11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

აქტიური დასვენება სხვა დღისთვის გადადეთ. დღეს კი დაისვენეთ, საოჯახო საქმეები მოაგვარეთ. საღამოს საყვარელ დივანზე წამოწექით, წაიკითხეთ, ტელევიზორს უყურეთ.

ტყუპი

დაგეგმეთ შოპინგი, მეგობრებთან შეხვედრა, რომანტიკული პაემანი საყვარელ ადამიანთან. მოაწესრიგეთ წიგნების თარო და სააბაზანო. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; ოჯახის წევრებს გემრიელი სადილით გაუმასპინძლდით და მათთან ერთად უყურეთ საინტერესო ფილმებს. საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.

ლომი

მთელი დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, - დაალაგეთ სახლი, მოამზადეთ გემრიელობები. შეთანხმებულად ჩამოწერეთ საყიდლების სია და ერთად გაეგმგზავრეთ სავაჭრო ცენტრში.

ქალწული

დაალაგეთ სახლი, გადაახარისხეთ პირადი ნივთები, წიგნები, რაც ზედმეტი კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ. საღამო ან ბავშვებთან ერთად გასართობ ცენტრში, ან ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი

მოაწესრიგეთ საოჯახო საქმეები. კარგი დღეა საყიდლებისთვის; მეგობრებთან ერთად შოპინგისთვის. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი.

მორიელი

მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ. მეტად დაისვენეთ. დღე ოჯახში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ შინ.

მშვილდოსანი

აქტიურობა კვრისთვის გადადეთ; დღეს კი პასიურად დაისვენეთ. მოაწესრიგეთ სამომოსი, პირადი ნივთები. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ.

თხის რქა

დღეს სამსახურის საქმეები, სწავლა და ვალდებულებები არც გაგახსენდებათ. მთელი დღის შინ გატარება მოგინდებათ. საღამოს ვახშამზე ოჯახის წევრები შეკრიბეთ.

მერწყული

სიზარმაცის დღე დაგიდგათ, როცა საწოლიდან ფეხის გამოყოფაც არ გსურთ. თუ მნიშვნელოვანი საქმეები არ გაქვთ, შინ დარჩით, მოაწერიგეთ გარდერობი, წიგნების თარო. საღამო მშობლებთან ერთად გაატარეთ.

თევზები

საოჯახო საქმეები გამოძინების საშუალებას არ მოგცემთ. დილიდან შეუდექით ვალდებულებების მოგვარებას. ოჯახის წევრებს გემრიელი სადილით გაუმასპინძლდით. საღამოს, თუ ჯერ სასიყვარულო პარტნიორი არ გყავთ, მეგობრებს უმასპინძლეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით