აქსესუარები, სამოსი და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - კირჩხიბი
აქსესუარები, სამოსი და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - კირჩხიბი
როგორც იცით, ვარსკვლავების გავლენა არამხოლოდ ჩვენს სახასიათო შტრიხებს, ვიზუალურ იმიჯს და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებას განაპირობებს, არამედ იმაზეც აგებს პასუხს ვის, როგორი გემოვნება აქვს ჩაცმა-დახურვის საკითხში. მოდის ასტროლოგები, რომელთა მომსახურებითაც საზღვარგარეთ ბევრი წამყვანი დიზაინერი სარგებლობს მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს, კონკრეტული ფერის, ფაქტურისა და სილუეტის მქონე ტანსაცმელი უხდება. მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს მართავს შეგიძლიათ ზუსტად შეარჩიოთ აქსესუარები, კოსმეტიკა და ვარცხნილობის ტენდენციებიც კი. ასე რომ, ამჯერად გთავაზობთ თითოეული ნიშნის შესახებ კონკრეტულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორი იმიჯი იქნება თქვენთვის მისაღები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.



კირჩხიბი ქალი და მისი იმიჯი

მთვარე, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ქალური ენერგეტიკის მქონე პლანეტად მიიჩნევა ასტროლოგიაში. ამიტომ კირჩხიბის ნიშნით დაბადებულმა ქალმა, მშვენივრად იცის როგორც იყოს ქალური, ნაზი, უმწეო, მაგრამ ამასთანავე მაცდუნებლად სექსუალური და მომხიბვლელი.

კირჩხიბები ორგვარი ტიპისანი არიან: ერთ ტიპს განეკუთვნებიან საშუალოზე დაბალი, ფუმფულა და პირმრგვალი, ზომიერად დიდი მკერდის მქონე ინდივიდები; მეორე ტიპი კი მაღალი, ხშირად ძალიან გამხდარი, სახის გამოკვეთილი ნაკვთების მქონე და წინ წამოწეული ქვედა ყბის პატრონი ინდივიდებითაა დაკომპლექტებული. კირჩხიბი ქალის ცნობა ადვილია გამოხედვით და მზერით. არის მასში რაღაც მართლაც მისტიკური და "მთვარეული". ხშირად იგი ძალიან სუსტი, უმწეო ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ეს მხოლოდ ნიღაბია იმიტომ, რომ მთვარე ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს განსაკუთრებულ სამსახიობო ტალანტს და გარდასახვის უნარს ანიჭებს.

ზუსტად მთვარის "ბონუსია" ქალი კირჩხიბის ხასიათში ცვალებადობაც, ამიტომ ეს ქალი იმის მიხედვით მთვარე რომელ ფაზას გადის კონკრეტულად ან ძალიან კარგად გამოიყურება და უზომოდ პოზიტიურ ხასიათზეა, ან პირიქით დანა პირს არ უხსნის და ასეთ დროს ჯობია სათოფეზე არავინ გაეკაროს. მთვარის გავსების პერიოდში ისინი მადის მომატებას უჩივიან, შესაბამისად, წონაშიც გვარიანად იმატებენ და შემდგომ საყვარელ ჯინსებში ან კაბაში თუ ვერ ეტევიან, მთელ სამყაროზე არიან ხოლმე გაბოროტებული. თუმცა ეს დროებითი ამბავია, - გითხარით კიდეც. შეიცვლება მთვარის ფაზა და შეიცვლება კირჩხიბიც.
კირჩხიბს წყლის ტონალობები უხდება - დაწყებული მუქი მწვანით, დამთავრებული ტალღისფერითა და შაბიამნისფერ-ჭაობისფერით.

მისთვის ასევე მისაღებია თეთრი ან შავი ფერის სამოსიც. გასაოცრად იხდენენ ეს ქალები აბრეშუმის, შიფონის და ტრიკოტაჟს ქსოვილისგან დამზადებულ კაბებს.

მათ ასევე ძალიან უყვართ აქსესუარები და ხშირად შეხვდებით სამაჯურებით, ბეჭდებითა და ყელსაბამებით ნაძვისხესავით დამშვენებულს. თუმცა, იშვიათადაა მათ შემთხვევაში ეს გამაღიზიანებელი.

რაც შეეხება სუნამოს, კირჩხიბებს მოსწონთ რბილი, თბილი და ოდნავ მოტკბო არომატები. ხშირად უპირატესობას ანიჭებენ ყვავილის სუნის მქონე სუნამოებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
ელფოსტაბეჭდვა
უფრო მეტი ამ ზოდიაქოს ნიშანზე
ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე
სხვა სიახლეები
როგორ მოვაწყოთ სახლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ალბათ დამეთანხმებით, რომ შესაფერისი ინტერიერი ნებისმიერი ადამიანისთვის სიმშვიდისა და ჰარმონიის უმთავრესი წყაროა.
აქსესუარები, სამოსი და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ლომი
როგორც იცით, ვარსკვლავების გავლენა არამხოლოდ ჩვენს სახასიათო შტრიხებს,
ასევე დაგაინტერესებთ