რომელია თქვენი სამკურნალო მცენარე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელია თქვენი სამკურნალო მცენარე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არავისთვის საიდუმლო არ გახლავთ ის ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის საკითხზე ვარსკვლავების ძალაც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. სამედიცინო ასტროლოგია, რომელიც ჩვენს მკითხველებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, მოიცავს იმ უნიკალური მცენარეების ჩამონათვალს, რომელიც ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვისაა მიზანშეწონილი სამკურნალოდ.

ვერძი - ვერძების პრობლემა ზედმეტი გადატვირთვაა. მათი ფსიქონევრული სისტემა აუცილებლად საჭიროებს მოდუნებას. საამისოდ საუკეთესოა შავბალახას ნაყენი. იგი ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ხსნის სტრესს და აუმჯობესებს არტერიტული წნევის მიმოქცევას.

კურო - ყელი და მასთან დაკავშირებული გართულებები ყველაზე დიდი პრობლემაა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთათვის. ისინი ხშირად იტანჯებიან ანგინითა და ტონზილიტით. საუკეთესო სამკურნალო საშუალება კუროებისთვის ამ მხრივ არის გვირილის ნაყენი. იგი აყუჩებს ანთებით მოვლენებს ყელში და აქვს ანტისეპტიკური ეფექტი.

ტყუპი - მსგავსად ვერძებისა ტყუპის სისუსტეც ნერვულის სისტემა და მისი გადატვირთვის პრობლემაა. ამის ფონზე ისინი ხშირად იტანჯებიან უძილობითა და კოშმარებით. საუკეთესო საშუალება ზემოთ ხსენებული ჩივილების მოსახსნელად არის ბარამბოს ნაყენი. იგი მსუბუქი დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა და აწესრიგებს ძილს.

კირჩხიბი - კირჩხიბების ძირითადი პრობლემა შარდსასქესო სისტემასა და თირკმლის ფუნქციების გამართულად მუშაობას უკავშირდება. ბევრი კირჩხიბი ასევე მიდრეკილია ბოროტად გამოიყენოს ალკოჰოლი, რაც ასევე აზიანებს თირკმლის ფუნქციებს. საუკეთესო სამკურნალო საშუალებად კირჩხიბისთვის მოცვი და მისი ფოთლების ნაყენია მიჩნეული. იგი კარგად აწესრიგებს შარდსასქესო სისტემის მუშაობას.

ლომი - ლომების უმრავლესობას პერიოდულად გულსისხლძარღვთა სისტემა და იმუნიტეტის სისუსტე ახსენებს ხოლმე თავს. მათთვის კარგია ასკილის ნაყენის ჩაი, რომელიც თავის მხრივ ”ცე” ვიტამინს შეიცავს დიდი ოდენობით და ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი იმუნიტეტის ამაღლებას.

ქალწული - მიდრეკილნი არიან იპოხონდრიული შეტევებისკენ. ასევე ხშირად აწუხებთ ვეგეტონევროზი, დერმატიტი ან ეგზემა. მათთვის სასურველია ორგანიზმი გაიკაჟონ კალენდულას ნაყენით ან კომპრესებით. ეს მცენარე არაჩვეულებრივად ებრძვის ნებისმიერი სახის გამონაყარს. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული თვისება.

სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა პრობლემა ხშირად არის ნივთიერებათა ცვლის მოშლა და წონის სიჭარბე. მათთვის სასურველია სელის მარცვლების ნაყენით მკურნალობა. ეს მცენარე წარმატებით გამოიყენება ქრინიკული ან ანთებითი პროცესების დროს, რომელიც ძირითადად კუჭ-ნაწლავი-ნაღვლის ბუშტის არეში მიმდინარეობს.

მორიელი - მორიელების სისუსტე ინფექციური ან სქესობრივი დაავადებებია. მათ დიდ ნაწილს ასევე აწუხებს თირკმლის სისუსტე. საუკეთესო სამკურნალო თვისებებით ამ მხრივ მორიელისთვის ე.წ. ”თირკმლის ჩაი” ხასიათდება. მისი ნაყენი აწესრიგებს თირკმლის ფუნქციის მოშლილობას.

მშვილდოსანი - მშვილდოსნები განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან ტემპერატურისა და კლიმატის ცვალებადობას. ამიტომ ადვილად ემართებათ ვირუსული დაავადებები, სურდო და ა.შ. მათთვის საუკეთესოა ორკბილას ნაყენი. იგი გამოიყენება ინჰალაციის დროს და კარგად ებრძვის გაციების სიმპტომებს.

თხის რქა - გადამეტებული ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის გამო, რაც ძალიან დამახასიათებელია თხის რქის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის ისინი ხშირად იტაჯებიან ოსტეოქონდროზითა და ძვლების სისუსტით. ამასთან ერთად, ადვილად ცივდებიან და ემართებათ სურდო. მათთვის საუკეთესოა კრაზანას ნაყენის ჩაი. ამგვარი ნაყენი საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა გაცივების წინააღმდეგ. ამაგრებს ძვლოვან სისტემას და აძლიერებს იმუნიტეტს.

მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაავადებულებს სუსტი სისხლის მიმოქცევის სიტემა და ნაღვლის ბუშტი აქვთ. მათთვის საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა გულყვითელას ნაყენი. იგი პროფილაქტიკურ ეფექტს იძლევა კოლიტის შემთხვევაშიც, რისკენ მიდრეკილებაც ასევე გააჩნიათ მერწყულებს.

თევზები - თევზების დიდი ნაწილი მიდრეკილია ღრძილების დაავადებისკენ, ამიტომ მათთვის საუკეთესო საშუალება სამკურნალო თვალსაზრისით არის მუხის ქერქის ნაყენის გამოყენება.

რას ურჩევს ასტროლოგი მათ, ვისაც 2020 წლის ბოლომდე სურთ ქორწინება - "პლანეტების ანალიზით, სულ ორი ხელსაყრელი დღეა"

7 რამ, რაც ბავშვებს მშობლებზე ემახსოვრებათ, როდესაც გაიზრდებიან

რა ცვლილებებს უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი