ჯანმრთელობის პრობლემები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ქალწული

ჯანმრთელობის პრობლემები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ქალწული

ამ სტატიის დაწერა აზრადაც არ მომსვლია. თუმცა, მინდა გითხრათ მთელი ასი პროცენტის სიზუსტით, რომ ეს ყველაფერი ძალიან "მუშაობს"... სხვაგვარად როგორ ავხსნა ის ფაქტი, რომ მე თავად როგორც ვერძი ყოველთვის ვურტყამ თავს?.. მხოლოდ და მხოლოდ თავს ყველაფერს.

ქალწული

ქალწული კუჭ-ნაწლავსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას "კურირებს" ასტროლოგიურად.

ქალწულის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ იგი ინტუიციურად პროგრამდება იცხოვროს რეჟიმში და დოზირებულად. ეს ეხება კვებას, შრომას, ძილის რიტმს და ემოციებს. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ხშირად თანდაყოლილი უზომო პასუხისმგებლობის გრძნობის გამო, საკუთარი თავისგან ითხოვენ ბევრს, რაც საბოლოო ჯამში გადაღლას და "გადაწვას" იწვევს მათთვის ჯანმრთელობის კუთხით. ამის შედეგი კი ის გახლავთ, რომ ფსიქიკა, რომელიც ქვეცნობიერად ცდილობს შეეწინააღმდეგოს ქრონიკულ ვორკოჰოლიზმს, მოშლას იწყებს. რაც სტრესის, დეპრესიის ან ვეგეტონერვოზის სახით ვლინდება.

ჯანმრთელი ცხოვრების უმთავრესი რეცეპტი – რაციონში ჩართეთ ჯანჯაფილი (იგივე იმბირი, კოჭა). ხშირად მიირთვით მისი ნაყენი. ეს მოგიხსნით სტრესსა და დაძაბულობას. აღადგენს და მოგიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას. ამასთან, ყოველდღიურად თუნდაც 20 წუთი დაუთმეთ დასვენებას, სუფთა ჰაერზე ფეხით სეირნობას ან ძილს.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"