის ცნებას ეს ყველაფერი ნამდვილად არ შეესაბამება . თუმცა, არაფერია ზემოთქმულში საპანიკო, ტყუპების წყვილი ზუსტად იმიტომ არის ერთმანეთის კომპანიაში კარგად რომ მათ გამუდმებით ეგულებათ ურთიერთობის გასანეიტრალებლად, სხვა "მეორე მე", რომელსაც პერიოდულად სცენაზე გამოუშვებს ხან ერთი ხან მეორე ტყუპი.

ამ ორს - უფრო სწორად "გაოთხებულ“ ორს, ხშირად სავსებით განსხვავებული შეხედულებები შეიძლება გააჩნდეს ყველაფერზე. დაწყებული ურთიერთობებით, დამთავრებული ყოველდღიური წვრილმანებით და ფინანსებთან დამოკიდებულებით. თუმცა, ისინი აუცილებლად თანხმდებიან ერთში - იდეალურად ესმით პარტნიორის თავისუფლების სრული ხელშეუხებლობა. შესაბამისად, ტყუპების კავშირი ამ მხრივ, აბსოლუტურად ჰარმონიული იქნება.

ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ინდივიდებს, ხშირად თავადაც უჭირთ იმის გაგება რომელია მათი ხასიათის რეალური და დადებითი მხარე. დუალური ბუნების გამო, ისინი ხშირად თავად იბნევიან საკუთარი პიროვნების სულიერ თუ ემოციურ ლაბირინთებში.

ამიტომ როცა ქალი ტყუპი, მამაკაც ტყუპს უკავშირებს ცხოვრებას ყველაფერი ამისგან ერთი დიდი დომხალი გამოდის, სადაც თავისა და ბოლოს, მტყუანისა და მართლის გარჩევა უცხოს კი არა თავად პარტნიორებსც უჭირთ.

ტყუპის ზოდიაქოს მატყუარა მერკური მართავს, მართალია, იგი პლანეტა ურანივით ნიჭიერი ვერაა გარდასახვასა და მრავალათასი ნიღბის მორგებაში, მაგრამ მერკურიც საკმარისი დოზით ანიჭებს თავის შვილებს ცვალებადობას ხასიათში. ამიტომ ჭეშმარიტი ტყუპის ტვინი ძილშიც არ ისვენებს ბოლომდე და გამუდმებულ ძიებაშია, თუ საკუთარი თავის თუ ახალ-ახალი იდეების.

ტყუპს უყვართ მათსავით ჩახლართული ხასიათის მქონე ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჩახლართულობა არ ნიშნავს სიმძიმეს ისეთს, როგორიც მაგალითად მორიელებს ახასიათებთ. ამიტომ თუ მსგავსი ტიპის პარტნიორი ხვდებათ, ტყუპი მარტივად და სინდისის ქენჯნის გარეშე იცილებენ მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას თავიდან. ჰაერის ნიშნები ზოგადად ვერ იტანენ მუხრუჭებს.

სამაგიეროდ, იგი მარტივად აღფრთოვანდება ისეთი პარტნიორით, რომელიც კროსვორდივით ძნელად ამოსახსნელი და რუბიკის კუბიკივით ასაწყობ-დასაშლელი იქნება. მერკურით მართულ ნიშნებს მოსწონთ მსუბუქი ტვინის ჭყლეტის პროცესი, თუნდაც ამის მიზეზი მათივე სიყვარულის ობიექტი იყოს ხოლმე.

ორი ტყუპის ურთიერთობა საქანელაზე თავდავიწყებით მოქნავე ანცი მოზარდების საქციელს წააგავს. მათ ოჯახურ ცხოვრებაში აუცილებლად იქნება თავბრუდამხვევი აღმაფრენები და მტკივნეული დანარცხენები ძირს. თუმცა, ერთი რამ უდავოა, მოწყენილობა ამ წყვილის ურთიერთობაში არავითარ შემთხვევაში არ დაისადგურებს. სამაგიეროდ, არც ერთი მათგანი არ მიიტანს ახლოს გულთან ენაგესლიანობის იშვიათ გამოვლინებას, რომლითაც მერკურის შვილები საკმარისზე მეტადაც კი არიან ზოგჯერ დაჯილდოებული.

ტყუპმა იცის როგორ გაატაროს ყურსა და ყურს შუა მწარე გამონათქვამები. ეს ორი იდეალურად გაუგებს ერთმანეთს ინტელექტუალური და მენტალური კუთხით. მთლად იდეალური იქნება, თუკი ისინი საერთო სფეროში საქმიანობენ. მართალია, ხშირი და ცხარე კამათი პროფესიული კუთხით გარანტირებული იქნება ამ ოჯახში, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ორი ტყუპის კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს.

ტყუპების წყვილი იშვიათად იტანჯება ურთიერთის მიმართ განსაკუთრებული ეჭვიანობით. კლასიკური ტყუპის ნიშნის წარმომადგენლები ნაკლებად ეჭვიან და მესაკუთრე ინდივიდებს განეკუთვნებიან. ამიტომ წყვილები მსგავსი კომბინაციით, ხშირად სავსებით მარტივად ახერხებენ მეუღლესთან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იქონიონ მიწერ-მოწერითი კონტაქტი, თუკი პროფესიული საქმიანობის გამო უწევთ სხვა ქვეყანაში რაღაც პერიოდის მანძილზე გადაბარგება. მანძილის თემა ტყუპების ცხოვრებაში, შეუძლება ითქვას პირიქით - ამყარებს კიდეც ურთიერთობებს. ტყუპი ხომ ცვალებადი ნიშანია, ამიტომ მისთვის დროდადრო პარტნიორის საზოგადოებისგან სრული დასვენებაც იდეალური განტვირთვა იქნება. სამაგიეროდ, მომავალში უფრო მეტად და ახლებურად ეყვარება მას საკუთარი მეორე ნახევარი.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?