როგორ შოულობენ ფულს ზოდიაქოს ნიშნები - გამდიდრების გზები თევზებისთვის

როგორ შოულობენ ფულს ზოდიაქოს ნიშნები - გამდიდრების გზები  თევზებისთვის

დიდი დილემა, შვება და ტრაგედია ფულია. ფინანსები და მისი გამომუშავების თემა ალბათ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში პრიორიტეტული საკითხია. თუმცა ხშირად ჩვენ საერთოდ არ ვაკვირდებით იმას, კონკრეტულად ის საქმე, რომლსაც ვაკეთებ რამდენად გვიყვარს და გვეხალისება. ასტროლოგები კი თვლიან, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშანს საკუთარი "ოქროს საბადო" გააჩნია ნიშის თვისებებიდან გამომდინარე. მთავარია, თითიეულმა ჩვენგანმა სწორად ვიპოვნოთ საქმიანობის სფერო და პროფესიული სარბიელი.

ფულის შოვნის მეთოდები თევზებისთვის

თევზების ზოდიაქოს ნიშანი გაორებული, მუტაბელური სიმბოლიკით ხასიათდება. პლანეტა ნეპტუნი კი, რომელიც ამ ზოდიაქოს მართავს, ხშირად ანიჭებს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ინერტული ცხოვრებისკენ მიდრეკილებას და იდეალიზმს. თევზების დიდ ნაწილს არ უყვარს საქმის მარტო კეთება, ამიტომ გამუდმებით ელოდებიან გავლენიან მფარველს ან ადამიანს, ვინც მათ საქმიანობაში სტიმულს მისცემს და დაეხმარება. თუმცა გამომდინარე იქედან, რომ თევზების ნიშანის თანამმართველად იუპიტერიც ითვლება, ამ ადამიანების დიდ ნაწილს უბრალოდ უმართლებს ცხოვრებაში და ახერხებენ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენას. ბევრი თევზი საქმიანობს ისეთ სფეროში როგორიცაა ხელოვნება. ზოგადად ფინანსური კუთხით ყველაზე მომგებიანი ამ ადამიანებისთვის არის მუსიკა, მხატვრობა, ბალეტი, პოეზია და ზოგადი სახით შემოქმედება. გარდა ამისა, თევზების ნიშანი წარმატებულია ფსიქოლოგიასა და თეოლოგიაში. ძალიან ბევრი სოციალური მუშაკი, მღვდელი და ფსიქოლოგი ევლინება ქვეყანას ამ ნიშნით. თევზებს კარგად გამოსდით ასევე პედაგოგიური საქმიანობა და სწავლება. ისინი მარტივად პოულობენ გზას ადამიანთა გულებისკენ; შესაბამისად, ბრწყინვალედ ეხერხებათ სხვათა ფიქრების გათავისება, რაც დამეთანხმებით კარგი თვისებაა ფსიქოლოგის პროფესიის ასათვისებლად. რაკიღა ნეპტუნი ყოველგვარი სითხეების მფარველია, თევზების დიდი ნაწილი წარმატებული შეიძლება იყოს ნავთობის, საწვავის, სასმელის ბიზნესშიც. იუპიტერი კი როგორც უცხოეთის მმართველი ხელს შეუწყობს მათ უცხოელებთან თანამშრომლობას.