მაკიაჟის ძირითადი ტენდენციები მაიმუნის წელთან შესახვედრად

მაკიაჟის ძირითადი ტენდენციები  მაიმუნის წელთან შესახვედრად

ქალების უმეტესობისთვის იგივეა, რაც კონკიასთვის ნანატრ ბალ-მასკარადზე გამგზავრება. ამიტომ სუსტი სქესის წარმომადგენლები გულდასმით არჩევენ გარდერობს, ვარცხნილობას და, რა თქმა უნდა, მაკიაჟის იმ ტენდენციებს, რომელსაც წლის მმართველი გვკარნახობს. ამჯერად საუბარი იმ ძირითად აქცენტებზე გვექნება, რომელზეც მაკიაჟს მხრივ არჩევანი უნდა შეაჩეროთ მაიმუნის წელთან შესახვედრად.

1. მბრწყინავი ჩრდილები - ასტროლოგები თვლიან, რომ მაიმუნის წელთან შესახვედრად თვალები და წამწამები მაქსიმალურად უნდა იყოს გამოკვეთილი. გამოიყენეთ მბრწყინავი ჩრდილები ღაწვის, თვალის უპეების ლამაზად წარმოსაჩენად.

2. მოყავისფრო-თამბაქოსფერი გამა - თუკი ზედმეტ სიბრჭყვიალეს ერიდებით, ალტერნატივასაც გვთავაზობენ ასტროლოგები - თვალებს მეტ მომხიბვლელობას მიანიჭებთ მოყავისფრო-თამბაქოსფერი ჩრდილებით, ან სულაც "სმოკი აის" ტიპის მაკიაჟით.

Astrologia

3. მეტალისებური ბზინვარება

- ასტროლოგები გვირჩევენ, თვალის ქუთუთოები აუცილებლად შევიღებოთ მეტალის ბზინვარების მქონე, ე.წ. "ელექტრიკი ფერის" თვალსაცხით.

4. გრძელი წამწამები - ყურადღება მიაქციეთ წამწამებს. მათი სიგრძე მაქსიმალური უნდა იყოს, ხოლო მოცულობა შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი.

Astrologia

5. ღვინისფერ-ბურგუნდისფერი პომადა - პომადის არჩევისას მკაცრად მიანიჭეთ უპირატესობა ღვინისფერის ნებისმიერ ელფერს ან ბაც სტაფილოსფერს.

და ყველაზე ორიგინალურებისთვის ე.წ. "ჯუნგლის" ტიპის მაკიაჟი, რომლის მაგალითსაც ფოტოზე იხილავთ.

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?