აქსესუარები, სამოსი და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ტყუპი

აქსესუარები, სამოსი და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ტყუპი

ვიზუალურ იმიჯს და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებას განაპირობებს, არამედ იმაზეც აგებს პასუხს ვის, როგორი გემოვნება აქვს ჩაცმა-დახურვის საკითხში. მოდის ასტროლოგები, რომელთა მომსახურებითაც საზღვარგარეთ ბევრი წამყვანი დიზაინერი სარგებლობს მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს, კონკრეტული ფერის, ფაქტურისა და სილუეტის მქონე ტანსაცმელი უხდება. მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს მართავს შეგიძლიათ ზუსტად შეარჩიოთ აქსესუარები, კოსმეტიკა და ვარცხნილობის ტენდენციებიც კი. ასე რომ, ამჯერად გთავაზობთ თითოეული ნიშნის შესახებ კონკრეტულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორი იმიჯი იქნება თქვენთვის მისაღები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.

ტყუპი ქალი და მისი იმიჯი

მეკრური ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველი პლანეტა ქალ ტყუპებს გასაოცარ ცვალებადობას, გარდასახვის უნარს და ქალურ შარმს ანიჭებს. ისინი იშვიათად არიან ზედმეტად პრანჭიები, ხშირად საერთოდაც არ აქცევენ ყურადღებას ისეთ დეტალებს როგორიცაა მოვლილი თმა, სალონში ვიზიტები და ძვირადღირბული სპა-პროცედურები, თუმცა უბრალოება არ აკნინებს მათ იმიჯს.

ქალი ტყუპი შესაძლოა ჩითის უბრალო კაბაშიც კი საოცრად სექსუალური იყოს. მას შეუძლია თმა შამპუნის ნაცვლად, კვერცხის გულით დაიბანოს ბებიის რეცეპტის „დასატესტად“ ან სახის კანზე სალათის კეთებისას მორჩენილი ინგრედიენტები წაისვას, იმის შესამოწმებლად კიტრი მართლა ასწორებს თუ არა ახლადგაჩენილ ნაოჭებს - თუმცა მისი გარეგნობა მიუხედავად იმისა რომ ძვირადღირებულ კოსმეტიკას უგულვებელყოფს, მაინც აღტაცებას გამოიწვევს მამაკაცებში - ზოგის თვალში კი ეს დამატებითი პლუსი იქნება, ეს ქალი ფულს არ გაფლანგავს თავის მოვლაზე. თუმცა ძვირფასო მამრებო ჯერ სად ხართ - ფულის ხარჯვა მას გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებით შეუძლია და გამოსდის. ოღონდ კოსმეტიკაზე არა.

ტყუპ ქალს უხდება მსუბუქი ტონალობის სამოსი, პასტელის ფერები, ტრიკოტაჟისა და ნაქსოვი ფაქტურის მქონე კაბები. მათ შხირად შეხვდებით სპორტულ-გლამურულ სტილზე გამოწყობილს, ლეგინსებით, ბოტასებით, ბალერინებით. ბევრი მათგანი აღმერთებს ქუდებს, ბერეტებს და შარფებს მხიარული ნახატებით. კიდევ ერთი სისუსტე ტყუპის ქალისთვის არის მაისურები მხიარული პრინტით . ამიტომ თუკი საჩუქრის გაკეთებას გეგმავთ მისთვის ზუსტად ამგვარი ძღვენით გაახარებთ. აქსესუარების მხირვ ტყუპებს საათები და ორიგინალური ფორმის, პატარა ჩანთები მოსწონთ. ხოლო კოსმეტიკას ან სულ არ ხმარობენ, ანაც ძალზე ცოტა დოზით. ძირითადად პასტელური ფერებია მათთვის მისაღები.

რაც შეეხება სუნამოს, ტყუპებს მსუბუქი, გრილი და დამაინტრიგებელი არომატი იზიდავთ . მათთვის მისაღებია ცივი და ნახევრად გრილი ტიპის სუნამო ან ტუალეტის წყალი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?