30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

სხვების შეცდომების გამო საკუთარ თავს ნუ დაისჯით. ნუ შეუშინდებით დაბრკოლებებს და მეტად გაბედულად იმოქმედეთ. დღეიდან დაიწყე მსუბუქი ვარჯიში და თაფლიანი წყლის დალევა. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.

ტყუპი

დილა სუფთა ჰაერზე ვარჯიშით დაიწყეთ. სამსახურში ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ახლობლების მიმართ ნუ იქნებით პრეტენზიული. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. საღამო მათთან ერთად გაატარეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან.

კირჩხიბი

სამსახურში ნუ გამოიჩენთ ინიციატივას. შორიდან დაკვირდით მოვლენების განვითარებას. მეტი დრო დაუთმეთ სახლის მოწყობა; მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან. საღამო ჰობის დაუთმეთ, რაც ნერვებს დაგიმშვიდებთ.

ლომი

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს წარმატებაში და გამოასწორეთ შეცდომები. გახსოვდეთ, რომ სასურველის მისაღწევად პრიორიტეტები სწორად უნდა გადაანაწილოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

ქალწული

სასიამოვნო სიახლეები გელით სახლშიც და სამსახურშიც. ოჯახის წევრები მზრუნველობით გაგანებივრებენ. ნუ გააფორმებთ ახალ ხელშეკრულებებს. სამსახურის შემდეგ გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მოერიდეთ ხმაურიან წვეულებას. მარტოხელებისთვის მსუბუქი ფლირტი შეიძლება რომანის დასაწყისი გახდეს.

სასწორი

სასურველის მისაღწევად შრომა მოგიწევთ. დაფიქრდით, ზედმეტად გაღიზიანებული და ემოციური ხომ არ ხართ?.. მეტად იმოძრავეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე შეეხმიანეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს. კარგი დღეა სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის დასარეგულირებლად.

მორიელი

სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება, საქმიანი ქაღალდების გაფორმება. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. საღამო ოჯახურ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი

მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან. იყავით მეტად დიპლომატიური. მუშაობისას ნუ აჩქარდებით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაკვირვება გმართებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, გაუფრთხილდით გულს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, თუ მის მიმართ მეტად მზრუნველი და ყურადღებიანი იქნებით.

თხის რქა

მშვიდი, გაწონასწორებული დღე გელით. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. შესაძლოა, ძველმა ტრავმამ ან დაავადებამ შეგახსენოთ თავი. საოჯახო საქმეებისა და ვალდებულებების გამო არ გადადოთ პაემანი.

მერწყული

დილით კარგია ცურვა, კონტრასტული შხაპის მიღება. საქმეების მიმართ იყავით მეტად დაკვირვებული. ზედაპირულმა დამოკიდებულებამ შეიძლება უსიამოვნებაში გაგხვიოთ. თუ სასიყვარულო პარტნიორთან უსიამოვნება გაქვთ, დიპლომატიურად მოაგვარეთ. საღამო ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ერთად გაატარეთ, იმხიარულეთ.

თევზები

საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ, მაგრამ უპირატესობა მიანიჭეთ იმას, რომელიც მატერიალურ კეთილდღეობას და წარმატებას მოგიტანთ. ყურადღებით დააკვირდით გარშემო მყოფებს, რომელიმე შეიძლება თქვენი მომავალი სასიყვარულო პარტნიორი გახდეს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით