მამაკაცი მორიელი & ქალი ტყუპი

მამაკაცი მორიელი & ქალი ტყუპი

ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კიდევ ერთ წყვილზე ასტროლოგიური "მონა-ბატონის" სერიიდან. დიახ, დიახ რაც არ უნდა შეელახოთ თავმოყვარეობა ჩვენი საიტის მორიელ მკითხველებს (და მორიელები, როგორც წესი, თავს ყოველთვის, ყველაზე ძლიერებად აღიქვამენ... რიგ შემთხვევებში ასეც არის უდავოდ, ოღონდ ამ შემთხვევაში არა), თვალი უნდა გავუსწოროთ სინამდვილეს და ტყუპის, როგორც თქვენი ვექტორული ბატონის უპირატესობა უნდა ვაღიაროთ ძვირფასო მორიელებო.

ასტროლოგები თვლიან, რომ კავშირი ამ ორს შორის კარგი მეგობრობის ფარგლებში უკეთ ვითარდება ვიდრე წყვილის სახით. ტყუპი ინტელექტუალური და ცნობისმოყვარე ნიშანია, მორიელი კი თუკი, რა თქმა უნდა, ტყუპმა მისი გახსნა და გულახდილობაზე წამოყვანა შეძლო, თავისებურ "მენტალურ საბადოდ" შეიძლება იქცეს ტყუპის ცნობისმოყვარე გონებისთვის . თუმცაა ტყუპისა და მორიელის ემოციური დონე, მენტალიტეტი და ხასიათის უმთავრესი შტრიხები იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ სიყვარული, მით უმეტეს ხანგრძლივი და მყარი მათ შორის მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ერთის მზე მეორის მთვარის ნიშანს შეესაბამება ან ასე თუ ისე ჰარმონიულ ასპექტებს ქმნის მასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ორივეს მოუწევს მუდმივი კომპრომისის რეჟიმის ჩართვა საიმისოდ, რომ ურთიერთობაში ჰარმონია და რაც მთავარია, სტაბილურობა შეინარჩუნოს.

კომპრომისები კი ოოო, როგორ რთულად მიიღწევა ამ წყვილს შორის რომ იცოდეთ. Sealed

დავიწყოთ იქედან, რომ ქალი ტყუპისთვის სიტყვა "სამუდამო" (მხედველობაში გვაქვს სამუდამო სიყვარული) პანიკის შეტევას ნიშნავს. მას საშინლად აწუხებს რუტინა და ერთფეროვნება. ამიტომ ნებისმიერი მუდმივობა, თუნდაც ეს საყვარელ ადამიანთან გატარებული წლები იყოს, ქალ ტყუპს ნერვულ აშლილობამდე მიიყვანს. მაშინ როცა "დროებითობის" განცდა მორიელისთვის ეჭვიანობის მძაფრი შეტევის საწინდარია . ტყუპისგან განსხვავებით, მორიელს არ შეუძლია ურთიერთობა მოკლე ვადით, სანახევროდ და ზედაპირულად. თუკი მან ვინმე ან რამე "შეისისხლხორცა", თავისად მიიჩნია და რაც მთავარია, შეიყვარა, ეს უნდა იყოს მუდმივად, დიდხანს, სასურველია კუბოს კარამდეც. ასე ესმის და სწამს სიყვარული მორიელს.

მუდმივად ერთი კაცის ერთგული იყოს, თუნდაც მენტალურად ტყუპს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი მისი მისამართით მესაკუთრული გრძნობების გამომჟღავნება არ ხდება აშკარა სახით პარტნიორის მიმართ. ტყუპი ჰაეროვანი ნიშანია, შესაბამისად, ფრთებს თუ დააჭრის ამ ქალს მორიელი, რეალურად მისგან მიიღებს გაავებულ და ნერვოზიან ალქაჯს, რომელთან ცხოვრებაც არც ერთ მამაკაცს აღარ ხელეწიფება. ამიტომ საიმისოდ, რომ მორიელმა ამ ქალის გულის დაპატრონებაც შეძლოს მის სხეულთან ერთად, აუცილებელია, თანდაყოლილი მანიპულაციის უნარი მოიშველიოს ნაცვლად ეჭვიანი გამოხდომებისა და საყვარელ ქალს "თვალის ასახვევად" მაინც მისცეს სასურველი თავისუფლება. ამგვარი მიდგომით ტყუპი ნელ-ნელა აღმოაჩენს, რომ სიტყვა მუდმივი, რომლისაც მას ასე ეშინოდა ურთიერთობის დასაწყის ეტაპზე, ქორწინების 20 წლის თავზე, არცთუ ისე საშიში და რაც მთავარია, შეუმჩნეველიც კი ყოფილა.

