28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოერიდეთ ნათესავებთან კამათს, ურთიერთობის გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ტყუპი

შეიძლება ყველაფერი ისე არ მოხდეს, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, მშვიდად შეხვდით ყოველივეს. ნუგეშს ახლობლებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ჰპოვებთ.

კირჩხიბი

მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, რომლებიც მომენტალურ გამდიდრებას გპირდებათ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გვერდით.

ლომი

ოჯახის წევრების მიმართ მეტი სიყვარული გამოხატეთ; ახალგაცნობილებს გულს ნუ გადაუშლით. გაუფრთხილდით კუჭს და მოერიდეთ ჭარბი ალკოჰოლის მიღებას.

ქალწული

განაახლეთ ურთიერთობა მივიწყებულ მეგობრებთან, ნათესავებთან. აფერისტ და მოღალატე ადამიანებს კი სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოთ.

სასწორი

შეასრულეთ საქმეები, დანაპირები. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას პარტნიორებთან. უზრდელი ადამიანების ქცევაზე ნერვებს ნუ მოიშლით.

მორიელი

დღეს სამსახურის საქმეებისგან უნდა დაისვენოთ და მთელი დღე ოჯახსა და შვილებს დაუთმოთ. ეცადეთ გააუმჯობესოთ მათთან ურთიერთობა.

მშვილდოსანი

მამაკაცებს ქალბატონები საჩუქრებით გაანებივრებენ. ქალები მოერიდეთ გადამეტებულ კრიტიკას. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა. გაფრთხილდით ტრავმული დღეა.

თხის რქა

მატერიალური მდგომარეობა კვირის დასაწყისში გაგიუმჯობესდებათ. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ კამათს; ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.

მერწყული

დაისვენეთ, გამოიძინეთ. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს, გაწყვიტეთ კავშირი აფერისტ და მოღალატე ადამიანებთან.

თევზები

დასახული მიზნების მისაღწევად შრომა მოგიწევთ. ნუ დასჯერდებით წუთიერ გამარჯვებას. დაქორწინებულები მოერიდეთ რომანტიკულ ავანტიურას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით