როგორ შოულობენ ფულს ზოდიაქოს ნიშნები - გამდიდრების გზები სასწორისთვის

 როგორ შოულობენ ფულს ზოდიაქოს ნიშნები - გამდიდრების გზები სასწორისთვის

დილემა, შვება და ტრაგედია ფულია. ფინანსები და მისი გამომუშავების თემა ალბათ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ხშირად ჩვენ საერთოდ არ ვაკვირდებით იმას, კონკრეტულად ის საქმე, რომლსაც ვაკეთებ რამდენად გვიყვარს და გვეხალისება. ასტროლოგები კი თვლიან, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი "ოქროს საბადო" გააჩნია ნიშის თვისებებიდან გამომდინარე. მთავარია, თითიეულმა ჩვენგანმა სწორად ვიპოვნოთ საქმიანობის სფერო და პროფესიული სარბიელი.

ფულის შოვნის მეთოდები - სასწორისთვის

სასწორის ზოდიაქოს პლანეტა ვენერა მართავს, რომელსაც ასტროლოგები ხშირად განიხილავენ როგორც მატერიალური დოვლათისა და შემოსავლის მომტან პლანეტას. სასწორები კომუნიკაბელური ადამიანები არიან. თუმცა აქვთ ნაკლიც - უჭირთ ერთპიროვნულად და პრინციპულად გადაწყვეტილებების მიღება. ხშირად ელიან ხოლმე შანსებს ან სხვა ადამიანებისგან წამოსულ ინიციატივას რათა იმოქმედონ.

სასწორი პარტნიორობის ნიშანია, შესაბამისად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ყველა ის საქმიანობა უქადით წარმატებას, რომელშიც ჯგუფურად ან წყვილში მუშაობაა აუცილებელი. იდეალური გზა სასწორისთვის ფულის საშოვნელად არის სახელოვნებო სფეროები - ხატვა, მუსიკა, ფერწერა, კონემატოგრაფია, თეატრი ან იურისპრუდენცია. მათთვის იდეალურია ადვოკატის ან შუამავლის პროფესია.

ხშირად ამ ადამიანებს უმართლებთ საკონსულტაციო ბიზნესში, ფსიქოლოგიასა და მენეჯმენტშიც. ძალიან ბევრი სასწორი ფულს გამოიმუშავებს თავის მოვლის, სილამაზისა და ესთეტიკის თემაზე დაფუძნებული ბიზნესით. მათთვის იდეალურია ანტიკვარიატით ვაჭრობა, ხელოვნებათმცოდნეობა ან სამართლის სპეციალისტის/ლექტორის პროფესია. ფული შეიძლება სასწორთან მოვიდეს ტანსაცმლის დიზაინერის, არქიტექტორის ან ფოტოხელოვანის საქმიანობით.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"