თავის მხრივ, მორიელმა უნდა შეძლოს იმის გათავისება, რომ ქალი ტყუპის კონტაქტური ხასიათი და სურვილი პირველივე შემხვედრთან გააბას ნაცნობობა, სულაც არ ნიშნავს მისი მხრიდან პოტენციური ღალატის სურვილს ან შესაძლებლობას. ტყუპი ინტერესიანები არიან, თუმცა ფიზიკურ დონეზე საყვარელ მამაკაცს მხოლოდ იმ შემთხვევაში ღალატობენ, თუკი ეს უკანასკნელი აბსოლუტურად ართმევს მათ მრავალმხრივი და საინტერესო ცხოვრების შესაძლებლობას. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავგადასავლებისა და ახალ-ახალი ემოციების ძიებაში, ღალატიც ერთგვარ თავგადასავლად განიხილება. ამ ყველაფერს ემატება ტყუპისთვის დამახასიათებელი დაუდევრობა, თვისება ყველგან და ყოველთვის დააგვიანოს, არასოდეს აღიაროს თავი დამნაშავედ და მორიელიც საკუთარი ბუნების ყველაზე ჩრდილოვან მხარს გამოაჩენს ამ დროს მასთან ურთიერთობაში. მორიელის შხამიანობაზე კი ალბათ იცით ლეგენდები დადის. სიტყვები მისთვის ტყვიაზე უფრო ზუსტი და ბასრი იარაღია. თუმცა, მთელი ეს არტილერია, რაც არ უნდა უცნაური იყოს ტყუპზე არ ჭრის Laughing აი, რაში ვლინდება ვექტორულობა ამ წყვილში.

ტყუპი ჰაერის ნიშანია, შესაბამისად, მორიელის მცდელობა გული ატკინოს მას საკუთარი ცინიზმით, ისეთივე ეფექტს იძლევა როგორც ჰაერში გასროლილი საფანტი. ტყუპს არასოდეს შესწევს ძალა ბოლომდე მოისმინოს და გაიაზროს პარტნიორის რეპლიკები, თუმცა შესაძლოა, მოსმენის შემდეგაც არ დაიბოღმოს ამაზე. ჰაერის ნიშნებს გააჩნიათ ერთი, რიგ შემთხვევაში დადებითი, რიგ შემთხვევაში უარყოფითი თვისება - ზედაპირულობა. ამიტომ ემოციურად ტყუპის "მოცელვა" მორიელისთვის არათუ რთული, ხშირად შეუძლებელიც იქნება. სამაგიეროდ, ამ ფაქტსაც აქვს თავისი დადებითი მხარე. ტყუპი როგორც მოუხელთებელი ინდივიდი, მორიელის ეჭვიან ბუნებას დიდი ხნით მისცემს სტიმულს საიმისოდ, რომ პარტნიორი არასოდეს მოიბეზროს. ამასთან ერთად, ურთიერთობას "საწვავს" დაუმატებს მათი სექსუალური ურთიერთობაც, რომელიც მორიელის უზომო ვნებიანობისა და ტყუპის კრეატიულობის ხარჯზე მართლაც რომ შესანიშნავი იქნება. ტყუპს, როგორც წესი, იშვიათად გააჩნიათ რაიმე სახის ტაბუ სექსში, მორიელის უზომო მადას კი მსგავსი მიდგომა ძალიანაც წაადგება. ის არ მოიწყენს ამ პარტნიორთან სექსუალური კუთხით.

მორიელი მუდმივი ნიშანია, ტყუპი კი ცვალებადი (მუტაბელური), ამიტომაც არის ძირითადი პრობლემების მიზეზი მსგავს წყვილში მსოფლმხედველობის და ფსიქოლოგიური შტრიხების განსხვავებულობა. სამაგიეროდ, ტყუპს გააჩნია უნარი მოერგოს პლასტენინივით მოერგოს სიტუაციას, რაც აუცილებლად შეამცირებს ამ წყვილს შორის დაძაბულობას. ამას დავუმატოთ ტყუპი ქალისთვის დამახასიათებელი მეგობრულობა, ინტელექტუალური მიდგომა ნებისმიერი საკითხის მიმართ და კარგი დიასახლისის მონაცემები (ოღონდ, როცა შესაბამის ხასიათზეა მაშინ) და სავსებით შესაძლებელია, მივიღოთ წყვილი, რომელიც მართალია არ გამოირჩევა სანიმუშო და მშვიდი ურთიერთობით, მაგრამ მათ შორის არის რაღაც უფრო საინტერესო, მუდმივი თამაშისა და ერთმანეთის ხელახლა გაცნობა-აღმოჩენის ერთობლიობა, რის ხარჯზეც ეს ორი არასოდეს დაკარგავს ურთიერთ ინტერესს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?