აქსესუარები, სამოსი და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ლომი

აქსესუარები, სამოსი და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ლომი

ვიზუალურ იმიჯს და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებას განაპირობებს, არამედ იმაზეც აგებს პასუხს ვის, როგორი გემოვნება აქვს ჩაცმა-დახურვის საკითხში. მოდის ასტროლოგები, რომელთა მომსახურებითაც საზღვარგარეთ ბევრი წამყვანი დიზაინერი სარგებლობს მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს, კონკრეტული ფერის, ფაქტურისა და სილუეტის მქონე ტანსაცმელი უხდება. მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს მართავს შეგიძლიათ ზუსტად შეარჩიოთ აქსესუარები, კოსმეტიკა და ვარცხნილობის ტენდენციებიც კი. ასე რომ, ამჯერად გთავაზობთ თითოეული ნიშნის შესახებ კონკრეტულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორი იმიჯი იქნება თქვენთვის მისაღები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.

ლომი ქალი და მისი იმიჯი

ლომის ზოდიაქოს ნიშნით მხოლოდ პრინცესები და დედოფლები იბადებიან. დიახ, დიახ არ მოგესმათ... მზე, ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველი ლომ ქალს ანიჭებს გასაოცარ არისტოკრატულ ბუნებას და დედოფლურ აზროვნებას, თუნდაც ეს უკანასკნელი უღარიბეს ოჯახში იყოს დაბადებული. ამიტომ სანამ, ლომ ქალს გააკრიტიკებდეთ გაიხსენეთ ლეგენდარული კოკო შანელი, ასევე ზოდიაქოს ნიშნით ლომი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება და პერსონა თავადვე შექმნა და გამოიგონა . დიახ, ის ერთი ღარიბი გოგონა იყო, უქონელი ოჯახიდან, თუმცა კოკომ შეძლო როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების დარწმუნება იმაში, რომ მის ძარღვებში არისტოკრატის სისხლი ჩქეფდა - და საბოლოოდ, ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ მის ძარღვებში სისხლი მართლაც "გაცისფრდა"... ყოველ შემთხვევაში მსოფლიო აღიარებას და მოდის კანონმდებლის ტიტულს სულაც არ სჭირდებოდა სამეფო სისხლი. კოკო ისეც გახდა დედოფალი.

ეს მაგალითი კი ზუსტად იმიტომ მოგიყვანეთ, სწორად გაიაზროთ ლომი ქალის ბუნება და სახასიათო შტრიხები. არ აქვს მნიშვნელობა განგებამ იგი როგორი გარეგნობით დააჯილდოვა, უზომო თვითრწმენა და საკუთარი თავის მიმართ ჯანსაღი, ეგოისტური სიყვარული ქალი ლომის თაყვანისმცემლების რიცხვს წვიმის შემდგომ ამოსული სოკოების რაოდენობის პროპორციულად ამსგავსებს . ადამიანებს ხომ ის მოსწონთ, ვისაც პირველ რიგში საკუთარ თავთან აქვს ჰარმონია და კომფორტი.

ლომი ქალები აღმერთებენ ყველაფერს ხარისხიანს და ძვირად ღირებულს. იქნება ეს სამოსი, კოსმეტიკა, საკვები, განათლების დონე თუ პარტნიორები . ისინი შესაშური ღირსების შეგრძნებით ითხოვენ და იღებენ ხოლმე საჩუქრებს თაყვანისმცემლებისგან. ამასთან ერთად, ყოველთვის უშვებენ ალტერნატივების არსებობას.

ქალი ლომი მზის გავლენის ქვეშ მყოფი ინდივიდია, ამიტომ მას ბუნებრივად გააჩნია მოთხოვნილება ბრწყინავდეს და ანათებდეს. შესაბამისად, ასტროლოგები ურჩევენ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს ვარცხნილობა, სამოსი და აქესუარები მაქსიმალურად დატვირთონ ძვირფასი ქვებით, ნაქარგებით, ოქროსფერის და ვერცხლისფერის ნებისმიერი ელფერით. თუმცა ქალ ლომს ასეთივე სითამამით შეუძლია გარდერობში მკვეთრი, ულტრა-მოდური ელემენტებიც შეიტანოს - მაგ. მეწამული წითელი, ელექტრიკი ყვითელი ან ხასხასა ჟოლოსფერი.

ვარცხნილობის მხრივ, როგორც წესი, ლომები ურჩ, ხვეულ კულულებს ვერასოდეს უხერხებენ ვერაფერს . ასტროლოგების აზრით, ქალი ლომისთვის საუკეთესოა ჟღალი, ქერა, კარამელისეფრი ან შოკოლადისფერი მსუბუქად დახვეული სტილის ვარცხნილობა.

აქსესუარების მხრივ მათ ოქროს, თეთრ ოქროს ან ძალიან კარგი ხარისხის ბიჟუტერიას უნდა მიანიჭონ უპირატესობას.

რაც შეეხება სუნამოს, ლომი ქალისთვის აუცილებელია პიკანტური სურნელი - ნაწილობრივ მძაფრი, ნაწილობრივ მოტკბო ან სულაც ცხარე, თამბაქოს ყვავილების არომატით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?