როგორ შოულობენ ფულს ზოდიაქოს ნიშნები - გამდიდრების გზები თხის რქისთვის

როგორ შოულობენ ფულს ზოდიაქოს ნიშნები - გამდიდრების გზები თხის რქისთვის

დილემა, შვება და ტრაგედია ფულია. ფინანსები და მისი გამომუშავების თემა ალბათ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ხშირად ჩვენ საერთოდ არ ვაკვირდებით იმას, კონკრეტულად ის საქმე, რომლსაც ვაკეთებ რამდენად გვიყვარს და გვეხალისება. ასტროლოგები კი თვლიან, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი "ოქროს საბადო" გააჩნია ნიშის თვისებებიდან გამომდინარე. მთავარია, თითიეულმა ჩვენგანმა სწორად ვიპოვნოთ საქმიანობის სფერო და პროფესიული სარბიელი.

ფულის შოვნის მეთოდები თხის რქისთვის

თხის რქის ზოდიაქოს პლანეტა სატურნი მართავს, რომელიც თავის მხრივ დისციპლინირებულობას, გაწონასწორებულ ხასიათს, გეგმიურობას და უსაზღვრო შრომისმოყვარეობას ანიჭებს ამ ადამიანებს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები თანდაყოლილი კარიერიზმით გამოირჩევიან. თხის რქის სიმბოლო არის ვაცი, რომელიც ჯიუტად მიიწევს წინ მწვერვალის დასაპყრობად. თხის რქაც თავის მხრივ მაქსიმუმს დებს ნებისმიერ საქმეში, რათა ცხოვრებაში მიაღწიოს მაღალ სოციალურ სტატუსს და მდგომარეობას. ეს ადამიანები დაუღალავი მუშაკები, შესანიშნავი თანამშრომლები და თავდადებული უფროსები არიან. თხის რქისთვის კარგია სფეროები, რომელიც უკავშირდება კონსტრუქციულ ხედვას, ფინანსებს და ადმინისტრაციულ საქმიანობას. წარმატება ელით მათ სტომატოლოგიაში, საამშენებლო ბიზნესში, საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობაში. ძალიან ბევრი და კარგი არქიტექტორი იბადება თხის რქის ნიშნით. ამ ადამიანებში გვხვდებიან იდეალური ექიმები (ტრავმატოლოგები, ქირურგები) უფრო ხშირად ძვალსახსროვანი სისტემის განხრით. გარდა ამისა, თხის რქა შეუცვლელია სამხედრო სფეროსა და ადმინისტრაციულ პოსტებზე. ბიზნესის მხრივ მათთვის კარგია საამშენებლო-საინჟინრო საქმე. ხშირად თხის რქები წარმატებით მოღვაწეობენ ასევე პოლიტიკაში.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"