მამაკაცი ტყუპი & ქალი თევზები

მამაკაცი ტყუპი &  ქალი თევზები

და საოცრად რთული ხასიათის ადამიანების ერთობაზე ვსაუბრობთ. თავდაპირველად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ წყვილის შემთხვევაში თევზები აკეთებს ყველაფერს წყნარი და სტაბილური ურთიერთობისათვის. თუმცა, ის სრულებითაც არ არის მამაკაცის სურვილების ისეთი ბრმა შემსრულებელი, როგორც სხვებს (მათ შორის თავად ტყუპსაც) ჰგონიათ. ამ საკმაოდ სარისკო ურთიერთობაში ქალმა კარგად იცის რას აკეთებს, ის ბედნიერებით გაჯერებული ატმოსფერო, რასაც მას სიყვარული ანიჭებს ღირს იმად, რომ ხშირად წავიდეს კომპრომისზე. პასიური წინააღმდეგობა თევზების თანდაყოლილი ტალანტია ისე, როგორც მუსიკალური ან მხატვრობის ნიჭი. მან ზუსტად იცის როდის დაიხიოს უკან და როდის გადავიდეს შეტევაზე. ტყუპი მამაკაცი საკმაოდ გონიერია, მისი გაცურება არც ისე იოლია, მაგრამ ის ხშირად უძლურია თევზების ნეპტუნური სტრატეგიის წინაშე.

თევზები აკეთებს იმას, რასაც მოითხოვს მის გვერდითმყოფი ტყუპი პარტნიორი და აკეთებს იმას, რაც მას უნდა, როცა მამაკაცი არაა მასთან, თუმცა არ იფიქროთ, რომ ის ამ დროს ღალატობს, ან სხვა რაიმე საშინელებას სჩადის, უბრალოდ სძინავს განკუთვნილზე ცოტა მეტ ხანს, ან კითხულობს იმ წიგნს, რომელიც დიდად არ მოსწონს მის ტყუპ პარტნიორს. ტყუპს გათვლილი აქვს ყოველი წუთი, თვლის რომ დროის ფუჭად ხარჯვა საშინელი ცოდვაა. ის ნაკლებად აძლევს თავს მოდუნებისა და გართობის უფლებას.

ქალ თევზებს აბსოლუტურად სხვაგვარი წარმოდგენა აქვს დროის შესახებ. ის ფიქრობს, რომ დრო ამოუწურავია და მას უფლება აქვს ხანდახან არაფერიც არ აკეთოს. ამ დროს ის სულიერად ისვენებს, ეს კი აუცილებელია იმ თევზებისთვის ვინც თავისი ცხოვრება ტყუპს დაუკავშირა. ტყუპის ხასიათის ის თვისებები, რამაც თავიდან მოხიბლა თევზები, შემდგომ შეიძლება დამთრგუნველი აღმოჩნდეს მათთვის. ტყუპი ძალიან მოძრავი, მოუსვენარი ნიშანია, ის ისრუტავს ყველაფერს, რასაც კითხულობს ან ისმენს, სავსეა საინტერესო იდეებით, ფიქრობს, გეგმავს და მოქმედებს მაშინ, როცა თევზები დაკავებულია მხოლოდ უბრალო ყოფით.

ტყუპს შეუძლია წამში შეცვალოს ყველაფერი, მისმა პარტნიორმა თევზებმა არასოდეს იცის რას უნდა ელოდეს ტყუპისგან და ეს ანერვიულებს, აინტრიგებს და აღშფოთებს მას, მოულოდნელობებით აღსავსე ტყუპი ხიბლავს თევზებს, მაგრამ ზუსტად ეს თვისებები შეიძლება გახდეს თევზებისთვის განმარტოების მიზეზი. პასიური დამკვირებლის როლი მისთვის საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ როცა ხვდება, რომ თავადაც ხდება განუყოფელი ნაწილი პარტნიორის აღზევებისაც და დაცემისაც, თევზების სიმშვიდეს ბზარი უჩნდება.

ტყუპის მოუსვენარ რიტმს შეუძლია გამოიწვიოს თევზების ნერვული აშლილობა, დაარღვიოს მისი წონასწორობა. ამ შემთხვევაში თევზები იღებს გადაწყვეტილებას გასცილდეს გრძნობების ამ ორომტრიალს და დაბრუნდეს მაშინ, როცა აღიდგენს სულიერ წონასწორობას, მაგრამ ტყუპს ძალიან აღიზიანებს ეს გარიდება. მას აზრადაც არ მოსდის ის, რომ თავადაც ხშირად უმოქმედია მსგავსი ტაქტიკით, მიუტოვებია პარტნიორი მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მისი ყურადღება და თანადგომა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ტყუპი სიმბოლური ბავშვია, ბავშვები კი ხშირად ეგოსტურად იქცევიან. თუმცა, ტყუპს აქვს საოცარი სინაზისა და თანადგომის მომენტებიც.

