ქალი ტყუპი & მამაკაცი სასწორი

ქალი ტყუპი & მამაკაცი სასწორი

(ჰაერის სტიქიის) წარმომადგენელია და სახასიათო შტრიხები საკმაოდ იდენტური გააჩნიათ, ნამდვილად იძლევა იმის ვარაუდის საბაბს, რომ მათ შორის ჰარმონიული და მყარი ქორწინება შეიძლება შედგეს. თუმცა, ზუსტად ზემოხსენებული იდენტურობა ხშირად დიდი დავიდარაბისა და პრობლემების მიზეზიც გახდეს იქნებ ამ წყვილს შორის. ტყუპი და მერწყული ერთმანეთს შესანიშნავად "გრძნობენ", ისიც შესანიშნავად იციან რამდენად ცვალებადია მათი შინაგანი სამყარო და ემოციური ფონი. თუმცა თუკი რომელიმე მათგანს მთვარე ან ასცენდენტის ნიშანი წყლის ან მიწის ნიშნებში აქვს განლაგებული, შესაძლებელია ამ წყვილს შორის ხანგრძლივი და სტაბილური კავშირიც დამყარდეს. თუმცა რეალურად ტყუპი-სასწორის დუეტს, ძალზე დიდი შანსები გააჩნია ბედნიერი ქორწინებისთვის.

როგორც ტყუპი ისე სასწორი ინტელექტუალური აქტივობისა და ერუდიციისკენ მიდრეკილი ნიშანია. ამიტომ მათ შორის ყოველთვის იქნება თუ ჩაისთან განსახილველი არა, საკამათო თემა მაინც. ქალი ტყუპი განსაკუთრებული მიდრეკილებით წესრიგისა და გეგმიურობისადმი არ გამოირჩევა, მაგრამ ქმარი სასწორისთვის მისაღებ ჰარმონიულ და ესთეტიკურ ატმოსფეროს წამის მეასედში შექმნის ხოლმე სახლში - გაიხსენეთ, ტყუპი ხომ მერკურის შვილია ხელებიდან ცეცხლი გასდის და ყველა იმ საოჯახო საქმეს, რასაც ქალები ზოგჯერ რამდენიმე საათსაც ანდომებენ ხოლმე, ტყუპი ცოლი სულ რაღაც საათნახევარში პარალელურ რეჟიმში მოითავებს ღიღინ-ღიღინით. ისე რომ საღამოს, შინ დაბრუნებულ მის "ვენერიულ" ქმარს ოჯახურ სიმყუდროვესთან ერთად რომანტიკული ვახშამიც არ მოაკლდეს. ამ წყვილის სახლში ვერ ნახავთ ზედმეტ ავეჯს, სამაგიეროდ, აუცილებლად იპოვნით რბილ პუფებს და საქანელა სავარძლებს, საიმისოდ, რომ ნებისმიერმა სტუმარმა ოჯახის მასპინძლების დიდი ბიბლიოთეკა აითვისოს სურვილისამებრ . მეგობრებისთვის კი ჰაეროვანი დუეტის სახლის კარი მერწმუნეთ ყოველთვის ღია იქნება.

თუკი პერიოდულად მაინც დაისადგურებს გარკვეული კონფლიქტი ამ ორს შორის, თითქმის ყოველთვის ჩხუბის წამომწყები ტყუპი იქნება. თუმცა მისი დასრულების პრეროგატივა აუცილებლად ეკუთვნის სასწორს - როგორც ჭეშმარიტ დიპლომატიურობის განსახიერებას. ქალი ტყუპი ხომ მიუხედავად საკუთარი ქალური იმიჯისა, გაცხარების შემთხვევაში ენას როგორც ბასრ ხანჯალს ისე იყენებს. თუმცა მას შემდეგ რაც იგი მრავალსაათიანი ამაო მონოლოგის მერე, ქმრის ანგელოზურად მშვიდ და მომღიმარე სახეს დაინახავს, სხვა არაფერი დარჩება გარდა კაპიტულაციისა. მით უმეტეს, რომ ტყუპს როგორც ტიპურ "სწრაფად განიავებად" ჰაერის ნიშანს ბრაზი საკმაოდ მალე გადასდის და საერთოდაც ავიწყდება კიდეც თუ რატომ და რაზე გაბრაზდა.

მან შესაძლოა ერთ დღეს დიზაინერობა მოინდომოს, რამდენიმე დღის შემდეგ მკვდარი ზღვის ხელნაწერების კვლევით დაინტერესდეს. რომელსაც საბოლოოდ კვირის ბოლოს კულინარიის კურსებზე სიარულით ჩაანაცვლებს... ჰოდა, მხოლოდ ქმარი სასწორი მოახერხებს მის ამ აბურდულ-დაბურდულ გატაცებებს გაუგოს და გაიზიაროს აღტაცება, რომლითაც იგი საღამოს პირველად მომზადებული ფრანგული სუპით იამაყებს. მამაკაცი სასწორი არც კუროა და არც ვერძი, რომ ცოლი ტყუპის თავქარიანობით გაღიზიანებულმა ან საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუწყვიტოს ამ უკანასკნელს, ან უბრალოდ და მარტივად გარეთ გასვას იგი მისი კულინარიული ექსპერიმენტებით თავმობეზრებულმა. სასწორი საკმაოდ ლოგიკურად აზროვნებს, შესაბამისად, მშვენივრად ეხერხება ჰაეროვანი მეორე ნახევრის კონტროლი და არასოდეს მისცემს მას იმის უფლებას, რომ სისულელეების კეთებაში ზღვარს ბოლომდე გადააბიჯოს. სასწორის უნიკალური თვისება, მარტივად გაარკვიოს ცოლი სიტუაციის არსში და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა ასწავლოს ქალ ტყუპს აღტაცების საბაბს აძლევს. მას ხომ ასე სჭირდება პერიოდულად საკუთარი აზრების დალაგება.

კიდევ ერთი და უმთავრესი შემაკავშირებელი ჯაჭვი ამ ორის ურთიერთობაში კარგი სექსუალური თავსებადობაა. ჰაერის ნიშნები ინტიმის საკითხში ფანტაზიის უნარს და სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტების ჩატარების მცდელობას ნამდვილად არ უჩივიან. შესაბამისად, ამ წყვილის ინტიმური ცხოვრება არასოდეს იქნება ერთფეროვანი. მართალია მათი ვნება არ იქნება ისეთი მწველი, გიჟური და ყოვლისმომცველი როგორიც მაგალითად მორიელის და ლომის, ან მშვილდოსანის და ვერძის მაგრამ ორი ჰაერის ნიშანი წლების მანძილზე შეინარჩუნებს მრავალფეროვნებას და სექსუალურ ინტერესს ერთმანეთის მიმართ, ზუსტად ამ ჰაეროვნების გამო. რაც დამეთანხმებით მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჰარმონიული ოჯახური ცხოვრებისთვის.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?