29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

კარგი დღეა ონლაინ ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩასაწერად. ფული მოზომილად ხარჯეთ. მიმდინარე საკითხები უფროსთან ერთად განიხილეთ.

ტყუპი

მოერიდეთ ძვირად ღირებული და გამოუსადეგარი ნივთების შეძენას. უმჯობესია, ფული სწავლაში დააბანდოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი

კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ახალი თანამდებობის დასაკავებლად. ბიზნესმენმა ნიშნებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ საზღვარგარეთელ პარტნიორებს. საერთაშორისო პროექტები წარმატებით განხორციელდება.

ლომი

მოერიდეთ ფულის ფლანგვას, საეჭვო ბიზნესში დაბანდებას. არ ენდოთ ადამიანებს, რომლებიც გამდიდრებას გთავაზობენ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

ქალწული

დღეს თავს ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ, - დაგაფასებენ საქმიან პარტნიორები, კოლეგები, ახლობლები. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

სასწორი

დღეს ახლობლებთან ურთიერთობაში "ოქროს შუალედი" უნდა დაიცვათ და ერთმანეთზე განაწყენებული ახლობლებიც შეარიგოთ. რაც კიდევ უფრო გაგიმყარებთ ავტორიტეტს კოლექტივში.

მორიელი

ბავშვებთან დაკავშირებული ხარჯი მომატებს. ზოგიერთს სამედიცინო გამოკვლევა დასჭირდება, ზოგს - რეპეტიტორის დაქირავება. მოერიდეთ ფულის ხარჯვას ძვირად ღირებულ ნივთებზე.

მშვილდოსანი

აკონტროლეთ საკუთარი ქცევა და სიტყვები. მოერიდეთ დროისა და ფულის ფლანგვას. შეხვდით საქმიან პარნიორებს და გამართეთ მოლაპარაკებები.

თხის რქა

კარგი დღე გელით, განსაკუთრებით მამაკაცებს. საქმეებს წარმატებით დაასრულებთ და მეგობრებთან გართობისთვისაც დაგრჩება დრო. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრებაც.

მერწყული

დაუგეგმავი მგზავრობის, შეხვედრების დღეა. ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ, უცხო ენის კურსებზე. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ საზაფხულო შვებულება.

თევზები

გადაღლილი ხართ და მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ; მიიღეთ ვიტამინები. მზრუნველობა გმართებთ შვილების მიმართ. გაახალისით ისინი, დაეხმარეთ ცოდნის მიღებაში.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით