როგორი ურთიერთობა და პერსპექტივა აქვთ მამაკაც ლომსა და ქალ სასწორს?

როგორი ურთიერთობა და პერსპექტივა აქვთ მამაკაც ლომსა და ქალ სასწორს?

მამაკაცი ლომი სასწორი ქალის კომპლიმენტებს ოდნავ შესამჩნევი კრუტუნით "გადაყლაპავს", ისე, როგორც კატა სვლეპს ნაღებს. მაგრამ მრისხანედ შეკრავს კოპებს, როცა ქალი სასწორი არსენალში არსებულ კიდევ ერთ თვისებას - ურთიერთობაში დომინანტობის სურვილს გამოავლენს. ეს ის კაცი არ არის, ვისაც შეგიძლია უკარნახო რა, როდის და როგორ უნდა თქვას ან სად ილაპარაკოს საერთოდ. ლომებს სწორხაზოვნება ახასიათებთ, ამიტომ სასწორი რომელიც თავის მხრივ ყოველთვის ცდილობს ერთი მედლის ორი მხარის ობიექტურად დანახვას, მხოლოდ წააგებს, თუკი ეცდება "დიდ კატას" სიტუაციის აწონ-დაწონისკენ უბიძგოს. მეფის სიტყვა კანონია და მორჩა!

Astrologia

სასწორი კარდინალური ნიშნების რიცხვს განეკუთვნება, ლომი კი ცეცხლის ფიქსირებული ნიშანია. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ჯიუტია, მეორე კი თავისნათქვამა, ამიტომ ამ ორის ურთიერთობა საწყის ეტაპზე მაინც აუცილებლად სავსე იქნება ფარული თუ ღია ურთიერთდაპირისპირებაზე ერთადერთი მიზეზით - ვინ იქნება მთავარი . სიყვარული კი მოგეხსენებათ პირველ რიგში ურთიერთკომპრომისის მეშვეობით საზრდოობს, ამიტომ ამ ორი მომხიბვლელი ადამიანის რომანი, რომელიც თავიდან შესაძლოა ერთობ პერსპექტიულად იწყებოდა შესაძლოა ჩიხში შევიდეს ზუსტად ზემოხსენებული კომპრომისის არარსებობის გამო. თუმცა, სასწორს ორი პინა აქვს და შესაბამისად უნარიც, სიტუაცია კარგად აწონ დაწონოს, სანამ გაჯიუტებული ლომი კულისებში იმალება და არაფრის დიდებით არ აპირებს გამოჩენას. მაგრამ რისთვის უბოძა მმართველმა პლანეტა ვენერამ სასწორს ეს ულამაზესი ნაჩხვლეტები ლოყაზე? ლომები ხომ აღმერთებენ სილამაზეს. ამასთან ერთად, ვენერამ სასწორი ქალი დიპლომატიის უნარით, ტაქტითა და სირბილითაც დააჯილდოვა. შესაბამისად, რაღაც პერიოდის მანძილზე თუ იგი ლომთან ურთიერთობაში მთელ თავის "ვენერიულ არსენალს" გადმოალაგებს და ცოტა ხნით დაივიწყებს იმას, რომ ურთიერთობაში აშკარა ლიდერობა სურდა "დიდი კატა" ძალიან მალე მის ფეხებთან გაეგება კრუტუნით .

Astrologia

ამასთან ერთად, თუკი სასწორი ყველაფერთან ერთად აქტიურად გამოხატავს ბევრისთვის ნაკლად ჩათვლილ თვისებას საკუთარ ხასიათში, მუდმივად იყოყმანოს გადაწყვეტილების მიღებისას მის დასახმარებლად აუცილებლად გამოიდებს თავს ლომი, რომელსაც საშინლად ხიბლავს ამქვეყნად ყველასთვის ჭკუის სწავლება. ახლა ხვდებით რა ცოტა კომპრომისია საჭირო საიმისოდ, რომ ამ ორის რომანი ჰარმონიულად განვითარდეს?

მზე და ვენერა, რომელიც ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს მართავს ერთობლიობაში იძლევა საოცარ ენერგეტიკას თუკი ვენერას "შვილი", მზის "შვილისთვის" მართვის სადავეების წართმევას არ შეეცდება, თუნდაც გაუცნობიერებლად. ცოტა მოთმინებისა და ტაქტიკს შედეგად კი, ეს სადავეები სასწორი ქალის ხელში თავისით აღმოჩნდება ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, იმიტომ რომ შეყვარებული ლომი ყველაზე დაუცველი არსებაა ამქვეყნად. სასწორი კი საკმაოდ ჭკვიანია საიმისოდ, რომ მისი ეს თვისება სათავისოდ არ გამოიყენოს . მთავარია, ლომი მიიყვანოს სასწორმა ამ კონდიციამდე.

