აგათა კრისტი - "დეტექტივების დედოფალი"

აგათა კრისტი - "დეტექტივების დედოფალი"

ინტუიციას უწოდებენ”

”ვილა თეთრი ცხენი”, ”ენდჰაუზის საიდუმლოება”, ”მოციმციმე ციანიდი” და სხვა. ალბათ ცოტა მოიძებნება ამქვეყნად ადამიანი, ვინც ლეგენდარული მაძებარის ერკულ პუაროსა და ახირებული მის მარპლის უჩვეულო თავგადასავლებს არ ჩაუთრევია. ის ვერ იტანდა ქერათმიანებს და ამობდა, რომ ყველაზე საინტერესო და ჩახლართული სიუჟეტები, თავში ერთობ ბანალური საქმიანობისას - ჭურჭლის რეცხვისას მოსდიოდა. მისი გონება სწორედ ამ უსიამოვნო და რუტინული სამუშაოს პროცესში ქმნიდა მსოფლიო შედევრებს..

ასტროლოგები ამბობენ, რომ ქალწულის ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე მეტ ”პოტენციურ ნარკომანს” და ”დეტექტივის მოყვარულს” წარმოშობს ამქვეყნად . ამაში გასაკვირი არც არაფერია, პლანეტა მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველად ითვლება ამ ადამიანებს ანალიტიკური გონებით, დეტალიზაციის უზადო ნიჭითა და წვრილმანებისადმი ყურადღებიანობით აჯილდოებს. ქალწულებს უყვართ ”ქექვა” და ჭეშმარიტი არსის ძიება ამა თუ იმ სიტუაციაში.

აგათა კრისტი - ადამიანი, რომლის ნაწარმოებებიც მსოფლიოს ასზე მეტ ენაზე იქნა ნათარგმნი და ორ მილიარდზე მეტი ტირაჟით გამოიცა მთლიანობაში, შექმნის დღიდან, ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ამ ქვეყანას. ცნობილი ფაქტია, ქალწულის მმართველი პლანეტა - მერკური სამწერლო და ზოგადად გონებრივ მონაცემებს ”კურირებს” ასტროლოგიაში.

ასევე, მერკურია კრისტის დაბადების რუკის დომინანტიც. რაც იმას ნიშნავს, რომ დაწყებული მზის, ასცენდენტის, სატურნისა და კარმული მისიის ჩათვლით ამ ადამიანის კოსმოგრამაში ყველაფერი მერკურიანულ ნიშნებშია განთავსებული. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ასეთი ინდივიდი ძლიერი ინტელექტუალური შესაძლებლობებითა და არაჩვეულებრივი ანალიტიკური ხედვის ნიჭით იქნებოდა დაჯილდოებული.

Astrologia

რახუ (მთვარის აღმავალი კარმული კვანძი) ტყუპის ზოდიაქოში ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ამქვეყნიური მისია კომუნიკაციის სფეროს უკავშირდება - ჟურნალისტიკა, მწერლობა, ენათმეცნიერება, ფილოლოგია და სხვა.

თუმცა, სასწორის ზოდიაქოს საკმაოდ ძლიერი გავლენაა ალბათ იმის მიზეზი, თუ რატომ სძაგდა დიდ მწერალს საოჯახო საქმეების კეთება, მათ შორის კი უმთავრესთაგან უმთავრესი ჭურჭლის რეცხვის პროცესი - სასწორი ხომ ყველაზე ესთეტიური ნიშანია ამქვეყნად. ტიპური ქალწულისთვის კი პირიქით, სისუფთავის დამყარების პროცესი ხშირად სასიამოვნო საქმეც კია.

გამომდინარე იქედან, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მწერლის ასტრო-პორტრეტს განვიხილავთ, რაღა თქმა უნდა, უმთავრესი აქცენტის გაკეთება მერკურის მდებარეობაზე მოგვეთხოვება. იმიტომ, რომ სწორედ მერკურის (აზროვნების ფორმა, კომუნიკაციის და გადმოცემის უნარი) ასპექტები განაპირობებს იმას, თუ როგორ და რა ფორმით ახერხებდა ეს ადამიანი საკუთარი ნააზრევით საზოგადოების გაოცებას. არადა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ”დეტექტივების დედოფლის” რუკაზე მერკური ე.წ. ”შახტაშია” განთავსებული. რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტას არც ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არ გააჩნია დანარჩენ პლანეტებთან. მაგრამ სამაგიეროდ, იგი სექსტილს აკეთებს აღმავალ კვანძთან რაც უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

