3 უტყუარი მეთოდი ტყუპის გასამდიდრებლად

3 უტყუარი მეთოდი ტყუპის გასამდიდრებლად

ასტროლოგები კი თვლიან, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი "ოქროს საბადო" გააჩნია ნიშის თვისებებიდან გამომდინარე. მთავარია თითოეულმა ჩვენგანმა სწორად ვიპოვნოთ საქმიანობის სფერო და პროფესიული სარბიელი.

დღეს იმის შესახებ მოგიყვებით რა მეთოდებით ჯობია ტყუპმა გამოიმუშაოს ფული.

1. ტყუპის ზოდიაქოს პლანეტა მერკური მართავს, აზროვნებისა და კომუნიკაციის პლანეტა. მითოლოგიის თანახმად, მერკურს ღმერთი ჰერმესი შეესიტყვება, ვაჭრობისა და კომუნიკაციის მფარველი ღვთაება. ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რატომ არიან ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები თანდაყოლილი ბიზნესალღოს მქონე ადმაიანები. ისინი გამჭრიახები, მრავალმხრივები და მოქნილები არიან. ეს კი ხელს უწყობს მათ იმაში, რომ მრავალმხრივი მოლაპარაკებებიდან წარმატებით გამოვიდნენ.

2. ტყუპი კარგი შუამავალია, შესაბამისად, ბევრი ამ ნიშნით დაბადებული ფულს ზუსტად რომ საკონსულტაციო საქმით ან შუამავლის საქმიანობითაც შოულობს. ვაჭრობა-კომერცია, წვრილი ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა და ყველა ის ბიზნესი, რომელიც ხელების სისწრაფეს და მოქნილობას უკავშირდება შეიძლება ტყუპისთვის ფულის მომტანი იყოს. მათ შორისაა სილამაზის სალონების ქსელი და სტილისტ-ვიზაჟისტის პროფესიაც.

3. ტყუპს შორის კარგი ხელოსნები გვხვდებიან. ისინი შესანიშნავად მუშაობენ ხეზე და ქვაზე. ამ ადამიანებს გააჩნიათ საოცარი პედაგოგიური ნიჭი და ბევრი მათგანი თავს მასწავლებლობითაც ირჩენს. თუმცა ყველაზე დიდი კოზირი ტყუპის ხელში ეს ინფორმაციის მიღებ-გაცემის უნარია, ამიტომ ტყუპს შორის ყველაზე ხშირად ვხვდებით ჩინებულ ჟურნალისტებსა და ლიტერატორებს. მათთვის კარგია მწერლის ან პუბლიცისტის კარიერაც. ხშირად უმართლებთ ასევე აზარტულ თამაშებსა და სპორტში.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"