Astrologia

ცოტა ახლოს თუ გაიცნობს ამ კაცს, ქალი სასწორი მიხვდება, რომ მისი ერთი შეხედვით ამაყი და გოროზი ნატურის უკან, მოსიყვარულე პიროვნება დგას, რომელიც მზადაა საყვარელი ქალის გულისთვის საოცარ გმირობებზე წავიდეს. თავის მხრივ, ლომიც იწყებს სასწორში ისეთი თვისებების დაფასებას, როგორიცაა მოსმენისა და დიპლომატიის ნიჭი. ამიტომ შესაძლებელია დროთა განმავლობაში, მან ამ ქალს გარკვეული დომინანტურობაც აპატიოს ურთიერთობაში. იმიტომ რომ მისი სახით იდეალურ მრჩეველს, კომპანიონსა და თანამოაზრეს შეიძენს.

ამგვარ წყვილში იშვიათადაა პრობლემის სათავე ფული. იმიტომ რომ ერთიც და მეორეც დაახლოებით ერთნაირად ეკიდებიან ფინანსურ საკითხებს და მატერიალური დოვლათის განკარგვის თემას. ფულით შეიძლება იყიდო კომფორტი და სილამაზე, რომელიც ლომს და სასწორს ერთნაირი სიძლიერით უყვარს. შესაძლოა ლომი სასწორისგან განსხვავებით ოდნავ ხელმომჭირნე და წინდახედული იყოს, მაგრამ თუკი საქმე მის კომფორტს და სიამოვნებას ეხება, ფულს არასოდეს დაინანებს. მაგრამ სასწორი ქალი არასოდეს დაეცემა იმ დონემდე, რომ მეუღლეს ამგვარი "კაპიკები" უკონტროლოს. სამაგიეროდ, წლების მატებასთან ერთად, ყველასთვის შესამჩნევი იქნება ამ წყვილს შორის ვის უკავია მართვის სადავეები ხავერდის ხელთათმანით შემოსილ რკინის ხელში (ზუსტად ამ ეპითეტით ამკობენ ასტროლოგები სასწორ ქალებს). ბოლოს და ბოლოს ქორწინება მისი "პროფილია" და ამ ქალს ზოდიაქოს ნებისმიერ ნიშანზე დაბადებულ მანდილოსანზე უკეთ ესმის პარტნიორობის არსი.

Astrologia

სექსუალური კავშირი ამ ორს შორის ჰარმონიული იქნება, იმიტომ რომ სასწორი, რომელიც აღმერთებს მოფერებას, რომანტიკასა და სინაზეს ანალოგიურ თვისებებს იპოვნის ლომში, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არ ჩანს ასეთი. ლომები ნუ დაგავიწყდებათ "დიდი კატები" არიან და აბა მითხარით, მოიძებნება კი ქვეყნად კატა, რომელსაც ჩახუტება და მოფერება არ სურს? ამასთან ერთად, სასწორის ნიჭი, საჭირო დროს და ზუსტი კონტექსტით "დააპუროს" ლომი კომპლიმენტებით არსად ისე არ ჭრის, როგორც საძინებელში.

მამაკაცი ლომი შინაგანად გარკვეული კომპლექსების მფლობელია, რომელსაც საყვარელი ქალის მხრიდან მუდმივი წახალისება და გაქარწყლება სჭირდება. ქალი სასწორი კი საკუთარი შეუდარებელი დიპლომატიითა და უნარით, არასოდეს დააჭიროს მამრს "მტკივან ადგილას" ფეხი ზუსტად, რომ საუკეთესოდ შეეფერება ლომს.

ეს იდეალური ან იდეალურთან სავსებით მიახლოებული კავშირია, იმ შემთხვევაში თუკი სასწორი ჭეშმარიტად ასრულებს დამბალანსებლისა და კარგი "ბეგრაუნდის" ფუნქციას ქორწინებაში. თუმცა, რეალურად ყველამ იცის, ვინ არის ამ სპექტაკლში ჭეშმარიტი "რეჟისორი".

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?