სექსუალური სიახლოვე ამ წყვილს შორის არა მარტო ფიზიკური ერთიანობაა, ეს რაღაც ერთგვარი ნაზავია წყლისა და ჰაერის, რის შედეგად მამაკაცი ემსგავსება თავის პარტნიორ ქალს, ქალი კი - მამაკაცს. გასაკვირია, რომ ამ სიახლოვის შედეგად ქალი თევზები ხდება შედარებით აქტიური და რაციონალური, ტყუპი მამაკაცი კი - უფრო ნაზი და მშვიდი. მათი სექსუალური ერთობა შეიძლება გახდეს ორივეს განახლების წყარო, რის შედეგადაც წყვილს შეუძლია მიაღწიოს ისეთ ჰარმონიას, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია, მაგრამ ტყუპისთვის თითქოს კამათი აუცილებელია, რათა არ ჩაცხრეს მისი მერკურიანული მახვილგონიერება, მაშინ როცა თევზებს უნდა მოდუნდეს და არაფერზე ინერვიულოს, პარტნიორი მამაკაცი (ტყუპი) ცდილობს ქალს ყველაფერი რეალურად აჩვენოს და არ მისცეს მოდუნების უფლება.

კაცი - ტყუპის ცხოვრება სავსეა ცვლილებებითა და მოულოდნელობებით, მისი მამაკაცური ცნობიერების სირთულეები ხან იზიდავს, ხანაც აფრთხობს ქალ-თევზს, მას სასოწარკვეთილებაში აგდებს ის აზრი, რომ ვერასოდეს გაიცნობს პარტნიორს ბოლომდე. შეიძლება ამასვე ფიქრობდეს მამაკაციც, ეს თამაში არასოდეს სრულდება.

ტყუპიც და თევზებიც გაორებული ნიშანია. მეოცნებე თევზები თითქოს ვერ ამჩნევს უსიამოვნებებს და მაშინ ეს უსიამოვნებებიც (მისთვის) ქრებიან. თევზების დაკვირვებით, თუ მოთმინებით დაიცდის, პრობლემები თავისთავად მოგვარდება, მაგრამ თუ ტყუპი-მამაკაცი პრობლემას გადააწყდა, ის სასწრაფოდ უნდა გადაჭრას. მას უნდა ყველაფერს სასწრაფოდ მოჰფინოს ნათელი, მაგრამ ამაში ხელს უშლის საკუთარი ემოციების უმართაობა.

ამ წყლისა და ჰაერის ნიშნებს არ სჩვევიათ სითბოს ღიად გამოხატვა ისე, როგორც ეს სჩვევიათ ცეცხლის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს, მაგრამ მათ შეუძლიათ ერთმანეთს შესთავაზონ უდიდესი საჩუქარი - თავისუფლება. თევზები არასოდეს ითხოვს ანგარიშს. ტყუპი კი თვლის, მისი არყოფნის დროს თევზს შეუძლია იცუროს სადაც უნდა, მაგრამ თუ ის აქაა, ისიც აუცილებლად მის გვერდით უნდა იყოს, რადგან ტყუპს სჭირდება აუდიტორია, თევზები კი საკეთესო მსმენელია.

მამაკაცმა იცის, რომ თევზებს გულწრფელად აინტერესებს ყველაფერი, რაზედაც ის ლაპარაკობს. ტყუპი-მამაკაცისთვის ეს უბრალოდ აუცილებელია. თევზებმა კი იცის, რომ ამ ცვალებადი ხასიათის მამაკაცს ის ყოველთვის დასჭირდება, თევზებისთვის კი - იყოს საჭირო - აუცილებელია. უცნაურია, მაგრამ ტყუპმა შეიძლება ქალ-თევზებს უსაყვედუროს გაუაზრებელი ხელგაშლილობის გამო და თავად უარესი გააკეთოს. უფრო მეტიც - მამაკაცი ტყუპი, რომელიც ბუზღუნით ელოდება პარტნიორ თევზებს, მანქანაში ჩაჯდომისთანავე ეუბნება მას: "ძალიან ლამაზი ხარ ძვირფასო, რა მეშველებოდა უშენოდ!" ქალი იღიმება, მან ეს იცის და ამიტომაც არის ის მასთან აქამდე.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?