Astrologia

ზოგადად არსებობს მოსაზრება, რომ პლანეტა ”შახტაში” თავად ამ პლანეტის გამოვლინებისთვის სუსტი მდებარეობაა. მწერლისთვის კი რა უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე აზროვნების ფორმა და მკითხველამდე საკუთარი იდეების წვდომადობის უნარი, მაშ როგორ მოხდა, რომ აგათა კრისტის ნაწარმოებებმა ამხელა რეზონანსი და მოწონება გამოიწვია საზოგადოებაში?

საქმე იმაშია, რომ რიგ შემთხვევებში სწორედ პლანეტის მსგავსი მდებარეობა აძლევს ინდივიდს საშუალებას იმისა, რომ საკუთარი გონებრივი მონაცემები აბსოლუტურად სხვა კუთხით, არასტანდარტულად და ორდინალურად ჩამოაყალიბოს. ზოგიერთი ასტროლოგის აზრით, ამგვარი კომბინაციის მქონე პლანეტა ე.წ. ”ურანულ ხასიათს” იძენს. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მისი მფლობელი შესაძლოა ნოვატორული იდეებისა და ხედვის გამო შევიდეს ისტორიაში. აგათა კრისტის შემთხვევაში ეს ზუსტად ასეც მოხდა!

”მთელ ინგლისში არ მოიძებნება არც ერთი მაძებარი, ვისაც შეუძლია მეტოქეობა გაუწიოს ქალს, რომელსაც გაურკვეველი ასაკი და უსაშველოდ ბევრი თავისუფალი დრო გააჩნია” - წერდა კრისტი

თქმა არ უნდა, შავი იუმორისა და ენაკვიმატობის გასაოცარი ნიჭი, ცნობილი მწერლის რუკაზე ვენერას დამსახურებაა მორიელში. რომელიც თავის მხრივ ”მოლაპარაკე” ტყუპის სახლს (მესამე სახლი) იკავებს. აქვე ნუ დაგვავიწყდება ის ფაქტიც, რომ ასტროლოგიურად დეტექტიურ ჟანრს მწერლობაში მორიელის ზოდიაქო და მისივე მმართველი პლანეტა პლუტონი შეესაბამება.

ახლა კი, მოდით, მოკლე რეზიუმე გავაკეთოთ საიმისოდ, რომ საბოლოო შტრიხები დავუმატოთ ”დეტექტივების დედოფლის” სრულ პორტრეტს.

მზე, სატურნი და ასცენდენტის ნიშანი ქალწულის ზოდიაქოში - დეტალებისადმი გასაოცარი ყურადღებიანობა, რასაც საბოლოო ჯამში პრობლემის ნაწილ-ნაწილ შესწავლისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი სირთულის დანაშაულის გახსნამდე მივყავართ.

მთვარე, მერკური და ურანი სასწორის ნიშანში. ასევე რუკაზე მკვეთრად აქცენტირებული 6-10 სახლების კავშირი. ეს ”სიტყვის ფლობის| უნარს და გასაოცარ ლიტერატურულ შესაძლებლობებზე მეტყველებს.

დაბოლოს, ვენერა მორიელში, რომელიც ”უკვეთავს მუსიკას” ამ კონკრეტულ სიტუაციაში და მორიელისვე მმართველი პლანეტა პლუტონი, რომელიც თავის მხრივ მერკურით მართულ ტყუპის ზოდიაქოშია განთავსებული. ესეც თქვენი დეტექტივისტების დიდოსტატი, რომელმაც საკუთარი ნააზრევით არამხოლოდ ერთი და ორი ადამიანი, მასები (პლუტონის გავლენის სფერო) გააოცა. სწორედ ამ კომბინაციამ განსაზღვრა აგათა კრიტსი პოპულარობა, არამხოლოდ მისი სიცოცხლის პერიოდში, არამედ უკვე სიკვდილის შემდეგ - პლუტონი ხომ გარდაცვალება-ტრანსფორმაციის განმგებელი პლანეტაა.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის