25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მხიარული, უდარდელი დღე გელით. ერთადერთი საზრუნავია: სად გაერთოთ. შეხვდით მეგობრებს, გაისეირნეთ ქალაქგარეთ, გაიცანით ადამიანები.

ტყუპი

კარგი დღეა მოგზაურობისა და სეირნობისთვის. მთავარია, კარგი თანამგზავრები აარჩიოთ. საღამოს გამონახეთ დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

კირჩხიბი

შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. იყავით მეგობრული გარშემო მყოფების მიმართ. საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკულ ვახშამს მოგიწყობთ.

ლომი

წარმატებული, პოზიტიური დღე გელით. გაისეირნეთ ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე. საღამო ოჯახის წევრებთან, უფროს ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული

საინტერესო შეხვედრა გელით. თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება მოხდება. იყავით მეტად ღიმილიანი და ნაკლებად კრიტიკული.

სასწორი

დროა ღუბლებიდან დაეშვათ, სიზარმაცე დაძლიოთ და საქმეების მოგვარებას შეუდგეთ. დილა ვარჯიშით დაიწყეთ. საღამოს კი საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

მორიელი

იმპროვიზაციის დღეა. გაახალისეთ გარშემო მყოფები და ნურც თავად მოიწყენთ. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს მეგობრებს შეხვდით, მხიარული წვეულება გამართეთ.

მშვილდოსანი

საინტერესო, პოზიტიური დღე გელით. ნუ გაჩერდებით კომპიუტერთან, ქალაქგარეთ პიკნიკო მოაწყვეთ. საყვარელი ადამიანი ყველა სურვილს აგისრულებთ.

თხის რქა

დღეს ნებისმიერ ადამიანთან გამონახავთ საერთო ენას. მეგობრებიც და ნათესავებიც თქვენს ბედნიერებაზე იზრუნებენ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

მერწყული

ენერგიული და ხალისიანი ხართ. სადილზე ნათესავებს უმასპინძლეთ, ერთად მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. საყვარელი ადამიანი სიურპრიზით გაანებივრეთ.

თევზები

სიურპრიზებისა და თავგადასავების დღე გელით. ნუ იზარმაცებთ, მოიწყვეთ ექსკურსია ქალაქში ან ქალაქგარეთ. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ, იმხიარულეთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით