კირჩხიბი ქალი & თხის რქა მამაკაცი

 კირჩხიბი ქალი & თხის რქა მამაკაცი

სამ, ძირითადად ფაქტორადაა დაყოფილი - სახლი, ბავშვები და ფული. თანდათანობით ოცნება, გეგმას ემსგავსება (ყველა კირჩხიბი ქალი გეგმავს კარგად გათხოვებას), გეგმა კი რეალობაში ისხამს ფრთებს. თუმცა, საქმეს ართულებს ის, რომ შესაფერისი კანდიდატურის პოვნა ძნელდება ოჯახის მეთაურის თანამდებობაზე. არიან კაცები, რომელთაც მისთვის ამ სამი პუნქტიდან მხოლოდ ორის შესრულება შეუძლიათ, ან სულაც ერთის...  კირჩხიბის ადგილზე სხვა ქალი იქნებ დასთანხმებოდა ამგვარ რამეს, მაგრამ კირჩხიბი, რომელსაც ლამის ბავშვობის ასაკიდან აქვს გაწერილი საკუთარი ოცნება ოჯახზე, ბავშვებზე, სახლზე არაფრის დიდებით არ მიიღებს იმაზე ნაკლებს ვიდრე ელის და წარმოუდგენია.

თანაგრძნობის უნარი, მეუღლის მშვიდი ხასიათი და სტაბილურობის განცდა - ეს ყველაფერი კომპლექტშია საჭირო კირჩხიბისთვის საიმისოდ, რომ მან პარტნიორი მამაკაცი მართლაც რომ გააბედნიეროს. ქალი კირჩხიბები მოწოდების სიმაღლეზე არიან დედის, ცოლის და კარგი მეუღლე-თანამოაზრის როლში. ასე რომ, მისი მოთხოვნები მამაკაცებო, სულაც არ გახლავთ გადამეტებული. ეს ქალი იმსახურებს იმას, რასაც ითხოვს თქვენგან.

ქალი კირჩხიბის კიდევ ერთი უნიკალური და დასაფასებელი ღირსება, მის მოთმინების უნარში მდგომარეობს. ქალი კუროც გახლავთ მომთმენი, მაგრამ მას უჭირს ახალ გარემოში ლავირება და პერიოდული სიხისტეც ახასიათებს, მაშინ როცა კირჩხიბი იდეალურად ერგება ნებისმიერ სიტუაციას და სცენარს. ამასთან ერთად, მისი ერთგულება ოჯახის წევრების მიმართ მართლაც უსაზღვროა. შესაბამისად, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამრი, რომელიც არანაკლებ აფასებს და აფეტიშებს საკუთარ ოჯახს, ტრადიციებსა და ფესვებს აღფრთოვანებული დარჩება კირჩხიბი ქალის ამ თვისებით. ცნობილი ასტროლოგი ლინდა გუდმენი ხუმრობდა, რომ თხის რქა რომელიც ისრაელს, ზოგადად ებრაელ ნაციას მართავს, ხასიათში ატარებს ზუსტად ამ ეთნოსისთვის დამახასიათებელ თვისებებს, ხოლო ქალი კირჩხიბი საუკეთესო კანდიდატურაა ებრაული ოჯახის დედის პოსტზე. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ქალი კირჩხიბი გარეგნულად ზოგჯერ უმწეო, ინფანტილური და სუსტი მოჩანს, შინაგანად გასაოცარი გამბედაობით და მდგრადობით გამოირჩევა, თუკი საქმე ოჯახის ინტერესების დაცვას შეეხო. თხის რქას კი ზუსტად მისი ეს თვისება აჯადოებს.

კირჩხიბი ქალი საზოგადოებაში არასოდეს ითამაშებს დომინანტის როლს ურთიერთობაში. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ კირჩხიბის ნიშანი კარდინალურ ნიშანთა კატეგორიას განეკუთვნება და უფროსობის მოთხოვნილება მას საკმარისი დოზით გააჩნია ხასიათში, თუმცა იგი ამას შემოვლითი გზებით და გასაოცარი წინდახედულებით ახორციელებს მეუღლესთან მიმართებაში. მით უმეტეს, თუ იგი შეყვარებულია, შესანიშნავად მოახერხებს "რუხი კარდინალის" როლის თამაშს ისე, რომ მამაკაცი რეალურად ვერც კი გააცნობიერებს ვინ ფლობს სინამდვილეში ოჯახში სიტუაციის სადავეებს.

თხის რქა პატივმოყვარე, ამბიციური და ამაყი ნიშანია. მართალია, იგი ამ ყველაფერს ხმაურით და დებოშით არც არასოდეს გამოხატავს, მაგრამ ყოველთვის გააჩნია მოთხოვნილება, რომ უფრო და უფრო მაღლა წავიდეს ცხოვრებისეულ კიბეზე - იქნება ეს კარიერა, ფინანსური სფერო თუ პირადი ცხოვრება. თუმცა, მას აქვს ერთი ნაკლი - არ შეუძლია მოდუნდეს ემოციურად და ძალზე ხშირად ზუსტად ამის გამო სდებენ თხის რქას ბრალს სხვა ადამიანები სიცივეში . კირჩხიბი კი ის ქალია, ვისგანაც თხის რქას ამ ყველაფერის სწავლა შეუძლია და რაც მთავარია, კირჩხიბი ახერხებს კიდეც მის გახსნას ემოციური კუთხით. მარტივად რომ ვთქვათ, ამ ორს ერთმანეთი ჰაერივით სჭირდება.

კირჩხიბი, რომელიც თხის რქას უკავშირებს თავის ცხოვრებას რეალურად იღებს მეუღლეს, რომელიც ერთბაშად არის ვაჟკაცურიც და საიმედოც, მკაცრიც და მზრუნველიც, გაწონასწორებულიც და თბილიც. და რაც ყველაზე მთავარია, უპირობოდ ერთგული თავისი მეორე ნახევრის და ზოგადად, ოჯახის.

თხის რქა კონსერვატორია ბუნებით, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ქალის ჭეშმარიტი ადგილი ოჯახშია, შვილებთან და ქმართან ახლოს. კ ირჩხიბი ქალი კი, რომელიც მოწოდებით არის იდეალური დიასახლისი და დედა, არასოდეს გააპროტესტებს მეუღლის მხრიდან წამოსულ მოთხოვნას - პრიორიტეტული იყოს მისთვის ოჯახის ინტერესები და მხოლოდ ამის შემდეგ კარიერა.

ქმარი თხის რქა, რომელიც მერკანტილური თვისებების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, იშვიათად მოსთხოვს კირჩხიბ ცოლს ქრონიკულ დიასახლისად იქცეს, მაშინ როცა ამ უკანასკნელს შესანიშნავად გამოსდის მუშაობა და ფულის გამომუშავება. საერთო ბიუჯეტის ზრდადი პერსპექტივა კი დამერწმუნეთ, ორივესთვის მნიშვნელოვანი რამაა ცხოვრებაში. თუმცა, კირჩხიბი მაინც შეძლებს ოჯახური ვალდებულებებისა და პროფესიული საქმიანობის ბალანსირებულ შეთავსებას. გაიხსენეთ სტატიის დასაწყისში ნახსენები მისი უნარი, მარტივად მოახდინოს სიტუაციაში ლავირება. ამასთან ერთად ეს ორი იმაშიც თანხმდება, რომ ფული არამხოლოდ უნდა გამომუშავდეს, არამედ უნდა გადაინახოს კიდეც წყვილმა შავი დღისთვის ან უკეთესი მომავლის საშენებლად. უკეთესი მომავალი და სტაბილური, ოჯახური ცხოვრება კი კირჩხიბი-თხის რქის წყვილს აუცილებლად ექნება. იმიტომ რომ, ისინი ზუსტად შეესიტყვებიან ერთი მთლიანობის ორი ნახევრის ცნებას - ოპოზიციური ნიშნები ხომ ყველაზე კარგად ახერხებენ თანაარსებობას რეალობაში, მით უმეტეს, თუ მათ აქვთ უნარი პატარ-პატარა კომპრომისზე წასვლა აიძულონ საკუთარ თავს, პარტნიორული კავშირის საკეთილდღეოდ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?