HR ასტროლოგია - თანამშრომლების ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შერჩევა კომპანიის წარმატების საწინდარია
HR ასტროლოგია - თანამშრომლების ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შერჩევა კომპანიის წარმატების საწინდარია
დასავლურ ქვეყნებში ფართოდაა აპრობირებული ე.წ. "ეიჩარ ასტროლოგია", რომელიც კომპანიის პერსონალის ზოდიაქოს მიხედვით შერჩევას გულისხმობს. ასტროლოგების აზრით, თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს კონკრეტული შესაძლებლობები და პროფესიული უნარ-ჩვევები გააჩნია. ამიტომ, თუ ფირმის მფლობელი სწორად გადაანაწილებს თანამშრომლებს მათი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შესაბამის თანამდებობებზე, მისი კომპანიის წინსვლა და სტაბილურობა ეჭვქვეშ აღარასოდეს დადგება. გთავაზობთ მოკლე ინსტრუქციას თანამშრომლების გადასანაწილებლად:

ვერძი - საზოგადოებასთან ურთიერთობა, პიარი.

კურო - მენეჯმენტი, საფინანსო სექტორი.

ტყუპი - მარკეტინგი, საკონსულტაციო საქმიანობა.

კირჩხიბი - ადმინისტრაცია, არქივი.

ლომი - განყოფილების უფროსი, მნიშვნელოვანი რგოლის "თიმ-ლიდერი".

ქალწული - ბუღალტერია, ანალიტიკური კვლევა.

სასწორი - იურიდიული საკითხები, რესიფშენი.

მორიელი - ბექ-ოფისი, რისკების განყოფილება.

მშვილდოსანი - საერთაშორისო ურთიერთობების კურატორი, შეგიძლიათ თამამად ანდოთ უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკება.

თხის რქა - ფირმის ვიცე-პრეზიდენტი, დირექტორის მრჩეველი.

მერწყული - კრეატიული დირექტორი, ადამიანური რესურსების მენეჯერი.

თევზები - ადმინისტრაციული ასისტენტი, მდივანი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
სხვა სიახლეები
ასევე დაგაინტერესებთ