რუსეთის პრეზიდენტის „დასასრულის დასაწყისი“

რუსეთის პრეზიდენტის „დასასრულის დასაწყისი“

შორს წაგვიყვანს იმ დეფინიციების ჩამონათვალი, რომელსაც რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიაწერენ მსოფლიო მასშტაბით...

არსებობს მოსაზრება და საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვიც იმისა, რომ შესაძლოა პუტინის დაბადების ზუსტი მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, მაინც მინდა ჩემს ხელთ არსებულ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსეთის ამჟამინდელი მმართველის მოკლე ასტრო-პორტრეტი შემოგთავაზოთ და ორიოდე სიტყვით მის სამომავლო ბედზეც ვისაუბროთ.

ვლადიმერ პუტინი მზის ზოდიაქოს ნიშნით სასწორი გახლავთ. მთვარის ნიშნით – ტყუპი, რაც მარტივად ხსნის ამ ადამიანის ემოციურ სიცივეს და საზოგადოების შოკში ჩამდგებ, არაპროგნოზირებად ხასიათს.

ერთი შეხედვით მზისა და მთვარის მსგავსი კომბინაციის პატრონი, მხიარულად მოტლიკინე და ღიმილიანი ბიჭი იქნებოდა, რომ არა მეთორმეტე-მერვე სახლების ინტენსივობა პირად რუკაში. რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ეს არის ადამიანი, რომელიც "მარტოსულის" ბეჭდით დაიბადა. მას გამუდმებით აქვს მოთხოვნილება იმოქმედოს ფარულად, გასაიდუმლოებულად და სულ ელანდება, რომ ერთ დღესაც ვიღაც მის უსაფრთხოებას დაემუქრება. გარდა ამისა, ზემოთ ხსენებული მეთორმეტე სახლების ინტენსივობა მიუთითებს იმაზეც, რომ ინდივიდს სუსტი ჯანმრთელობა და ქრონიკული დაავადებებისკენ მიდრეკილებაც გააჩნია და ეს დაავადებები, თუკი ტრანზიტულ გათვლებს და პროგნოზებს ვენდობით, მიმდინარე წელს განსაკუთრებული სიმძლავრით იჩენს თავს რუსეთის პრეზიდენტის ცხოვრებაში.

მიდრეკილება მარტოობისკენ, თვითიზოლაციის მძაფრი მოთხოვნილება და ექსტრიმის სიყვარული ეს დამატებითი შტრიხებია პუტინის პორტრეტის შესაქმნელად. მთვარის მდებარეობა მერვე სახლში კი მიანიშნებს იმას, რომ ინდივიდს დედასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა ან სულაც არ გააჩნდა იგი. თუმცა, თავად ამ ფაქტმა დიდი დაღი დაასვა მის ფსიქიკას და აზროვნების ფორმის სწორად ჩამოყალიბებას. იგივე ასპექტი არის ასევე პასუხისმგებელი იმაზეც, რომ რუსეთის პრეზიდენტი ქალთა სქესის მხრიდან საკმაოდ მარტივად ემორჩილება ზეწოლას და მანიპულაციას. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ იგი ამა თუ იმ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების საკითხში ხშირად ითვალისწინებდეს უახლოესი გარემოცვის ქალების აზრს და შეხედულებას.

აღმავალი კარმული მისია მერწყულის ზოდიაქოში – ადამიანი რეფორმატორული მისიით მოვიდა ამქვეყნად. თუმცა, მას მოეთხოვება უმთავრესთაგან უმთავრესი – პატივი სცეს სხვების თავისუფლებას, რასაც რეალურ მაგალითზე ბატონი პუტინი ნაკლებად ახორციელებს. თუმცა, თუკი უფრო ღრმად ჩავიხედავთ რუსეთის პრეზიდენტის რუკაში, მიზეზს მისი ამ საქციელისა მარტივად აღმოვაჩენთ – იგი განვლილი პროგრამით (რახუ ლომის ზოდიაქო) ცხოვრობს, რომელიც ძალზე მძლავარადაა ამ კონკრეტული ინკარნაციის მანძილზე მის პიროვნებაში გამჯდარი. ამ ყველაფერს კი "ზურგს უმაგრებს" შავი მთვარე და პლუტონი ლომში, რის ხარჯზეც ვლადიმერ პუტინი მუდმივად დგება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ცდუნების წინაშე და როგორც რეალურ მაგალითზეც არაერთგზის დავრწმუნდით იგი ნაკელბად იბრძვის ამ მანკიერი თვისებების გასანეიტრალებლად.

დიქტატურა, სხვისი უფლებების დარღვევა, შევიწროვება, ჩაგვრა, ამპარტავნება, წრეგადასული ამბიციები – ეს ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტს განვლილი ინკარნაციიდან მოსდევს. ლომის ზოდიაქოს ნეგატიური მხარე ხომ ზუსტად ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს ეფუძნება. მაგრამ, ნებისმიერი პიროვნება იმისთვის იბადება ამქვეყნად, რომ მასზე დაკისრებულ კონკრეტული მისიას ღირსეულად გაართვას თავი, რაც პუტინის შემთხვევაში საყოველთაო მეგობრობას, სიტყვის, აზრის თავისუფლებას, სხვათა უფლებების არ შევიწროვებას გულისხმობს და რასაც იგი მისთვის სამწუხაროდ, ნაკლებად ავითარებს საკუთარ პიროვნებაში.

მინდა გითხრათ, რომ უახლოესი ერთი წლის მანძილზე ვლადიმერ პუტინს საკმაოდ რთული და მძიმე დღეები ელოდება. მაგრამ ეს მისი "დასასრულის დასაწყისია" და მისი პიკი 2017 წლისთვის დადგება. მანამდე კი პირველ "სატყუარად" შავმა მთვარემ ლომში უკრაინის ამბები გადმოუგდო მას და ვოვაც დაუყოვნებლივ გაება ამ აფერაში, იმ ფაქტით, რომ სცადა მთელი მსოფლიოსთვის დაენახვებინა საკუთარი "ლომური" ამბიციები და სიდიადე. . თუმცა, ამაოდ დაშვრა. შავი მთვარე ხომ ილუზიების შექმნით იკვებება, სინამდვილეში კი, სწორედ იქ გვიგებს მახეს, სადაც ჩვენი აზრით, ყველაფერი რიგზეა და გვგონია, რომ სიტუაციას ყოველმხრივ ვაკონტროლებთ!

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"