როგორ შოულობენ ფულს ზოდიაქოს ნიშნები - გამდიდრების გზები მშვილდოსნისთვის

როგორ შოულობენ ფულს ზოდიაქოს ნიშნები - გამდიდრების გზები  მშვილდოსნისთვის

დილემა, შვება და ტრაგედია ფულია. ფინანსები და მისი გამომუშავების თემა ალბათ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ხშირად ჩვენ საერთოდ არ ვაკვირდებით იმას, კონკრეტულად ის საქმე, რომლსაც ვაკეთებ რამდენად გვიყვარს და გვეხალისება. ასტროლოგები კი თვლიან, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი "ოქროს საბადო" გააჩნია ნიშის თვისებებიდან გამომდინარე. მთავარია, თითიეულმა ჩვენგანმა სწორად ვიპოვნოთ საქმიანობის სფერო და პროფესიული სარბიელი.

ფულის შოვნის მეთოდები მშვილდოსნისთვის

მშვილდოსნის ზოდიაქოს გამარჯვებისა და წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი მართავს, რაც თავისთავად ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ არიან ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები საოცრად აზარტულები, ქარიზმატულები და ქუდბედიანები. გარდა ამისა, იუპიტერი თავისი არსით გაფართოება-გაბევრებაზეც აგებს პასუხს, რის გამოც მშვილდოსნებში ტრაბახისა და საკუთარი შესაძლებლობების გაზვიადების ტენდენციაც შეინიშნება.

ამ ადამიანებს შორის იშვიათად შეხვდებით პესიმისტ, მოწუწუნე ინდივიდებს. მათ უმეტესობას ღრმად სწამს იმის, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე ბევრად უკეთესი იქნება და ფინანსური სტაბილურობაც, ოდესმე აუცილებლად მოუკაკუნებს მათ კარს. მშვილდოსნები შესანიშნავი ორგანიზატორები, დაუღალავი სპიკერები და მასწავლებლები არიან. მათ უმეტესობას უმართლებს იურისპრუდენციასა და პედაგოგიურ საქმიანობაში.

ისინი ხშირად ახერხებენ გამდიდრებას ტურისტული ბიზნესით, სპორტითა და აზარტული თამაშობებით. ბევრი მათგანი წარმატებულად უძღვება ბიზნესს საზღვარგარეთ ან უცხოელებთან თანამშრომლობს ნაყოფიერად. მშვილდოსანს ფულის გამომუშავება შეუძლია ადვოკატის, პოლიტიკოსის კარიერით, მისთვის ასევე მისაღებია ვეტერინარია და კულინარია.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"